Home რუბრიკები ეკონომიკა ეკონომიკის ინკლუზიური მინისტრი

ეკონომიკის ინკლუზიური მინისტრი

1759
გიორგი ქობულია

საქართველოს მთლიანი ვალი 17.5 მილიარდი დოლარია, ანუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 დოლარის დავალიანება აქვს

თუ იცით, რა ღირსპორშე პანამერა ჯტს”?! რიგითმა მოკვდავებმა, შესაძლოა, არ იციან, რომ მისი ფასი დაახლოებით 400 ათასი ლარია, ანუ, თვეში ხელფასი ხუთი ათასი ლარი რომ გქონდეთ (და ეს ქართული საზომებით, ძალიან დიდი ხელფასია), შვიდი წელი დაგჭირდებათ აღნიშნულიპორშესსაყიდლად. ეს იმ შემთხვევაში, თუ არც შეჭამთ, არც გადასახადებს გადაიხდით, არც მაცივარს შეიძენთ და არც ტელევიზორს. “პორშეთიკი იმიტომ დავიწყეთ, რომ სწორედ ეს თანხა გადაიხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნულ ავტომობილში (არ ინერვიულოთ, კიდევ ორი ჰყავს). მინისტრად დანიშვნის შემდეგ გიორგი ქობულიამ არაერთხელ გაგვაოცა, მაგრამ ის, რაც გასულ კვირას თქვა, მინისტრის კი არა, ამ ქვეყნის მოქალაქის განცხადებას არ ჰგავს.

“ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვიმსჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ, ძირითადად, ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ”, _ განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ქობულიასა და მისი ოჯახის წევრებს, სხვადასხვა ბანკში, საერთო ჯამში, 41 ანგარიში აქვთ გახსნილი და სხვადასხვა ოდენობის თანხა ერიცხებათ. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქობულია ფლობს კომპანიების ფასიან ქაღალდებს, რომელთა ჯამური ღირებულება მილიონობით დოლარია. არა, ძალიან კარგია, მინისტრი რომ მილიონერია, მით უმეტეს ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც ფულის ფასი და ყადრი იცის, ისიც იცის, რომ ეკონომიკური მდგრადობა სასარგებლოა, მაგრამ ქობულიას შემთხვევაში სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე: მას ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ტელევიზორი, მაცივარი და ამისთვის ბანკს მიმართოს, კრედიტი აიღოს, რათა სიმწრით ნაშოვნი ფულით ნაყიდი საჭმელი ზაფხულში არ აუყროლდეს, ხოლო შვილებმა ტელევიზორს მაინც უყურონ, რადგან ძვირად ღირებულ ტელეფონში სხვადასხვა გასართობის ნახვის შანსს ოჯახის ბიუჯეტი ვერ აძლევს. ჰო, რაც მთავარია, ქობულიას არათუ არ ესმის ასეთი რამ, არამედ ასეთი ადამიანები არ სჭირდება. მოდი, დეტალურად მივყვეთ, რამდენ ადამიანზე ამბობს უარს ეკონომიკის მინისტრი და საინტერესოა, ეთანხმებიან თუ არა მას მთავრობის სხვა წევრები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართუ ბანკმა” იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2000-ლარიანი კრედიტი ჰქონდათ, ვერ იხდიდნენ და ამის გამო შავ სიაში იყვნენ, დავალიანება გაუნულათ. დღეს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც დავალიანება გაუნულდათ, 615 164 -ია. ანუ, ზუსტად ამდენმა ადამიანმა ვერ გადაიხადა მაქსიმუმ 2000-ლარიანი კრედიტი.

ახლა ტელევიზორისა და მაცივრის ფასებს გადავხედოთ. ორი ათას ლარად მაცივრის ყიდვაც შეიძლება და ტელევიზორისაც. მართალია, საუკეთესოს ვერ იყიდი, მაგრამ ისეთს ნამდვილად შეიძენ, რამდენიმე წელს გამართულად რომ იმუშავებს. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ამ 615 164 ადამიანს შორის აუცილებლად იქნებოდა რამდენიმე ათასი ისეთი, ვინც ბანკიდან სესხი სწორედ ტელევიზორისა და მაცივრის შესაძენად აიღო და ვერ გადაიხადა. ასეც რომ არ იყოს, საუბარია იმ ხალხზე, რომელმაც სწორედ რომ ტელევიზორისა და მაცივრის შესაძენად საკმარისი ფულის დაფარვა ვერ მოახერხა, ანუ ქობულია ამბობს, რომ არ სჭირდება 615 164 ადამიანი.

როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ქობულიას, უბრალოდ, ვერ პოულობდნენ. ის ქვეყნიდან წავიდა და ვითომც არაფერი, დაიკარგა. ჩემოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩემს ბიზნესებს ვალაგებდი, ხომ უნდა გადამებარებინა ვინმესთვისო და… ისევ წავიდა. ქართული ეკონომიკა რა დღეშიც არის, კი იცით და, მინისტრის ლამის ერთთვიანი უქმობა როგორ მალამოდ დაედებოდა, ესეც ადვილი მისახვედრია. ამის მიუხედავად, ქობულიასთვის საყვედურიც არავის უთქვამს. მისთვის საყვედური არც მაშინ უთქვამთ, როცა ხმამაღლა და ამაყად განაცხადა: ჩვენი მთავარი მიზანი ეკონომიკის განვითარება არ არისო. ჰო, ჰო, სწორედ ასე თქვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილიაო, მერე რომ არ დაგვაბრალოს, მის ნაუბარს სრულად შემოგთავაზებთ:

“ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ, ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ამით კეთილდღეობა ძირითადი მოსახლეობის არ გაიზრდება იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში, ის ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს _ ინკლუზიურობა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ თანაბრად შემოსავლები მოსახლეობას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და ეს ხალხი რომ იყოს დასაქმებული და გამოიმუშაოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს…”

ამ გამოსვლის გამო, ქობულიას ტაში დაუკრეს: ხედავთ, რა მაგარი რამ თქვაო. მე კი ტერმინი ინკლუზიურობა სხვა მიმართულებით მქონდა გაგებული, სხვა კონტექსტში და ჩავთვალე, რომ შემეშალა, მაგრამ შემდეგ მაინც გადავამოწმე ენციკლოპედიურ ლექსიკონში და…

“ტერმინი ინკლუზია გადმოღებულია ინგლისურიდან, ნიშნავს ჩართვას და გულისხმობს განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვების რაიმე ფორმით ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა თანატოლებთან ერთად”.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ აშკარად ინკლუზიური, ანუ “განსხვავებული ნიშნის მქონე” ეკონომიკის მინისტრი გვყავს. ინვესტორის ხარჯზე რომ უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა, მაგას ვამბობთ სწორედ. როცა ინვესტორი შემოდის, საკუთარი ქვეყნიდან კი არ უნდა შემოიყვანოს მუშახელი, არამედ ხელშეკრულებაში უნდა ჩაუწეროთ, რომ ადგილობრივები დაასაქმოს და მერე ორივე პრობლემა ერთად მოგვარდება _ ეკონომიკაც გაიზრდება და ხალხიც დასაქმდება. გადახედეთ ნებისმიერ ინვესტორს და მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს (განსაკუთრებით ჩინურ და ინდურ კომპანიებს). მოდიან და მოჰყავთ საკუთარი მუშა-ხელი, მერე კი, როცა პროექტი დასრულდება, ეს ადამიანები საქართველოში რჩებიან, იღებენ ბინადრობის საბუთს, ჩამოჰყავთ ოჯახები და სწორედ იმ პროექტის განხორციელებაში მიღებული ჯამაგირით იწყებენ მცირე ბიზნესს, რომელსაც იქამდე მივყავართ, რომ ქირაობენ შემდეგ ადგილობრივებს, მათხოვრულ თანხებს უხდიან, თვითონ კი ბატონებივით დააბოტებენ. ეს არის რეალობა და მართლა ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს არავის, ამ რეალობას თვალი გაუსწოროს.

