Home სხვადასხვა დაიჯესტი ვინ განსაზღვრავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას?

ვინ განსაზღვრავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას?

რა დგას ჯონ კერის საწინააღმდეგო ინფორმაციის გაჟონვის უკან

187
ვინ განსაზღვრავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას?

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა The New York Timesმა ცოტა ხნის წინათ დაწერა, რომ აშშის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანს ინფორმაციებს გადასცემდა სირიაში თეირანის საწინააღმდეგო ისრაელის საიდუმლო ოპერაციების შესახებ. კერიმ უარყო ბრალდება, მაგრამ გაზეთში გამოქვეყნებულმა მასალამ კითხვები გააჩინა. კერძოდ, სრულიად სხვაგვარად წარმოჩნდა ურთიერთობა სამკუთხედისა აშშისრაელიირანი.

კერის საწინააღმდეგო ინფორმაციის გაჟონვის ძირითადი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედ ადმინისტრაციასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან.

ენტონი ბლინკენი და ვიქტორია ნურლანდი კიევში
ენტონი ბლინკენი და ვიქტორია ნულანდი კიევში

შესაძლოა, ეს ისტორია დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში ინდოეთში, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეცწარმომადგენელმა ეკოლოგიის საკითხებში _ ჯონ კერიმ მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ამბობენ, რომ ეს მოლაპარაკებები დაუგეგმავი იყო და შეხვედრაზე მხოლოდ კლიმატის საკითხებზე იმსჯელეს, მაგრამ ამის დაჯერება რთულია. შემდეგ იყო ჯო ბაიდენის ზარი ვლადიმერ პუტინთან. მანამდე აშშის პრეზიდენტმა ცუდად მოიხსენია რუსი კოლეგა და ისე ჩანდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაშიფსკერი გაიხვრიტა”, შემდეგ უცებ გაისმა ზარი შეხვედრისა და ყველა აქტუალური საკითხის განხილვის წინადადებით. გაჩნდა ეჭვი, რომ ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარიგააჩალიჩაკერიმ, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ დიალოგს საერთაშორისო ურთიერთობებში და რომელიც ხშირად ახერხებდა საერთო ენის გამონახვას იმავე სერგეი ლავროვთან (მაგალითად, სირიის საკითხზე), თუმცა ეს შეთანხმებები ასევე ხშირად იშლებოდა ხოლმე (შესაძლოა, იმ ძალების ქმედებების შედეგად, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან მოვლენების კომპრომისული განვითარებით). საინტერესოა, რომ პუტინთან ბაიდენის ზარის შემდეგ ამერიკელებმა მალე დააწესეს სანქციები რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ. შემდეგ კი გაჩნდა ზემოხსენებული მასალა The New York Times-ში, რაც, უკვე თქმულის გათვალისწინებით, ჰგავს ვიღაცის სწრაფვას, ჩააცხროს კერის საგარეო პოლიტიკური აქტივობა, ის დაკავებული იყოს მხოლოდ კლიმატის საკითხებითა და სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს. საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, სანამ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი ცდილობს დაძაბულობის შემცირებას რუსეთთან ურთიერთობაში, სხვები ამ ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობენ. მართალია, არის ვარიანტი, რომ სქემამკვლელი”-ზარისანქციები _ ეს არისმათრახისა და თაფლაკვერისპოლიტიკის კლასიკური ნიმუში, მაგრამ დამატებითი გარემოებები მიუთითებს ბაიდენის გუნდში დაპირისპირებაზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მაგალითად, მარტში დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებულ ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია “საგნების რეალური მდგომარეობის შემოწმება #4: რუსეთის მიმართ ფოკუსი ინტერესებზე და არა ადამიანების უფლებებზე”. სტატიაში ავტორები წერენ, რომ “მოსკოვთან დიალოგისას დაგვეხმარება არა ფასეულობები, არამედ რაციონალური მიდგომა” და ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლებისა და პარტნიორების უმრავლესობა მყისვე საჯაროდ (!) თავს დაესხა სტატიას და მას უმართებულო უწოდა.

