Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ჩვენ ასეთი დასავლეთი არ გვინდა, საქართველო არც ამერიკის კოლონიაა და...

ვაჟა ოთარაშვილი: ჩვენ ასეთი დასავლეთი არ გვინდა, საქართველო არც ამერიკის კოლონიაა და არც ევროპის!

107

31 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც შეიძლება, მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება. მისი თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ორიენტირი არის განათლებული ახალგაზრდობა, რომელიც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სახელმწიფოსთვის: “ეს პროექტი, რომელიც ერთად 2014 წელს დავიწყეთ, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ერთ წელიწადში დაახლოებით 1150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყვეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაშიჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ…”

ცნობისთვის: მოქმედმა ხელისუფლებამ, ისევე, როგორც წინამ, სათავეში მოსვლიდან დღემდე განათლების სისტემაში არაერთი “რეფორმა” ჩაატარა. მათ შორის იყო პროექტი “ახალი სკოლა”, რომელიც მომავალ თაობაში “კრიტიკული აზროვნების” დანერგვას და “პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს” შექმნას ითვალისწინებდა და XI-XII კლასელთათვის საატესტატო გამოცდების მოხსნა, რომლის მიზანიც თურმე “სკოლის როლის გაძლიერება იყო”, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნული რეფორმებისა, ყველა საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების დონე წლიდან წლამდე ეცემა…

რა ცვლილებები სჭირდება დღეს ქართულ განათლების სისტემას და არსებული პოლიტიკის პირობებში რეალისტურია თუ არა პრემიერის განცხადება საქართველოშიევროპული დონის განათლების დანერგვაზე”? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების სპეციალისტი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა სტუდენტმა შეძლოს საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა, მისივე თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თავისი რეფორმებით შეძლებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში არსებული განათლების დონის ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფას. რეალისტურია თუ არა ეს განცხადება და რა არის ის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც ყველაზე მეტად აკლია დღეს ქართულ განათლებას?

_ პრემიერის მიერ გაცხადებული განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ძირშივე მცდარი და ანტიეროვნულია. იმის მაგივრად, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ინტელექტუალურ პოტენციალს და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ადგილზე სამეცნიერო კერების განვითარებას, ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების აღმოჩენებისა და გამოგონებების პრაქტიკაში დანერგვას, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის გადასახადების შემცირებას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის აღდგენის პროცესის უზრუნველყოფას, ჩვენი ტრადიციული უმაღლესი სასწავლებლების ავტორიტეტის ამაღლებას, ახალგაზრდები მასობრივად მიდიან საქართველოდან, რაც იწვევს ჩვენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტთა კონტიგენტის შემცირებას. შედეგად დაიხურება კათედრები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და შეჩერდება სამუშაოები, პროფესორ-მასწავლებლებს შეუმცირდებათ სალექციო დატვირთვა, რაც, ბუნებრივია, იმოქმედებს მათი ოჯახების შემოსავალზე. გვეყო, რაც არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად გავუშვით ჩვენი ბებიები, დედები, დები და .. ნუ გვავიწყდება, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ყოველი ქართველის გასვლა სამშობლოდან ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისთვის სისხლის წვეთების დაკარგვის ტოლფასია. პირფერობით შეპყრობილ ჩხენკელს, რომელიც ერთმანეთისგან ვერ არჩევს თაყაიშვილსა და ივანიშვილს და ჩარლი ჩაპლინის მშიერი გმირივით დახეული წაღი მამლად ეჩვენებაჩვენ თურმე ასეთი განათლების მინისტრის იმედად უნდა ვიყოთ, სანამ იგი განათლების რეფორმებისევროპულ სტრიპტიზსმორჩება. საჭიროა, მივხედოთ ჩვენს პროფესორ-მასწავლებელებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს და ეროვნულ კალაპოტში გადავიყვანოთ საგანმანათლებლო პროცესი, და არ უნდა ვიაროთ დასავლელი ბიძიების ნაკარნახევ ლგბტ რელსებზე. სხვათა შორის, პრემიერის განცხადება ჰგავს ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის ადრინდელ განცხადებას, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებდა, სამკურნალოდ მხოლოდ უცხოეთის კლინიკებში წასულიყვნენ, სანამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ევროპულ დონეს გაუტოლდებოდა… აი, ასეთი სულელური რეფორმებით ანგრევდა სააკაშვილის რეჟიმი ლომაიაშაშკინნოდიაგვარამიას ნაციონალური ბანდის მეშვეობით განათლების სისტემას და ასევე წარმატებით განაგრძობს ამ გზას დასავლელი ბოსების გულის მოსაგებად “ქართული ოცნება”. ისე, მეოცნებე ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ, როცა გელათისა და იყალთოს აკადემიები ფუნქციონირებდა, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ჩამოყალიბებულიც არ იყო, აღარაფერს ვამბობ ამერიკაზე. რაც შეეხება კონკრეტულად რეფორმებს, ვეკითხები ბატონ პრემიერს, ბატონ განათლების მინისტრს: დამისახელეთ თქვენს მიერ ან თქვენი წინამორბედების მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი “რეფორმა”, რომელმაც საქართველოში განათლების დონე აამაღლა. დამისახელეთ ერთი წარმატებული პროექტი, რომელმაც სტატისტიკის დონეზე რამე დადებითი შედეგი იქონია საშუალო ან უმაღლესი განათლების სისტემაზე.

