Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა ოთარაშვილი: უნდა დასრულდეს მონური და მაამებლური პოლიტიკა დემოკრატიის სახელით

ვაჟა ოთარაშვილი: უნდა დასრულდეს მონური და მაამებლური პოლიტიკა დემოკრატიის სახელით

3177
ვაჟა ოთარაშვილი

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ისტორიულ კუთხეში _ ტაოკლარჯეთში, რელიგიური სიწმინდეების მოსანახულებლად ჩასულ ქართველებს შუა საუკუნეების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო კომპლექსის, დოლისყანის ტაძრის, კარი აჭედილი დახვდათ. მრავალსაუკუნოვანი ძეგლი, რომელიც ამჟამად თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწაზე მდებარეობს, მომლოცველებისთვისშეუვალიაღმოჩნდა. მეტიც, როგორც მოგვიანებით ერთერთმა მომლოცველმა სოციალურ ქსელში დაწერა, მათ მცდელობას, რომ ტაძარში სანთლების დასანთებად შესულიყვნენ, ადგილობრივების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მიზეზად ის დაუსახელეს, რომ ტაძარი სოფლის საკუთრებაა და, როცა საჭიროდ ჩათვლიან, დახურავენ. შემდეგ გაღიზიანებულმა თურქებმასტუმრებსძეგლის მხოლოდ გარედან დათვალიერებისა და ფოტოების გადაღების უფლება მისცეს, თუმცა მოგვიანებით მათი აგრესია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მომლოცველებმა ტაძრის ფასადზე არსებული დაზიანებების აღრიცხვა დაიწყესჟურნალისტებმა მომხდარზე კომენტარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძეს სთხოვეს, მაგრამ მან არაფერი იცოდა. რა პოლიტიკას ატარებს დღეს საქართველო თავისი სიწმინდეების დასაცავად ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა ცვლილებებია ამ მიმართულებით საჭირო, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ისტორიული ტაოკლარჯეთის უძველეს ქართულ ტაძარში თურქებმა ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს. საუბარია შუა საუკუნეების დოლისყანის ტაძარზე, რომლის კარიც ადგილობრივმა მოსახლეობამ აჭედა. დაახლოებით სამი თვის წინათ იქ საპირფარეშოს გაკეთებასაც აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩარევითმშენებლობაშეჩერდათქვენი აზრით, რით არის ეს ყველაფერი განპირობებული? აქეთ აზერბაიჯანი გვედავება დავითგარეჯას, იქით თურქეთი არ უშვებს ჩვენს მომლოცველებს უძველესი ქართული სიწმინდის მოსალოცად

