Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გეგმები, მექანიზმები, შედეგები

1478
ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #25,,26, 28-30, 2020 წ.

  1. ევროპის განსახელმწიფოებრიობა

“ევროპული ინტეგრაციის” ყველაზე ღრმად განმხილველნი მიგვითითებენ, რომ მას (ინტეგრაციას) ევროპული სივრცის ისეთ სერიოზულ გარდაქმნამდე მივყავართ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ნამდვილი გეოპოლიტიკური რევოლუცია. მისი ჭეშმარიტი მიზანი ხელისუფლების სხვადასხვა დონეთა შორის უფლებამოსილების გადანაწილება კი არა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დემონტაჟი და პოლიტიკური საზღვრების გაუქმებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტრანსეროვნული კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და მის მიერ კონტინენტის ძირითადი ზონების გაკონტროლება.

როგორც ფრანგი მკვლევარი . ერნოუდტი წერდა, სახელმწიფოერი წარმოგვიდგება, როგორც გლობალიზაციის მექანიზმის წინააღმდეგერთადერთი მეამბოხე”, ამიტომ აუცილებელია, მასგამოვაცალოთ თავისი არსი და გავანადგუროთ, მივაღწიოთ, რომ ეკონომიკა დომინირებდეს პოლიტიკაზე და არა პირიქით”. 1990 წლიდან პოპულარობა მოიხვეჭა ეროვნული სუვერენიტეტის “განზავების”, “ჩარეცხვის” ან “ეროზიის” კონცეფციებმა. სახელმწიფო შეიქნა კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ მას არ აქვს ეფექტიანად მართვის უნარი, მოუქნელია და უკიდურესად ბიუროკრატიულია. ამიტომ მისი გაუქმება წარმოგვიდგება, როგორც განვითარების გარდაუვალი და ობიექტური ტენდენცია.

ფრანგი მკვლევარი . . კალვე მიიჩნევდა, რომ “სუსტი სახელმწიფოების მტვერი არ აწუხებს მსოფლიო ბაზარს, პირიქით, ხელს უწყობს (კაპიტალის მოძრაობა, საგადასახადო სამოთხე და ა.შ.). გლობალიზაცია წააქეზებს მიკრონაციონალიზმს, ტომობრივ დანაწილებასა და ლინგვისტურ ნაციონალიზმს. ამიტომამბოხებულირეგიონები და გაერთიანებანი, “გაღვიძებულიეთნიკური და სხვა უმცირესობები მისი ობიექტური მოკავშირე და დასაყრდენი ხდება. შემთხვევითი არ იყო, რომ კვლევებში დამკვიდრდა ტერმინიგლობალიზაცია”.

ამ შემთხვევაში ლაპარაკია რეგიონებზე, სხვადასხვა უმცირესობაზე, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე, მცირე ბიზნესსა და მისთანებზე. შესაბამისი ინოვაციური მეთოდების დახმარებით ზეეროვნული სტრუქტურები ლოკალური ელიტებისა და რეგიონული მოძრაობის მთელ ენერგიას მიმართავენ ანტისახელმწიფოებრივი კალაპოტისკენ. ამრიგად, უმაღლეს ევროპულ სართულზე განვითარებულ ინტეგრაციულ პროცესებს ერთვის ინტენსიური დიფერენციაცია ქვედა დონეზე, რომლისთვისაც (ამ დონისთვის) ევროკავშირის ინსტიტუტები უმაღლესი არბიტრის ფუნქციას იძენს.

ევროპაში გლობალური ბაზრისთვის “სივრცის გაწმენდა” გერმანელი პოლიტიკოსების ხელით ხორციელდება. გერმანია ასრულებს მთავარ როლს ევროპული სივრცის გარდაქმნაში. ამ საქმეს იგი თავს ადგამს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში ფედერაციული მოწყობის თავისი მოდელის რეალიზაციის გზით. “მშენებარე” ევროპის სახელწოდება უამრავია (“რეგიონების ევროპა”, “ევროპა საზღვრების გარეშე”, “განზომილებათა ევროპა”), სტრატეგიის არსი კი _ ერთადერთი: ავტონომიური რეგიონების ინტეგრაციის საყრდენ სტრუქტურებად გამოყოფა, რომელთა საძირკველზე უნდა შეიქმნას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის არაინსტიტუციური ქსელი, რომელმაც უნდა მოიცვას ევროპის ტერიტორია სრულად და, ფაქტობრივად, გადაწყვიტოს ომისშემდგომი სახელმწიფო საზღვრის გადახედვის პრობლემა. მომავალ ევროპაში ამ საზღვრებს ჩაენაცვლება ფუნქციური საზღვრები, რომლებიც ერთ კრიტერიუმზე იქნება აგებული _ ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, რომელიც უზრუნველყოფს განვითარების ამა თუ იმ სუბიექტის კონკურენტუნარიანობას.