ეკონომიკის ზრდისა რა გითხრათ, მაგრამ ქვეყნის ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს რომ მიაღწია, უკვე გაცხადდა. საქართველოს მთლიანი ვალი 17.5 მილიარდი დოლარია, ანუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 დოლარის დავალიანება აქვს. ბატონო გიორგი, იცით, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ამ ფასად ტელევიზორისა და მაცივრის შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს თანხა ნამდვილად არ აქვს, ამიტომ, თქვენი ლოგიკით, ქვეყნიდან უნდა გავიქცეთ ან საბოლოოდ დავიქცეთ, ან… უმჯობესი ხომ არ იქნება, მინისტრობის არეალი შეავიწროვოთ და მხოლოდ იმ ადამიანების მინისტრი იყოთ, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავალი ოთხნიშნა რიცხვით ეწყება? თქვენც დაისვენებთ, აღარ იტყვით, რომ ასეთი ხალხი არ გჭირდებათ, რეგულაციებსაც უფრო იოლად მიიღებთ, ეკონომიკასაც გაზრდით და ქვეყანასაც ეშველება.

ისე, ქობულიას ქონებრივ დეკლარაციას თუ ჩახედავთ, იმასაც ნახავთ, რომ მას კრედიტის სახით 600 ათასი დოლარის სესხი აქვს აღებული. ძალიან კარგია, როცა ადამიანი ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და უფრო კარგია, რომ ამ თანხის გასტუმრების თავი აქვს. შესაბამისად, ქობულია გვჭირდება, რადგან მას არ უწევს ტელევიზორისა და მაცივრის შესაძენად სესხის აღება, მას უფრო დიადი მიზნები და გეგმები აქვს. ჩვენ კი, რიგითი მოკვდავნი, ცოტა ჩუმად ვიყოთ, თორემ უმაღლესი ხელისუფალი იძახის, არ მჭირდებითო და ვინძლო ერთ მშვენიერ დღეს, სხვა ქვეყანაში არ გადაგვასახლონ. ახლა არ მითხრათ: ვერ გაბედავენო… ასეთები გაუბედავთ?!

ბესო ბარბაქაძე

P.S.

თქვენ თუ იცით, რა ღირსპორშე პანამერა ჯტს”?!

პორშე პანამერა ჯტს
პორშე პანამერა ჯტს

4 COMMENTS

  1. დამშეული ხალხი იმიტომ ვერ ძღება , რომ ქობულიები ვებაფრით ვერ გავაძღეთ, ემჩნევა კაი ხამს ვერ გავაძღობთ . გვატყუებს ყველა. მინისტრი , პრემიერი , დეპუტატი , მათი სპიკერი , გვატყუებ ოპოზიცია , პოზიცია, ისწავლა ტყუილები სამღვდელეობამ იტყუება, ნებისმიერი რესტორანი, ნებისმიერი მოვაჭრე , როგორც იტყვიან ” კაროჩე რა “

  2. დამშეული ხალხი იმიტომ ვერ ძღება , რომ ქობულიები ვებაფრით ვერ გავაძღეთ, ემჩნევა კაი ხამს ვერ გავაძღობთ . გვატყუებს ყველა. მინისტრი , პრემიერი , დეპუტატი , მათი სპიკერი , გვატყუებ ოპოზიცია , პოზიცია, ისწავლა ტყუილები სამღვდელეობამ იტყუება, ნებისმიერი რესტორანი, ნებისმიერი მოვაჭრე , როგორც იტყვიან ” კაროჩე რა ” ქართველი ხალხი ძირითადად დაკავებულია გრუზინსკი სჯობია თუ ბაგრატიონსკი და ა , შ …………………..

  3. თუ 3 მანქანა ყავს 400 000 იანი 600 000 ვალი რატომ ააქვს ვერ გავიგე, მილიონების პატრონს ეს სესხი რათ უნდა??? ვერ გავიგე ვინ და სად პოულობს ამ ხალხს და ხდის მინისტრებად, ვერ გავიგე ამ დებილი ჰაბიტუსის მქონე ტიპები მილიონებს როგორ შოულობენ , ვერ გავიგე ამათ რისი მიღწევა უნდათ ბოლობოლო, სკოლაში არ უსწავლიათ მაინც ხალხს რომ გააგიჟებ და რევოლუციამდე რომ მიიყვან ქვეყანას ის მილიონები რომ დარჩებათ ოხრად ,იმდენად კრეტინები არიან რომ გონიათ ასე შერჩებათ ყველაფერი???

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here