Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია

ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია

350
ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია

საქართველოს ხელისუფლებამ კი სწორედ ეს პრეპარატი შემოიტანა ქვეყანაში დაპირებულიფაიზერისვაქცინის ნაცვლად

უკვე ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca ვაქცინის აცრები. საქართველოს ხელისუფლებამ კი სწორედ ეს პრეპარატი შემოიტანა ქვეყანაში დაპირებულიფაიზერისვაქცინის ნაცვლად.

რა მოხდა?

ასტრაზენეკასვაქცინით აცრის შემდეგ ავსტრიაში გარდაიცვალა ქალი, კიდევ ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე შემთხვევაში აცრა გაკეთდა ვაქცინების ერთი პარტიიდან. აცრის შემდეგ ორივე პაციენტს სასიკვდილო თრომბი განუვითარდა.

ამის შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც შეზღუდეს ოქსფორდის ვაქცინის გამოყენება. 11 მარტისთვის სია იმ ქვეყნებისა, რომლებმაც შეაჩერეს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება, ასეთი იყო:

  1. ავსტრია;
  2. ესტონეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ლუქსემბურგი;
  6. კვიპროსი;
  7. დანია;
  8. ნორვეგია;
  9. ისლანდია;
  10. იტალია;
  11. საფრანგეთი;
  12. გერმანია.

 ცუდი პარტია

ვაქცინაცია პირველმა შეწყვიტა ავსტრიამ. 7 მარტს იქ შეაჩერეს AstraZeneca-ს ერთ-ერთი პარტიის ვაქცინების გამოყენება, როცა აცრის შემდეგ სისხლის შედედებით დაიღუპა ერთი ქალი, მეორე კი ჰოსპიტალში მოხვდა ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლიის დიაგნოზით. ორივე აცრილი იყო პრეპარატის ერთი პარტიის ვაქცინით ცვეტლის კლინიკაში. დაიწყო ინციდენტის გამოძიება.

ვაქცინების ეს პარტია, რომელზეც ავსტრიაში ალაპარაკდნენ, შედგებოდა მილიონი დოზისგან და განაწილდა ევროკავშირის 17 ქვეყანაში, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბულგარეთი, კვიპროსი. დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი.

ავსტრიის განცხადების შემდეგ ვაქცინაცია შეაჩერეს ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და კვიპროსმა. იქ გადაწყვიტეს, გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდა. 11 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრები შეაჩერეს დანიაში. იქაც, აგრეთვე, განაცხადეს ვაქცინის თანამდევ უარყოფით მოვლენა თრომბოზზე. იქაც დაიწყო გამოძიება. დანიის მაგალითს მიბაძეს ისლანდიამ და ნორვეგიამ, “ეს პრევენციული გადაწყვეტილებაა”, _ განაცხადა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელემა გეირ ბუჰოლმა. ამათანავე, ნორვეგიაში, ისევე, როგორც დანიაში, განაცხადეს, რომ ვაქცინაციის შეჩერება არ ნიშნავს საბოლოო უარის თქმას პრეპარატზე.

რას ამბობენ ევროჩინოსნები?

სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო ავსტრიაში მომხდარს ჯერჯერობით არ უკავშირებს პრეპარატის არადამაკმაყოფილებელ ხარისხს ან თანამდევ უარყოფით მოვლენებს. უწყება თავის გადაწყვეტილებას ამართლებს იმით, რომ ვაქცინას დადებითი მხარეები უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.

ამასთანავვე, AstraZeneca-ს ინსტრუქციაში არის პუნქტი: “დაავადებებმა, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება თანამდევი უარყოფითი მოვლენები გამოიწვიოს”. ინსტრუქციაში, აგრეთე, მითითებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის.

P.S. გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარტისთვის დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად დაღუპულია 460 ადამიანი, 244 ათასს აღმოაჩნდა სხვადასხვა გართულება.

Strana.uaზე გამოქვვეყენებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here