“ჰარმონიზაციის” ამ სტრატეგიის რეალიზაციაში სამი მიმართულება ისახება:

1.სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია (ფედერალიზაცია, რეგიონალიზაცია, ინგლისურ ვარიანტში _ დევოლუცია), რომლის მიზანია რეგიონებისთვის მაქსიმალური უფლებების გადაცემა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან მათი უშუალო ურთიერთობის უზრუნველყოფა;

2.ტრანსსასაზღვრო რეგიონების შექმნა და საზღვრების გადარეცხვისთვის რეგიონების თანამშრომლობის სხვა ფორმების განსაზღვრა;

3.ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა მათი ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ეთნიკური რეგიონების (პროექტიტომების ევროპა”) მისაღწევად.

ეცენტრალიზაცია, ანუ ეროვნული სახელმწიფოების რეგიონალიზაცია, რომელსაც დღეს ბევრი მკვლევარიჩუმ რევოლუციასუწოდებს, ევროკავშირისრეგიონული პოლიტიკისპირმშოა. ამ პოლიტიკის განხორციელება მან 1970-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ გადაწყვიტეს რეგიონული განვითარების ევროპული ფონდის დაფუძნება სუსტი რეგიონებისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის დასახმარებლად, მაგრამ მათი რეალური ზემოქმედება კვლავაც სუსტი და უეფექტო რჩებოდა. ეს ტენდენცია 1973-1974 წლების კრიზისის დროს უფრო გაძლიერდა.

1980-იანი წლებიდან რეგიონული პოლიტიკის ნეოლიბერალურ სტრატეგიაზე გადასვლის გამო ამ პოლიტიკაში სერიოზულმა ცვლილებებმა აიღო სტარტი. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრინციპად კონკურენტუნარიანობის მიჩნევისა და სახელმწიფოს სოციალური რეგულირების როლის დაკნინების შედეგად ცალკეული რეგიონების განვითარების პრობლემა იმდენად ფინანსურ დახმარებას კი არ დაუკავშირეს, რამდენადაც მათ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაეძლიათ ჩამორჩენა. ამიტომ იყო, რომ დღის წესრიგში დადგა მათთვის ფართო ფუნქციებისა და უფლებების გადაცემის საკითხი.

იმის გამო, რომ კონკურენციის პირობებში რეგიონების მთავარ ამოცანად ჩამოყალიბდა ტრანსეროვნული კაპიტალის მოზიდვა, დეცენტრალიზაციას განიხილავენ ორი შემადგენლის მქონე ერთ პროცესად. ტერიტორიული წარმონაქმნების არა მხოლოდ შიდა დამოუკიდებლობის გაფართოვებას, არამედ, აგრეთვე, როგორც მათი უფლების დაცვას, ეროვნული ხელისუფლების გვერდის ავლით, საერთაშორისო ურთიერთობის დასამყარებლად.

ასე ყალიბდებოდა კავშირი ტრანსევროპულ ბიზნესელიტასა და ევროპულ ბიუროკრატიასა და ყველაზე უფრო განვითარებული რეგიონების ადგილობრივ ელიტას შორის, რომელსაც დაეკისრა ეროვნული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა, ცენტრალური ხელისუფლებების პოზიციების მაქსიმალურად დასუსტების მიზნით, იმ ხელისუფლებების, რომლებიც ინტეგრაციის ნეოლიბერალური ვარიანტის განხორციელებას აბრკოლებდნენ.