_ დოლისყანის მონასტერი არის ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც X საუკუნეში, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში, ააგეს ბაგრატ ადარნასეს ძემ და სუმბატ პირველმა. მას, როგორც საგანმანათლებლო ცენტრსა და კულტურის, მეცნიერების კერას, ისე დიდი მნიშვნლობა ჰქონდა, რომ საქართველოს სინას მთად იწოდებოდა. სინას მთა, მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობისაა ქრისტიანებისთვის. უნდა ითქვას, რომ თურქეთის პოლიტიკა, მისი მიმტაცებლური მისწრაფებები საქართველოს მიმართ, რომ ტერიტორიების ანექსიასთან ერთად ნელ-ნელა განეხორციელებინა სრული კულტურული თუ დემოგრაფიული ექსპანსია, სწორედ ეკლესია-მონასტრების მოშლა-განადგურებაში მდგომარეობდა; იმიტომ, რომ ქრისტიანობა იყო ის მთავარი ბასტიონი, რომლითაც დაცული იყო ქართული იდენტობა. აი, ამ მიზნით ისინი არა მხოლოდ ანგრევდნენ და ფიზიკურად ანადგურებდნენ ქრისტიანულ ძეგლებს, მეჩეთებადაც კი გადააკეთებდნენ ხოლმე. XIX საუკუნეში დოლისყანის ტაძარი სწორედ მეჩეთად გადააკეთეს. მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად (ამ ომში რუსეთის გამარჯვების გამო) გახდა შესაძლებლი მისი გამოხსნა მუსლიმანური ბატონობისგან, თუმცა ის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო მართლმადიდებელი საქართველოს რელიგიურ-კულტურული ანექსიისკენ, არ შეცვლილა და 80-მილიონიანი თურქეთი ამ პოლიტიკას დღესაც განაგრძობს. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ეს ბარბაროსობა, რომლებიც ხდებოდა და ხდება ჩვენი სიწმინდეების მიმართ, განპირობებული იყო არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მტრული, დამპყრობლური პოლიტიკით, არამედ დიდწილად ჩვენი ხელისუფლებების მაამებლური, მოღალატეობრივი პოზიციით. შეხედეთ დღეს რა ხდება _ ალიევის ქუჩა გვაქვს თბილისში, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება უნდათ, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მირზა ფათალი ახუნდოვის ძეგლი და სახლ-მუზეუმი გვაქვს… ქართულ კულტურას, ქართულ მართლმადიდებლურ ძეგლებს რას უშვრებიან?! აზერბაიჯანი გვეუბნება, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თურმე ქართველების კი არ არის, ალბანური კულტურის ნაწილია, თვითონ კი იმ ალბანელების შთამომავლები ყოფილან… აქეთ თურქეთი ტაძარში არ გიშვებს სანთლის დასანთებად და სალოცავად… მოღალატე და მაამებელი არ არის ის ხელისუფალი, რომელიც გეუბნება, რომ ეს სახელმწიფოები ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან?! ახლა ვიღაც იტყვის: აბა, რა ვქნათ, 80-მილიონიან თურქეთს ომს ხომ არ დავუწყებთო?! ღმერთმა დაგვიფაროს! ომის გარდა ახლა, ალბათ, ყველაფერი გვჭირდება, მაგრამ აქ ომზე არ არის საუბარი. ერთი განცხადება რომ გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ერთი საპროტესტო ნოტა რომ გაუგზავნოს და აგრძნობინოს, რომ ჩვენც სახელმწიფო ვართ, ამას წინ რა უდგას?! ეს ერთი. და მეორე _ იმ ვაიპატრიოტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებიც მუდმივად იმაზე აპელირებენ, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანთან კონფრონტაცია ჩვენთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, ამხელა რუსეთი გყავს აგერ ჩრდილოეთით და იმას უჩხიკინებ, თურქეთია უფრო ანგარიშგასაწევი და აზერბაიჯანი?! ან რა აზრი აქვს ამ ვითომდა კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას, თუ ეს ყველაფერი ხდება ტერიტორიის დაკარგვის, კულტურული ძეგლების დაკარგვის ხარჯზე და ამ დროს სირაქლემის პოზაში გიწევს ყოფნა… აი, ეს არის ზუსტად უნიათობა, უუნარობა და მოღალატეობა. თუმცა, ვფიქრობ, ფესვები უფრო შორს უნდა ვეძებოთ.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ საქართველოს მიერ 1990-იანი წლებიდან არჩეული გეზი არასწორი აღმოჩნდა ყველა თვალსაზრისით: გნებავთ, ეკონომიკური; გნებავთ, სამხედრო კუთხით; პოლიტიკურ მხარეზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. უკუსვლა ვარჩიეთ. ეს ვითომ პატიოტული მჯიღისცემა და, აქედან გამომდინარე, ატეხილი პოლიტიკური ისტერიკა რუსეთის წინააღმდეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელმაც ყველაზე ძლიერ სწორედ პატრიოტულ ძალებს დაარტყა და შემდეგ უკვე გადაგვიყვანა ანტიეროვნულ, ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს დღესაც გრძელდება და გვამყოფებს მონურ მდგომარეობაში. ეს არის ის პოლიტიკური და გნებავთ, იდეოლოგიური დაარქვით, უღელი, რომლისგანაც, თითქმის 30 წელია, ვერ გავთავისუფლდით.

_ რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო?

_ ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩვენ არ უნდა გამოვსულიყავით რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონიდან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო იმ საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების დეკლარირება, რომლებიც კრემლთან ღია კონფრონტაციას ნიშნავდა. ეს არ უნდა გაგვეკეთებინა იმიტომ, რომ ობიექტურად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს; ეწინააღმდეგებოდა გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, ეკონომიკური ფაქტორებიდან და სხვა არაერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომლებიც, ისევ ვიმეორებ, არჩევანი კი არ არის ვინმესი და სურვილი, არამედ ობიექტური რეალობაა. ახლა ვიცი, ზოგიერთი “ლიბერალი” იტყვის, რომ თურმე ეს არის “რუსული ნარატივი”. დავითგარეჯის სიწმინდეებს რომ გვედავებიან ჩვენი “ძმები” აზერბაიჯანელები და “ლიბერალური” მედია, როგორიცაა, მაგალითად, რადიო “თავისუფლება”, ფაქტობრივად რომ ამართლებს აზერბაიჯანულ მხარეს, ვისი და რისი ნარატივია?! ვისი ან რისი ნარატივია ის, რომ ვერც ერთმა ჩვენმა ხელისუფალმა ვერ შეძლო თურქეთთან რამე შეთანხმების მიღწევა ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრირებაზე და მათ ხელშეუხებლობაზე?!

_ თქვით, რომ საქართველოს არ უნდა აერჩია ის კურსი, რომელიც რუსეთთან კონფრონტაციას გამოიწვევდა, მაგრამ ფაქტია _ ჩვენ დღეს ამ გზას მივუყვებით. ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია პროცესების თუნდაც ნაწილობრივ შემოტრიალება?

_ ამ ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე, მათ შორის, უშუალოდ პრეზიდენტ პუტინისგანაც, მაგრამ პასუხი რაც იყო, ყველას გვახსოვს: ჯერ დასავლელ “პარტნიორებს” შევეკითხებითო. ეტყობა, შეეკითხნენ და ფაქტია, რომ საქმე იმის იქით არ წასულა. ეს ხელისუფლება ახორციელებს იმ ძველ მონურ და მაამებლურ პოლიტიკას, რომელსაც თავის დროზე დამოუკიდებლობა დაარქვეს და სინამდვილეში დამოუკიდებლობასთან ახლოსაც არ იყო.

მაგრამ რუსულქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას ხელს არ უშლის მხოლოდ ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა, სამწუხაროდ, დღეს რუსეთშიც ბევრია მსგავსი ძალა. ერთერთი მათგანია სომხური ლობი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველანაირად ცდილობს, ორ მოძმე ქვეყანას შორის არ აღდგეს ძველი ურთიერთობა. კიდევ ვიმეორებ: სანამ არ მოვაწესრიგებთ ურთიერთობას რუსეთთან, სანამ ძირეულად არ შევცვლით საგარეოპოლიტიკურ კურსს და სანამ იარსებებს თურქეთის ექსპანსია, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკონტროლოდ გრძელდება აფრიკისა თუ ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანური ქვეყნებიდან .. მიგრანტების შემოსვლა, ქვეყანას უომრად წაგვართმევენ. ახლა, ვისაც უნდა, ქსენოფობი მეძახოს, ვისაც უნდა _ რასისტი და რუსეთის აგენტი, მაგრამ უნდა დასრულდეს მონური და მაამებლური პოლიტიკა დემოკრატიის სახელით. სხვათა შორის, ტერიტორიებსა და სიწმინდეებზე რაკი ვსაუბრობთ, საზოგადოებას შევახსენებ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა აქტიურად დააყენა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების საკითხი და ვერც ვერაფერი დაუდგებოდა წინ, მაგრამ ისევ იმ “ცივილიზებული” სამყაროს ძალისხმევით, რომელიც დღეს საქართველოში “ისტორიულ არჩევანადაა” გამოცხადებული, განსაკუთრებით ინგლისი აქტიურობდა, ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა _ კბილებით დაიცვეს თურქეთი და ყველაფერი გააკეთეს, რათა ისტორიული სამართლიანობა არ აღმდგარიყო. იგივე არ ხდება დღეს? წლებია, ჩვენს რესტავრატორებს ფეხს არ ადგმევინებს თურქეთი უძველესი ქართული სიწმინდეების აღსადგენად იმ მიწაზე, ერთი განცხადება, ერთი კომენტარი ან შეფასება რომელიმე დასავლურმა სტრუქტურამ გააკეთა?! აქ ხომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებზეა საუბარი?!

