Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ აპირებს რუსულ ბუნებრივ აირში რუბლების გადახდას?

ვინ აპირებს რუსულ ბუნებრივ აირში რუბლების გადახდას?

სომხეთი რუსულ ბუნებრივ აირში რუბლებს გადაიხდის, მოლდოვამ უკვე გადაიხადა, ბულგარეთი, გერმანია და საფრანგეთი მზად არიან რუბლებით ანგარიშსწორებისთვის

115

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსეთი უარს ამბობს, ქვეყნებმა ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური გადაიხადონ კომპრომეტირებელი ვალუტებით _ დოლარითა და ევროთი, ამიტომ ანგარიშსწორება ყველას მოუწევს მხოლოდ რუბლებში.

“რუსული ბუნებრივი აირისთვის რუბლებით ანგარიშსწორება სარგებლიანი იქნება სომხეთისთვის”, _ განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კრობიანმა.

“ბუნებრივი აირის თემაზე არის ორი საკითხი _ ფასწარმოქმნა და ნომინალური სავალუტო კურსი, თუ ჩვენ გვექნება ფასი რუბლებში, ეს დიდი წარმატება იქნება”, _ განაცხადა კრობიანმა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, სომეხი მეწარმეები რუბლის კურსის არასტაბილურობის გამო ცდილობენ, თავი აარიდონ საექსპორტო საქონლის ღირებულების მითითებას რუსულ ვალუტაში. და, თუ ბუნებრივი აირის ფასი რუბლებში იქნება, მინისტრის აზრით, ეს სომეხ ექსპორტიორებს თავდაჯერებულობას შეჰმატებს.

შეგახსენებთ: სომხეთი ბუნებრივ აირს რუსეთისგან იღებს _ 1 ათას კუბ. მეტრს _ 165 დოლარად. 1 აპრილიდან კი სომხეთის მხარეს მოუწევს, “გაზპრომს” ბუნებრივი აირის ზენორმატიული ენერგეტიკული ფასი დაუმატოს.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ უკვე გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასური რუბლებში. მოლდოველებმა რუბლები ლეით (მოლდოვური ვალუტა) შეიძინეს, “მოლდოვგაზის” დირექტორის, ჩებანის, თქმით, “ეს პროცესი კომპანიისთვის საზარალო არ არის” და დებულება ბუნებრივი აირის რუბლებში გადახდის შესახებ უკვე შეტანილია მოქმედ ხელშეკრულებაში.

“ბულგარეთს შეუძლია რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის რუბლები გადაიხადოს”, _ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა.

და ყველა, მათ შორის ნასდაქ-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მარჩიელობენ, რა ჰქონდა მხედველობაში ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრს, და რა საიდუმლო “ფინანსური კონტრაგენტი აქვს” სოფიას ბუნებრივ აირში რუბლების გადასახდელად.

უკან დაიხია გერმანიამაც: ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, რუსულ ბუნებრივ აირში რუბლებით ანგარიშსწორება კერძო კომპანიებს შეეძლებათ.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here