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

რეგიონალიზაციის იდეა გერმანელი პოლიტიკოსებიდან მოდის და პირველად საჯაროდ იყო წარმოდგენილი 1981 წელს ევროკავშირის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონფერენციაზე გერმანიის წარმომადგენელ ა. გალეტის მოხსენებაში “რეგიონული ინსტიტუტები ევროპაში”. 1984 წელს იმართება პირველი ერთობლივი კონფერენცია ევროპული გაერთიანების თემაზე “პარლამენტი _ რეგიონები”, რომელმაც შეიმუშავა რეკომენდაციები ხელისუფლების ადგილობრივი რეგიონული ორგანოების შესაქმნელად და მათი და ევროპული ინსტიტუტების უშუალო კონტაქტების დასამყარებლად. ამ პროგრამის განხორციელების საქმეში მთავარი როლის შესრულება დაეკისრა ორ ორგანიზაციას _ 1985 წელს დაარსებულ ევროპის კომუნებისა და რეგიონების საბჭოსა და ევროპული რეგიონების ასამბლეას.

საინტერესოა, რომ ეს ასამბლეა, რომელიც ფრანგების, ესპანელების და პორტუგალიელების ინიციატივით შეიქმნა, ძალიან მალე ხელთ იგდო გერმანიის მიწის ბადენ-ვიუტენბერგის მთავრობის ჯგუფმა და გერმანიის ინტერესების დამცველად აქცია.

ევროპის რეგიონების ასამბლეაში შედის 35 ქვეყნის 250 რეგიონი, თანაც არა მხოლოდ ევროპის, არამედ _ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ასევე, რუსეთის 5 რეგიონი _ სამარის ოლქი, თათრეთი, ინგუშეთი, მორდოვა, კარელია.

1986 წელს ევროპარლამენტმა მიიღო “რეგიონალიზაციის პრობლემების მიმართ გაერთიანების ქარტია”, 1991 წელს _ “თანამეგობრობის რეგიონების ქარტია”, რომელმაც მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურის ქვეყნებს დეცენტრალიზაციის განხორციელებისკენ მოუწოდა. 1992 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი შეიქნა ევროკავშირის შიგნით არსებული ტერიტორიული წარმონაქმნების როლის ინსტიტუციონალიზაცია: 1994 წელს შეიქმნა რეგიონების კომიტეტი, რომელიც აღიჭურვა პოლიტიკური ინიციატივის უფლებით.

რევოლუციური მნიშვნელობისა იყო 1997 წელს წარდგენილი დოკუმენტი “ქარტია რეგიონული თვითმმართველობის შესახებ”, რომელიც ისე სერიოზულად ცვლიდა ძალაუფლების განაწილებას რეგიონებსა და სახელმწიფოს შორის, რომ სახელმწიფოების დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, ხელმოწერა შეუძლებელი შეიქნა და, მაშასადამე, არც ძალაში შესულა.

რეგიონალიზაციის პრაქტიკულად დამკვიდრებაზე უნდა ითქვას, რომ მაშინ, როცა იუგოსლავიაში ხორციელდებოდა სახელმწიფოს დანაწევრების ყველაზე უხეში ვარიანტი, ევროკავშირში პრაქტიკულად მოსინჯეს ფედერალიზაციისმშვიდობიანიდაცივილიზებულიმოდელი. საამისოდ ექსპერიმენტულ ველად იქცა ბელგია, რომელიც 1993 წლიდან ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რაც პრეცედენტული მაგალითი გახდა დასავლეთ ევროპისთვის.

