Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირის 9 ქვეყანამ სამხედრო რეაგირების ევროპული ძალების შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

ევროკავშირის 9 ქვეყანამ სამხედრო რეაგირების ევროპული ძალების შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

913

ევროკავშირის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო რეაგირების ერთობლივი ევროპული ძალების ფორმირებას ითვალისწინებს. ხელმომწერებს შორის არის დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებულ სამეფოს მასში მონაწილეობა „ბრექსიტის“ შემდეგაც შეეძლება.

ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნის ინიციატივა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობს, ავტონომიური ევროპული თავდაცვითი შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმის ფარგლებში მიმართული იქნება კრიზისულ სიტუაციებში ევროპის საზღვრებთან ჯარების სწრაფი განლაგებისკენ. ჯგუფში ერთიანდებიან  გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ესპანეთი და პორტუგალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here