Home ახალი ამბები საქართველო ლევან ადეიშვილი: რა უნდა აშშ-ს საქართველოში და საქართველოსგან? _ კონტროლი აქ გამავალი...

ლევან ადეიშვილი: რა უნდა აშშ-ს საქართველოში და საქართველოსგან? _ კონტროლი აქ გამავალი დერეფნისა, რომლის პოტენციალი მზარდია

“საქართველოს ხელისუფლებამ უკან არ უნდა დაიხიოს, სულით არ დაეცეს, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების რეალური შანსი არ გაუჩინოს, რადგან ეს აუცილებლად რუსეთთან ომითა და ქვეყნის დაქუცმაცებით დასრულდება”

350

მთელი მსოფლიოს ყურადღება პატარა საქართველოსკენ არის მოპყრობილი. თითქმის ყველა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები მუშაობას საქართველოში მიმდინარე პროცესებით იწყებენ. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჰეგემონი ამერიკა გავეშებულია საქართველოსთავხედობით”…

რამ გაავეშა ამერიკა, ნუთუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა? რა უნდა აშშ საქართველოსგან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება:

_ რა უნდა აშშ-ს საქართველოში და საქართველოსგან? _ კონტროლი აქ გამავალი დერეფნისა, რომლის პოტენციალი მზარდია.

ინდოეთი და ირანი შეთანხმდნენ ინდოეთიდან მომავალი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გატარებაზე, ასევე ტარდება ჩინეთის ტვირთებიც, რომელთა მოცულობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო უპრობლემოდ გაზარდა ჩინეთმა. ჩინეთს ტვირთების გატარება საქართველოს გავლით უფრო აძლევს ხელს, ვიდრე სხვა გზით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, რაც ცოტა არ არის, საქართველო სხვა ტვირთებსაც ატარებს.

აკონტროლო საქართველო, ნიშნავს, აკონტროლებდე ტვირთებსაკონტროლებდე  კავკასიას და, თუ რუსეთის ბაზებს ამერიკა თავისი ბაზებით ჩაანაცვლებსგააკონტროლებს ირანს, თურქეთსაც შეუზღუდავს რუსეთთან ურთიერთობას და შავ ზღვაშიც შემოვა.

საქართველოში არეულობით სარგებლობენ ბალტიისპირელები, მათი აქ  ჩამოსვლა და მონდომება იმითაა განპირობებული, რომ, თუ ამერიკას დასჭირდება, უფრო ზუსტად, გაუჭირდება, ომში მათაც ისე ჩართავენ, თვალს არ დაახამხამებენ. ეს იციან ბალტიისპირელებმა და ამიტომ გვაქეზებენ: დაუჯერეთ ამერიკას, მეტროპოლიას, შეწყვიტეთ ურჩობა და მიეცით თქვენი თავის ცეცხლში შეკეთების უფლებაო…

რა შეუძლია და რა გეგმები აქვს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს? მან დაინახა, რომ ომს აგებს, ამიტომ  ვა-ბანკზე მიდის და შეეცდება, კარი გაიჯახუნოს ისე, რომ აქ რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომით კვლავ ურთიერთსიძულვილში დაგვტოვოს, რათა სამომავლოდ პლაცდარმი შექმნას _ რა იცი, რა ხდება?!

თუ შეძლო ამერიკამ ნაცების კვლავ დაბრუნება ხელისუფლებაში, პრობლემა გადაჭრილია _ ომს დააწყებინებენ!  თუ ვერ შეძლო ჩანაფიქრის ასრულება,

მაშინ საქართველოში ისეთ არასტაბილურობაზე იზრუნებენ, რომ ადვილად შემოიყვანონ ჩვენი “ლეგიონერებისა” და იანკების  გამოზრდილი სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფი. ეს კი ომს გამოიწვევს. ამ ომის დაწყება რუსეთს მოუწევს, რადგან დაიწყება სამხედრო პროვოკაციები სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მიმართულებით.

ზემოხსენებული დაჯგუფებების მეშვეობით ომი ხუთ დღეში აღარ დამთავრდება, საკმაო ხანს გაჭიანურდება და კონფლიქტში შეიძლება ჩრდილოკავკასიაც ჩაითრიონ…

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ამერიკის ზრახვებს აფერხებს, ზემოხსენებული მიზნის მიღწევას ურთულებს, მაგრამ შეუძლებელი არ არის; ამიტომ ცდილობს პერმანენტული მიტინგების, არეულობების მოწყობასა და დესტაბილიზაციით ხელისუფლების დასუსტებას…

_ როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

_ რა თქმა უნდა, უკან არ უნდა დაიხიოს, სულით არ უნდა დაეცეს, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების რეალური შანსი არ უნდა გაუჩინოს, რადგან ეს გარდაუვლად დასრულდება რუსეთთან ომითა და ქვეყნის დაქუცმაცებით.

მუდმივი დესტაბილიზაციაც დიდი რისკის შემცველია. ამ შემთხვევაში  რუსეთი საბოლოოდ შემოვა ჩვენს დასაშოშმინებლად.

არც ერთ მოცემულობაში ხელს არ გვაძლევს  რუსეთის ომით შემოსვლა. მანამდე უნდა მოვასწროთ პრობლემების მოგვარება სახლშიც და გლობალურ გადანაწილებაშიც; მოვასწროთ მომავალ გამარჯვებულთან ურთიერთობის მოგვარებაც.