ბელგიური მოდელი ისეთი უკიდურესი სირთულით გამოირჩევა, რომ თვითონ ბელგიელებიც ცუდად ერკვევიან, რადგან აერთიანებს სამ ენობრივ თანამეგობრობასა და სამ ტერიტორიულ რეგიონს, რომლებსაც თავიანთი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები აქვთ, მაგრამ სწორედ ეს სირთულე სანიმუშოდ არის წარმოდგენილი სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რადგან არის მაგალითი ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციისა და ეთნიკური ფედერალიზაციისა, ე.ი., საინტერესოა, როგორც მონოეროვნული, ასევე მრავალეროვნული სახელმწიფოებისთვის.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ბელგიაში თავმოყრილია ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტები, რომლებიც სულ უფრო ავიწროებენ ბელგიის ფედერალურ ხელისუფლებას. ეს გარდაქმნის ქვეყანასრეგიონების ევროპისიდეალურ მოდელად, რომელშიც მმართველობის სახელმწიფოებრივი მართვა მინიმუმამდეა შემცირებული. მიჩნეულია, რომ ბელგია არის “რეგიონების ევროპის” იდეალური მოდელი, ფლანდრია და ვალონია სულ უფრო სცილდებიან ერთმანეთს, ბრიუსელის რეგიონი კი მათი ურთიერთკავშირის ერთადერთ სტრუქტურად რჩება, მაგრამ მის კონსოლიდაციურ როლს სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ევროკავშირის დედაქალაქის სტატუსი და არა ბელგიის დედაქალაქობა. ამას ხელს უწყობს ღრმა და გაჭიანურებული სამთავრობო კრიზისები, რომლებიც განუწყვეტლივ არყევს ქვეყანას, უკიდურესად ასუსტებს ფედერალურ ხელისუფლებას, რომლის როლი ქვეყნის ცხოვრებაში სულ უფრო კნინდება.

ფედერალიზაციის იდენტური პროცესები შეიმჩნევა ევროპის უმრავლეს სახელმწიფოში. დამახასიათებელი ტენდენციაა: როგორც კი იწყება რეგიონებისთვის უფლებების გადაცემის პროცესი, ამ რეგიონების მოთხოვნები მეტად დაჟინებული ხდება და ფართოვდება.

ესპანეთში დღეს უკვე ჩამოყალიბდაასიმეტრიული ფედერალიზმისსტრუქტურები. ყველაზე უფრო საყურადღებო მოვლენად წარმოჩნდა აქ 2006 წელს კატალონიის ახალი სტატუსის დამდგენი ესპანეთის კონგრესის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკური სისტემისჩუმრევოლუციად აფასებს და მიიჩნევს, რომ იგი აშკარად ემუქრება ქვეყნის ერთიანობას.

1996-2000 წლებში დიდ ბრიტანეთში განახორციელეს საკონსტიტუციო რეფორმები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ისტორიული პროვინციების _ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ავტონომია. ამ რეგიონებს მიეცათ უფლება, იქონიონ თავიანთი პარლამენტები და აღმასრულებელი ხელისუფლებები. შოტლანდიამ გაფართოებული უფლებები მიიღო, მაგრამ შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ თავისი პროგრამის მთავარ პუნქტად პროვინციის სრული სუვერენიტეტის მიღწევა დასახა. როგორც კი პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, პირველი, რაც მისმა ლიდერმა . სალმონდმა განაცხადა, შოტლანდიის გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება იყო.

იტალიაც უახლოვდება ფედერალური მოწყობის პრინციპს. დეცენტრალიზაციის პროცესის მთავარ ინიციატორად ყოველთვის გამოდიოდნენ ჩრდილოეთის ოლქები, უწინარეს ყოვლისა, ლომბარდია _ მრეწველობის განვითარებით ყველაზე უფრო განვითარებული რეგიონი.

დეცენტრალიზაციამ მიაღწია ცენტრალიზმის ბასტიონამდეც _ საფრანგეთამდე. 2003 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო დეცენტრალიზაციის ახალი კანონი, რომელმაც თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს არაერთი უფლებამოსილება მიანიჭა.

ამჟამად ევროკავშირის ნახევარზე მეტი ქვეყნის რეგიონული ხელისუფლებები საკანონმდებლო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილი და მუშაობენ, როგორც ევროკავშირის “პარტნიორები”. მაგრამ ასეთი ფედერალიზაცია ხელს არ უწყობს იმ ამოცანის გადაწყვეტას, რომლისთვისაც იყო გამოცხადებული (რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დონეების გათანაბრებას), პირიქით _ მნიშვნელოვნად ართულებს პრობლემას, აძნელებს მის მოგვარებას. აშკარაა, რომ რეგიონების აყვავება საკუთარი ძალებით დამოკიდებულია არა ადგილობრივსამოქალაქო საზოგადოებაზე”, არამედ ადგილობრივი ელიტების უნარზე, მიიზიდონსტრატეგიული მონაწილეები”, ანუ არასახელმწიფო ინვესტორები _ მრეწველთა გაერთიანებები, სავაჭროსამრეწველო პალატები, დამსაქმებელთა კავშირები და მისთ. მაგრამ რეგიონებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, ასე რომ, კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც კონკურენტული უპირატესობა აქვთ, რომელიც უზრუნველყოფს კაპიტალისა და შრომითი რესურსების მიზიდვას.