ენტონი ბლინკენი, ჯონ კერი და ჯეიკ სალივანი
ენტონი ბლინკენი, ჯონ კერი და ჯეიკ სალივანი

ამრიგად, იკვეთება საინტერესო სურათი: ქაოსი აშშის საგარეო პოლიტიკაში თითქოს ტრამპის ეპოქის თანამდევი იყო და ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ პოლიტიკა მკაფიო და თანმიმდევრული იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბაიდენის გუნდის წევრებშიც არ არის თანხმობა, რაც ქაოსს იწვევს. შეიძლება, ეს განპირობებულია იმით, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი უფროსი ფიზიკურად უძლურია, გააკონტროლოს ყველა საკითხი და წინამორბედებზე მეტად არის დამოკიდებული თავის გარემოცვაზე, რომელიც, ჩანს, თანამოაზრეთა გუნდი სულაც არ არის. ბაიდენის გარემოცვაში მიმდინარეობის ბრძოლა გავლენისთვის, თუმცა გასარჩევია, ვინ რომელ ხაზს ატარებს.

ვინ არის დღეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში საკვანძო ფიგურა?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი თუ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი (სადღაც მათ შორისაა ჯონ კერიც)? და კვლავ საინტერესო სურათი: თუ ამ ადამიანების შესახებ პრესაში დაბეჭდილ მასალებს წაიკითხავთ, ვერ იტყვით, რომ ისინი აშკარა ქორები არიან. მაგალითად, ისინი, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტში ბერნსთან ერთად მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ის გამოირჩევა თავშეკავებულობითა და გუნდური თამაშის უნარით. ბევრი აღნიშნავს, რომ ბერნსს შეუძლია დარჩეს შეუმჩნეველი, გაითქვიფოს გარემოში. ბლინკენსა და სალივანს მსგავსი თვალსაზრისის მქონე მეგობრებად მიიჩნევენ, ისინი არ ჰგვანან ჰილარი კლინტონს ან ჯონ ბოლტონს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ეს პერსონაჟი, მათ შორის კერიც, კოლექტიური ბარაკ ობამაა, რომელიც, სხვათა შორის, გარიგებას დათანხმდა სირიის ქიმიური იარაღის საკითხზე, რათა თავიდან აეცილებინა ამერიკის სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ.

მაშინ ვინ ამწვავებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დონალდ ტრამპის შემდეგ?

ეს ხომ არ არის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც, როგორც მასმედია იუწყება, უცხოელ ლიდერებთან ხშირად მართავს მოლაპარაკებებს ბაიდენის ნაცვლად? მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის კამალა ჰარისი, რადგან ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით საერთაშორისო ურთიერთობები მისი ძლიერი მხარე არ არის. მაშინ გამოდის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არის მხოლოდ ფასადი, ფირნიში, რომელიც მხოლოდ აირეკლავს ვიღაცის სიღრმისეულ გეგმებს, ხოლო სიღრმეში, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტისა, ჩამალულნი არიან ისეთი ქორები, როგორიც არის ვიქტორია ნულანდი, რომელიც, ჩანს, “სიღრმისეული სახელმწიფოს” “ზედამხედველიადა აშშის საგარეო პოლიტიკაში იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში მთელი თავისი სიმშვენიერით უნდა წარმოჩნდეს ამერიკული გლობლისტერი იმპერიალიზმი, რომლის შეკავებასაც ლამობდა ტრამპი, მაგრამ, ბევრის გასაოცრად, ის ჯერჯერობით, ძირითადად, ვლინდება სიტყვებში, საქმეში კი ამერიკა საკმაოდ თავშეკავებულია, შესაძლოა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ეცნობიან ვითარებას სხვადასხვა მიმართულებით და ემზადებიან შეტევისთვის.

ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიკოსებსა და ქორებს შორის შენარჩუნებულია დაპირისპირება, რომლის სერიოზულობაზეც მიუთითებს განვითარებული მოვლენები და ბოლომდე გასაგები არ არის, თეთრ სახლში ბაიდენისა და მისი გუნდის დასმით ვინ განსაზღვრავს დღეს აშშ-ის საერთაშორისო კურსს.

ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს წინ ბევრი სიურპრიზი ელის.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here