Home ახალი ამბები მსოფლიო ენერგოსიმძლავრეების დეფიციტის გამო აშშ-ში საგანგებო ვითარება შემოიღეს

ენერგოსიმძლავრეების დეფიციტის გამო აშშ-ში საგანგებო ვითარება შემოიღეს

158

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ელექტრომაგენერირებელი სიმძლავრეების დეფიციტის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო ვითარება გამოაცხადა:

“მე, ჯოზეფ რ. ბაიდენ-უმცროსი, ელექტროენერგიის გამომუშავების საკმარისი სიმძლავრეების სიმცირის საფრთხის გამო ვაცხადებ საგანგებო ვითარებას მოსალოდნელი სამომხმარებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ვბრძანებ: ვაჭრობის მინისტრს მიენიჭოს დამატებითი უფლებები საგანგებო ვითარებაზე რეაგირებისთვის”.

ექსპერტთა აზრით, ეს არის ე.წ. მწვანე ენერგეტიკის კონცეფციის (ნავთობის მოხმარებაზე უარის თქმის) სრული  კრახი. ის, რასთანაც მიიყვანა დასავლეთი მწვანე ენერგეტიკამ, არის ქვანახშირის შეცვლა ბუნებრივი აირით და ატომური ენერგეტიკის შემცირება უკიდურესად არასტაბილური ქარის ელექტროსადგურებისა და მზის ენერგიის პანელების სასარგებლოდ.

გარდა იმისა, რომ აშშ-ში ელექტროსიმძლავრეების ტოტალური დეფიციტია, ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო იაპონიასა და საფრანგეთშიც.

თითქოს რუსეთს დაუწესეს ჯოჯოხეთური სანქციები, საგანგებო ვითარება კი აშშ-ში შემოიღეს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here