რეგიონები არათანაბარ პირობებში ჩაყენებულნი აღმოჩნდნენ, რამაც მათი ინტერესების დაშორება და მეტოქეობა გამოიწვია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზაციას განვითარების დონის გათანაბრებით ამართლებდნენ, რეალურად ამით დაინტერესებული იყვნენ განვითარებული რეგიონები, რომლებსაც სურდათ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ნაკლებად განვითარებული რეგიონებისპატრონობისგანთავის დახსნა. ფართო საზოგადოების წინაშე ამ კარგად კოორდინებულ საქმიანობას სახელმწიფოერისკრიზისის ბუნებრივი პროცესითამართლებენ.

სუსტი რეგიონებისთვის ასეთი პოლიტიკა დამატებით სირთულეებს წარმოშობს და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას სათუოს ხდის. შედეგად ღრმავდება დისპროპორცია მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის და გლობალურ ეკონომიკაში ერთიანდებიან მხოლოდ მოწინავე, ინოვაციური სტრატეგიების განმახორციელებელი ძალები. ზოგიერთი უკვე წარმოდგენილია, როგორც ფაქტობრივად არსებული, ეროვნულ ეკონომიკასთან დაუკავშირებელი რეგიონი-სახელმწიფოები. მათ არ აწუხებთ ეროვნული ინტერესები და არ სურთ მონაწილეობა არც თავიანთი სახელმწიფოს, არც ევროკავშირის გამანაწილებელ პოლიტიკაში.

მაგალითად, იტალიაშიჩრდილოეთის ლიგისწევრების სეპარატიზმი ეფუძნება სამხრეთის მიერ ჩრდილოეთის სიმდიდრის მითვისების თავიდან მოცილების სურვილს.

ესპანეთში, როგორც ისტორიკოსი ხავიერ ტუსელი წერს, “კატალონიელები საკუთარ თავს დანარჩენი ესპანელების კეთილშობილ დონორებად მიიჩნევენ, სხვა რეგიონების მოქალაქენი კი მათ ნამდვილ ვამპირებად აღიქვამენ”.

შოტლანდიაში რეგიონული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, დიდი ხანია, დაკავშირებულია ჩრდილოეთის ზღვის შელფში ნავთობის ექსპლუატაციის განვითარებასთან.

განსაკუთრებით სამაგალითოა ბელგიის მდგომარეობა. ქვეყნის ფედერალიზაციის შემდეგ რეგიონებს შორის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე ისე დიდია, რომ უაღრესად დაძაბა მათ შორის ურთიერთობა. ვალონიამ ამ წლების განმავლობაში “მოახერხა” “გადახტომა უკან”, როგორც ეს განაცხადა ვალონიის მთავრობის მინისტრმა-თავმჯდომარემ ჟანკლოდ ვანმა. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული სიმდიდრის დონით 60 პროცენტით ჩამორჩა ფლანდრიას და კვლავაც რეგრესირებს. ბელგიური ფედერალიზმი პოლიტიკური აფეთქების პერსპექტივით არის დამუხტული, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, როგორც კი ამას ზეეროვნული ელიტა ისურვებს.

ეს წინააღმდეგობა იმთავითვე იყო ჩადებული და იქცა კიდეც რეგიონული პოლიტიკის მთავარ პრობლემად, რომელიც ევროკავშირის ანგარიშებშიც არის ნახსენები, მაგრამ გაანალიზებული არ არის. მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, რადგან “ვერ ჯდება” ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნის გაერთიანების მცდელობაში: კონკურენციისა და სოლიდარობის ერთობლიობის მატერილიზაციაში.