ყველაზე რაციონალურია ვა-ბანკზე წასვლა, რაც უკვე დაიწყო “ოცნებამ”. თუ ჩხუბი გარდაუვალია, სჯობს, პირველმა დაარტყა.

საჭიროა დესტაბილიზაციისა და გადატრიალების მომხრეების დაპატიმრება, მათთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვა და, თუ საჭირო შეიქნა, ელჩის გამოწვევა აშშდან; უფრო მეტიც: აშშის საელჩოს, ამ ტერორიზმის  ბუდის, რომლის არეულობაში მონაწილეობის დამტკიცება შესაძლებელია, საქართველოდან გაწვევა.

საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, ირანთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რადგან ამ ჩამოთვლილ ქვეყნებს ისევე არ სჭირდებათ ამერიკა, როგორც კატას მეხუთე ფეხი.

საქართველომ მოლაპარაკება უნდა აწარმოოს საზღვრების  გაკონტროლებაზე, რათა აქ ვერ შემოიყვანონ გლობალური ომის პარტიის “ბოევიკები”.  ასეთ ვითარებასა და მოცემულობაში ვერაფერს ვერ გვიზამენ, რადგან ვერც ჯარს  შემოიყვანენ და ვერც საკმაო რაოდენობის დაქირავებულებს; ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ესაა ბანკებიდან ფულის გატანა, რაც, ჩემი აზრით, გათვლილი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და ადვილად ჩაანაცვლებს სხვა და უფრო მეტი ფულით.

 ვიზალიბერალიზაცია არც აქამდე გვქონია აშშ-თან და არ დავხოცილვართ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, დიდი ხანია, ვართ და აქამდე რატომ არ მოგვცეს სავაჭრო პრეფერენციები?

 ახლა აშშ ვიზალიბერაცია-სავაჭრო შეღავათებთან ერთად სამხედრო დახმარებასაც გვპირდება და ეს დაპირებები  ახალი სატყუარაა. რატომ მოგვიკლა  მრეწველობა და სოფლის მეურნეობა “მეგობარმა”?

იანკების ევროპელი “შნირებიც” სანქციებით გვემუქრებიან, მაგრამ ესეც ფუჭი მუქარაა, რადგან ევროპაში მემარჯვენე ძალები ძლიერდებიან და სანქციებს ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

უკრაინაში აშშ-ის დამარცხება შეცვლის ევროპის პოლიტიკას მემარჯვენე ძალების საფუძვლიანად მოძლიერების ფონზე. ევროპა ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდეს და მას სულაც არ აძლევს ხელს, საქართველოს სანქციები დაუწესოს, რადგან აქედან ტვირთებს ეზიდება და ვაჭრობს აღმოსავლეთთან, ჩვენი ინტერესი კი _ საქართველოს ტერიტორია იყოს უსაფრთხო და სტაბილური  დერეფანი _ ემთხვევა მათ ინტერესებს, დიდი მოთამაშეების ინტერესებს. მალე ერთ მხარეს აღმოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე მხარეს _ გამარჯვებული რუსეთი.

ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, რომლებსაც  დერეფანი სჭირდებათ, რამენაირად “მოტეხავენ” ევროპელებს, რომლებიც აშშ-ის მზარდი  ზეწოლისა და აშკარა დესტრუქციის ფონზე უფრო მოინდომებენ მისი უღლის გადაგდებას.

ასე რომ, მთავარია ხელისუფლების სწორი გათვლები და ხალხის გვერდით დგომა.

გვინდა-არ გვინდა, როგორც გასულ საუკუნეში  დაეკისრა სსრკ-ს ფაშიზმის დამარცხება და მსოფლიოს გადარჩენა, დღეს რუსეთსა და ჩინეთს უფრო უარესისაგან _ ნეოლიბერალიზმისა და გლობალისტების ახალი წესრიგის ფაშისტური ნარატივებისგან _ გათავისუფლების მისია დაეკისრათ.

ეს არის რეალობა, რომელსაც აკვიატებული აზრებისა და კლიშეების გარეშე უნდა მოვერგოთ.

საქართველო მიუმხრობელ, მშვიდ დერეფნად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრებისა და რეგიონული სასიკეთო შეთანხმებების ადგილად უნდა იქცეს.

დიახ, ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა ახალ, არალიბერალურ ევროპასთან; იმ ევროპასთან, რომლისკენაც რუსეთიც მიისწრაფვის, იმ იმედით, რომ მას აღარ გამოიყენებენ გასაძარცვად და ომების ინსტრუმენტად.

საქართველო ვალდებულია, არ გადაიხაროს არც ერთ მხარეს. ძნელია ეს, მაგრამ უნდა მოვახერხოთ, სხვა შემთხვევაში უკრაინის ბედი გველის და ჩვენს ტერიტორიებს მეზობლები გადაინაწილებენ

_ ქვეყანაში შექმნილი ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ შეეცდებიან .. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა გაერთიანებას აპირებენ?

_ წესით, უნდა გაერთიანდნენ, რადგან ზოგი ვერ გადალახავს ბარიერს…

დასავლეთის მითითების გარეშე ვერ შეთანხმდებიან სიასა და კვოტებზე…

დაძაბულობისა და საფრთხის ალაგმვა კი ხელისუფლების ხელშია…

არ უნდა დაივიწყონ ადამიანების ის სიმრავლე, რომელიც 17 მაისს იყო  და, როგორც კი ვითარება გაუარესდება, ეს ისევ უნდა გავახსენოთ. ასჯერაც რომ მოგვიწიოს, ქუჩაში უნდა გავიდეთ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here