Home ახალი ამბები საქართველო სოფიკო სოხაძე:  ჩვენ მძლავრი გენეტიკური და კულტურული კოდის მქონე ერი ვართ. მრავალი...

სოფიკო სოხაძე:  ჩვენ მძლავრი გენეტიკური და კულტურული კოდის მქონე ერი ვართ. მრავალი იმპერიის კულტურულ ექსპანსიას გავუძელით და მოვინელეთ, ლიბერალურ ფაშიზმსაც მოვინელებთ

“ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ქართული ცნობიერებით მყარ საფუძველზე დგას და არ ჩანს, დუმს, აკვირდება მოვლენებს და კრიტიკულ მომენტში იტყვის თავის სათქმელს. ვინც ჩანს, ეს ლექია, რომელსაც ისტორია ჩაფარცხავს და ქარს გაატანს”

298
სოფიკო სოხაძე

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები არ წყდება. ქუჩაში დგას ქართველი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს ქართველთა უმრავლესობა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციები დროდადრო  მწვავდება, მაგრამ ხელისუფლება უკან არ იხევს,  “ქართული ოცნებაწინააღმდეგობას უწევსთვითაშშსაც, რაც ძალიან აღიზიანებს ამერიკელებსაც და ქართველ .. პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ფარად ახალგაზრდები ჰყავთ აფარებული.

ვინ და რატომ დგას ქუჩაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საინტერესოდ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, ანალიტიკოსი სოფიკო სოხაძე;

_ ფსევდოელიტა, რომელიც თავს საზოგადოების განმანათლებლად მიიჩნევს, პოზიციონირებს, როგორც დასავლეთის პოსტმოდერნისტული კულტურის შემომტანი და დამნერგავი ქართულ’პროვინციულ’რეალობაში (ფიქრობენ,  რაც დაცილებულია მათ სტანდარტებს, ყველაფერი პროვინციულია). ამ მაღალი მისიის მსახურებაზე უფრო დიდი პატივი მათთვის წარმოუდგენელია. რეალურად ისინი ქართული ცნობიერებისა და ეთნოფსიქიკისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი ქცევითი მოდელების, კულტურული ტრენდებისა და იმიჯების დამკვიდრებას ემსახურებიან; წვალობენ და გვაწვალებენ _ არაფერი გამოსდით, რადგან ქართული კულტურული და გენეტიკური კოდი ძლიერია.

ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ქართული ცნობიერებით მყარ საფუძველზე დგას და არ ჩანს, დუმს, აკვირდება მოვლენებს და კრიტიკულ მომენტში იტყვის თავის სათქმელს. ვინც ჩანს, ეს ლექია, რომელსაც ისტორია ჩაფარცხავს და ქარს გაატანს.

ამ ‘“განმანათლებლებს”’ახასიათებთ უკიდურესი პროვინციალიზმი. მათ მუდმივად სწყურიათ სისხლი და შურისძიება. მათთვის მთავარია, ისხდნენ ტრენდში და იგრძნონ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ავანგარდში არიან, რომ აქ ლიბერალური პოსტმოდერნისტული ფსევდოკულტურის ელჩებს წარმოადგენენ. ისინი გრძნობენ თავიანთი მდგომარეობის ილუზორულობას და ამის გამო ორმაგად იტანჯებიან, ბოროტდებიან და მზად არიან ყველაზე სასტიკი რევანშისტული სცენარის შესასრულებლად.

მათთან პოლემიკის დაწყებას, ლოგიკურ ბმებზე აგებულ საუბარს აზრი არ აქვს. ისინი ხელმძღვანელობენ აღქმებით, ჩამოყალიბებული აქვთ განწყობა და ამ განწყობის შესაბამისად მოქმედებენ.

ჩვენ მძლავრი გენეტიკური და კულტურული კოდის მქონე ერი ვართ. მრავალი იმპერიის კულტურულ ექსპანსიას გავუძელით და მოვინელეთ, ლიბერალურ ფაშიზმსაც მოვინელებთ. ჩვენ არ ვექვემდებარებით კულტურულ და ცნობიერებით ტრანსფორმაციას.

იბერიულ-კავკასიური, ქრისტიანული მსოფლმხედველობითი სისტემისთვის თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგია, რომლის ნაწილიც არის პოსტმოდერნისტული კულტურა, ყოვლად მიუღებელი ანტიფასეულობათა სისტემაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს ნატიფ და ღრმა კულტურას, ქართულ სახელმწიფოს.

“ქართველი საზოგადოების ფსევდოელიტის წარმომადგენლები,’ავანგარდი, რომელსაც პროგრესისკენ მივყავართ”, სწორედ ამ ლიბერალური სისტემის მცველები არიან მის ყველა გამოვლინებაში, როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურაში და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენენ ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული ცნობიერებისთვის, იმ ღირებულებათა სისტემისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ქართული ცივილიზაციის წიაღში.

თუ მათ მიერ, მათ უკან მდგომი პროცესის წარმმართველი ძალების მიერ, წითელი ხაზები გადაიკვეთება, ჩაერთვება გარემოებათა ლოგიკა, ისტორიული კანონზომიერება _ ქართველი ერის წინაშე დამდგარ სასიკვდილო საფრთხეს შესაბამისი პასუხი გაეცემა, დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე კი საფრთხის მასშტაბი აპოკალიფსურია. ეს არის და იქნება როგორც დროში გავრცობილი პროცესი, ასევე მყისიერი პასუხი, წერტილოვანი დარტყმები ნებისმიერი მტრული ძალის მიმართ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here