გერმანული სტრატეგიის მეორე მიმართულებას მიზნად აქვს დასახული სახელმწიფო საზღვრების თანდათანობითი გაუქმება რეგიონული თანამშრომლობის გზით. მთავარ ორგანიზაციად, რომელმაც იკისრა აღნიშნული პოლიტიკის შემუშავება, ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1971 წელს გერმანიაში დაარსებული ევროპის საზღვრისპირა რეგიონების ასოციაცია. იგი, ფაქტობრივად, გერმანული ფონდია, რომლის შტაბბინა ქალაქ გრონაუშია.

“საზღვრისპირა და ტრანსსასაზღვრო რეგიონების ქარტიაში, რომელიც 1981 წელს არის მიღებული და 2004 წელს შეცვალეს, საზღვრები “ისტორიის ნაჭრილობევად” (ნაჭდევებად) არის მოხსენიებული და უაღრესად ნეგატიურ მოვლენად არის წარმოდგენილი.

დღეს აღნიშნული ასოციაცია აერთიანებს 160 რეგიონს, რომლებიც ევროპის ყველა საზღვრისპირა რეგიონს მოიცავს, რაც თავისთავად კონტინენტის საერთო ფართობის 40 პროცენტს შეადგენს. ამ ტერიტორიაზე ევროპის მოსახლეობის 32 პროცენტი ცხოვრობს.

ევრორეგიონების შექმნით გერმანიას, ფაქტობრივად, შესაძლებლობა მიეცა, თავისი გავლენა განავრცოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ომამდე ფლობდა ან ხელში ჩაგდების პრეტენზია ჰქონდა.

ტრანსსასაზღვრო რეგიონების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმად ჩამოყალიბდა გაერთიანებაოთხი ძრავა ევროპისთვის”, რომელშიც ეკონომიკურად განვითარებული რეგიონები გაერთიანდა: ბადენვიუტემბერგი (გერმანია), ლომბარდია (იტალია), კატალონია (ესპანეთი) და რონაალპები (საფრანგეთი). მოქმედებს სხვა, უფრო ფართო პროგრამებიც.

დასასრულ, გერმანული სტრატეგიის მესამე მიმართულება მიზნად ისახავს ევროპული ტერიტორიის მრავალ ეთნოლინგვისტურ წარმონაქმნად დანაწევრებას, რომლებიც ერთ ცენტრს დაემორჩილებიან. იგულისხმება ეთნორეგიონული ევროპის შექმნა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვრისპირა ტერიტორიებზე არის განფენილი. ამ საქმის რეალიზაციაში მთავარ როლს თამაშობს გერმანიის კიდევ ერთი ფირმა _ ევროპის ეთნიკურ უმცირესობათა ფედერალისტური კავშირი, რომელიც ჯერ კიდევ 1949 წელს დაარსდა ქალაქ ვერსალში. იგი ფორმალურად დამოუკიდებელი გაერთიანებაა (არასამთავრობო ორგანიზაცია), მაგრამ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იღებს, რაც განსაზღვრავს კიდეც მის მიერ ყოველწლიურად მოწყობილი კონგრესების მონაწილეთა შემადგენლობას. ეს კოალიცია ამჟამად აერთიანებს ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის 32 ქვეყნის 90 ორგანიზაციას.

უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული ასოციაცია უკიდურესად ფრთხილობს და ყოველთვის ხაზგასმით აცხადებს, რომ აქტიურად გამოდის სეპარატიზმისა და საზღვრების ნებისმიერი ძალადობრივი დარღვევის წინააღმდეგ, თავის რიგებში არ აერთიანებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელს გაუტეხენ. ამასთან ერთად, თავის მიზნად მიიჩნევს ეთნიკური ჯგუფების სრულ ემანსიპაციას ევრორეგიონების დამოუკიდებელი პოლიტიკის გაფართოების ჩარჩოებში.

დღევანდელ პირობებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის კომპრომენტაცია ნორმად არის მიჩნეული და, მასთან ერთად, ერის პოლიტიკური იდეაც თანდათან ქრება, ეთნოსის იდეა კი მის შემცვლელად წარმოგვიდგება.

ამ პრინციპს გერმანია თანმიმდევრობით ნერგავს ევროპის რეგიონული პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here