_ დავუბრუნდეთ ისევ რუსულქართულ ურთიერთობას. როგორც ამბობთ, ამ ხელისუფლებას დიალოგის ნება არ აქვს, რა გამოსავალს ხედავთ?

_ პოლიტიკური სპექტრის გარდაქმნაა აუცილებელი. კიდევ ვიმეორებ: თუ აქ ძირეულად არ შეიცვალა მიდგომები, წერტილი არ დაესვა დასავლეთისკენ სწრაფვის მონურ, მაამებლურ კურსს, საქართველო ყოველთვის დარჩება არშემდგარ, უპერსპექტივო სახელმწიფოდ, რომელსაც წიხლს ჩააზელს ყველა, ვისაც კი დასჭირდება, გინდ საქმისთვის და გინდ გასართობად.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. შევარდნაძე+ საკაშვილი+ ივანიშვილი= მასონების ხელის ბიჭებს საქართველოში!!!!!

    მათი მართული ტელევიზიები, არასამთავრობოები, ვებ მასმედია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას საქართველოში, ამათი ამოცანაა გააქრონ ქართველი ხალხი და გააპარტახონ , წაშალონ ჩვენი კვალი დედამიწაზე! ნუ დაუჭერ მხარს ნურც ნაცებს!!! ნურც ქოცებს! ნურც არასამთავრობოებს მოუსმენ და ნურც ტელევიზიებს, რომლებიც რა მეთოდებით არ ცდილობენ თავს მოგვახვიონ ყველაზე მდაბო აზრები!

    იყავი ნაკითხი! იყავი შენი ისტორიის მცოდნე!

    გახსოვდეს ვინ ხარ , მე ვარ ქართველი!! დაუმორჩილბელი!@!!!!! დაუმარცხებელი!! ქრისტიანი!!!!!!!!!!!

    ამას არ გამოაქვეყნებენ, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი იცხრილება, და თუ მაინც გამომიქვეყნეს ეს ესემესი უბრალოდ არ ეშინიათ ჩვენი, ან იმის დასტურად რომ , ვითომ არ კონტროლდებიან!!!!!!!!!!!!

    ჩვენი იარაღი ისაა რომ ვერ გაგვაკონტროლონ!!!!!!!!!!!

  2. ქართველ ხალხი ვინაა იცით? ეთნიკური ქართველები ? ნახევარი წმინდანი შავკანიანები გვყავს !

  3. ყაზბეგის იაგო.
    კარგა ხანია დადგა დრო, რომ საზოგადოებას დავანახოთ 90–იანი წლების ქართული ეროვნული მოძრაობის უტვინო ურაპატრიოტი ლიდერების ნამდვილი სახე. ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიამ და მისმა გუნდმა რუსეთის N1 მტრად გამოცხადებითა და მისი ლანძღვა–გინებით, შოვინიზმის აშკარა გამოვლენითა და სულსწრაფობით განვითარების არასწორი გზა აირჩიეს და დაღუპეს ქვეყანა. მათ ერთი წელიც ვერ გაძლეს მთავრობაში და ქვეყანა ჩაუგდეს ხელში არამზადებს ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანსა და თენგიზ სიგუას. დროა ჩვენ ჩრდილოელ ზესახელმწიფოსათან, ჩვენს ნამდვილ ისტორიულ მეგობართან, ერთმორწმუნე რუსეთთან აღვადგინოთ კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობები, რისკენაც დიდი ხანია მოგვიწოდებენ თანამედროვე პატრიოტი ქართველები და, მათ შორის, კათალიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მე–2.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here