_ წარმატებად თვლიან ისინი თუნდაც იმას, რომ ყველაზე წარჩინებულ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ეხმარებიან?

_ სხვათა შორის, სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებაც ერთ-ერთ გამოწვევად თვლიდა რაც შეიძლება მეტი სტუდენტის გაშვებას საზღვარგარეთ და მერე მათი ბედით არავინ ინტერსდებოდა. სტუდენტების უმრავლესობა უცხოეთში რჩებოდა და არც კი ფიქრობდა სამშობლოში დაბრუნებაზე… რაც შეეხება ხელშეწყობას სტუდენტებისთვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ მართლა რომ უნდოდეთ ეს, უწინარესად, სწავლის გადასახადს შეამცირებდნენ და რაც არის, ის განათლება მაინც იქნებოდა ხელმისაწვდომი. ჩაატარებდნენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, დააფინასებდნენ სამეცნიერო კვლევებს, შექმნიდნენ ლაბორატორიებს და .. ახლა ვიღაც იტყვის: კი მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ხარჯებთანაა დაკავშირებულიო. რა, ხარჯებთან არ არის დაკავშირებული უაზრო რეფორმები, ახალ-ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ყოველ წელს და ე.წ. გრიფირება, რომელიც კორუფციის ბუდეა?! ან უცხოეთიდან ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა ავიღოთ, იცით, რამდენი დაჯდა ეს თავის დროზე?! მილიონები… და რა არის შედეგი, ვინმემ უკეთესად იცის დღეს საქართველოში ინგლისური, ვიდრე მანამდე?!

_ 30 ივლისს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რეფორმების ახალი გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მათი მიზანია, ხელი შეუწყონშედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას”. მინისტრის თქმით, 2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 230 მილიონი ლარი იქნება

_ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია! მეცნიერება ვერ გექნება, თუ საშუალო და დაწყებითი განათლება არ არის მაღალ დონეზე. ჩვენ კი რას ვხედავთ, იმის მაგივრად, რომ სახელმძღვანელოები იყოს ეროვნული და სასწავლო გეგმა მოარგონ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ბავშვებს ფუნდამენტურ საგნებს აღარ ასწავლიან. აღარ ასწავლიან ისტორიას, ქართულ ენას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ იყო ამოღებული, როგორც ცალკე საგანი… გამოსაშვები გამოცდები საერთოდ მოხსნეს. წარმოიდგინეთ, ბავშვი მიდის სამედიცინო უნივერსიტეტში და სკოლაში ქიმია, ბიოლოგია არ აქვს ჩაბარებული, აბარებს მათემატიკურზე და სკოლაში მათემატიკის გამოცდა არ აქვს ჩაბარებული. რაც შეეხება დაფინანსებასა და კვლევებს, მათ რომ მართლა განვითარება აინტერესებდეთ რამე მიმართულებით, მაშინ, პირველ რიგში, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს სპეციალობებს განავითარებდნენ…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, მიხედავდნენ სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტს, რომელიც თავის დროზე მოწინავე სასწავლებელი იყო და მერე ერთ ლარად აჩუქეს ბენდუქიძეს. სწორედ ბენდუქიძის ხელში დაანგრიეს მეხილეობის, მევენახეობის, მებოსტნეობისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების მეცნიერული კვლევის ეს ტრადიციული კერა. ასევე დაანგრიეს მეფუტკრეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მათემატიკის, სეისმომედეგობის (.. ზავრიევის ინსტიტუტი), კიბერნეტიკის, მართვის სისტემების ინსტიტუტები. არაფერს ვამბობ ფიზიკისა და ისტორიის ინსტიტუტებზე, რომლებიდანაც გაყრილ ბევრ მეცნიერთანამშრომელს უკიდურეს გაჭირვებაში აღმოხდა სული.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული განათლების დონემ მოიმატოს?

_ პირველი და უმთავრესი: განათლების სამინისტრო უნდა გათავისუფლდეს სოროსის გრანტით დაფინანსებულ ტრენინგებზე დაპროგრამებული ხალხისგან და განათლების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე განისაზღვროს ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება ევროპისა და ამერიკის მხრიდან ხელშეწყობას, მათთვის ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო, .. განვითარებადი ქვეყანა, ამიტომ ისინი აქ არასოდეს არ დააფინანსებენ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროექტებს. რასაც აფინანსებენ, ეს არის იმ ქვეყნებზე გათვლილი პროგრამები, რომელთა მოსახლეობის 60-70-მა პროცენტმა წერაკითხვა არ იცის.

_ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაინერგება სწავლების ესტონური მოდელი, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება იქნება. რას მოიტანს ეს ცვლილება?

_ ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ახსნა, რას ნიშნავს “კრიტიკული აზროვნება” თანამედროვე ნეოლიბერალური გაგებით. ეს ყველაფერი შემოაქვთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ახალგაზრდების ცნობიერებაში გაჩნდეს ცნებები: “მშობელი #1” და “მშობელი #2”. მერე ამას მოჰყვება სწავლება, რომ თურმე ლგბტ კარგია და მნიშვნელობა არ აქვს, ქალი იქნები თუ კაცი. აი ეს არის დღევანდელი ევროპისა და ამერიკის სახე, ამიტომ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეროებ: ჩვენ ასეთი დასავლეთი არ გვინდა, საქართველო არც ამერიკის კოლონიაა და არც ევროპის! გამოსავალი, ვფიქრობ, ერთადერთია _ ქართველი ხალხი უნდა დადგეს ფეხზე და ქვეყნის სათავეში მოიყვანოს პატრიოტული ძალა, რომელიც იქნება მართლმადიდებელი და რომელიც აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, როგორც დიდ მართლმადიდებელ სახელმწიფოსთან. აი, ამაში ვხედავ გამოსავალს და მხოლოდ ამ გზით წარმომიდგენია ქართული, ეროვნული, მართლმადიდებლურ ფასეულობებზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა, სადაც განათლებაც მაღალ დონეზე იქნება, მეცნიერებაც და ყველაფერი. სხვანაირად ყოველთვის ვიქნებით საცდელი ლაბორატორია, რომელშიც დასავლეთი ჩადებს გარკვეულ თანხებს და თითქოს დაგეხმარება, მაგრამ დაგეხმარება იმაში, რომ ყოველთვის ვიყოთ მონები…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here