Home რუბრიკები ისტორია ევროკავშირის ჩამოყალიბების გეგმა ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა

ევროკავშირის ჩამოყალიბების გეგმა ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა

1567
ევროკავშირის პირველი პრეზიდენტი ვალტერ ჰალშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი და ჰიტლერის არმიის წევრი იყო

დღეს ევროკავშირი დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტად არის მიჩნეული. თუმცა, ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირი ლიბერალიზმის ერთგვარ სიჭარბესაც კი განიცდის. ცხადია, ამასთანავე, არსებობს დემოკრატიის ნაკლებობაც. ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურა საკმაოდ რთულია და არ არსებობს მექანიზმი, რომლის თანახმად ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები ანგარიშვალდებულნი იქნებიან წევრ ქვეყნებთან.

ევროკავშირის ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ევროპარლამენტია, რომელსაც ძირითადად საკონსულტაციო სტატუსი აქვს და ვერ ასრულებს საკანონმდებლო ორგანოს რეალურ ფუნქციებს. ევროკავშირში ძალაუფლება, ფაქტობრივად, ადამიანების ვიწრო წრეშია კონცეტრირებული. Brexit-ის მიღების პერიოდში ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა ფარდა ახადეს ევროკავშირის წარსულს, კერძოდ, იმას, როგორ იქმნებოდა ეს გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საზვერვო სააგენტოს (CIA) კოორდინაციით, მაგრამ ცენტრალურ საზვერვო სააგენტოს ევროკავშირი ნულიდან არ შეუქმნია _ ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის შექმნაში გერმანელმა ნაცისტებმა შეიტანეს. ამ საკითხზე თვით ევროპარლამენტშიც მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, რომელიც, რა თქმა უნდა, არც ერთ ქართულ მედიასაშუალებას არ გაუშუქებია.

ევროპარლამენტის ბრიტანელი წევრის მტკიცებით, ევროკავშირის შექმნის გეგმა ნაცისტებმა შეიმუშავეს ათწლეულებით იმაზე ადრე, სანამ რეალურად ევროკავშირი ჩამოყალიბდებოდა. ჯერარდ ბატენმა ამგვარად დაუჭირა მხარი დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელმაც თავის დროზე ევროკავშირის მიზნები ადოლფ ჰიტლერის მიზნებს შეადარა. მსგავსმა შედარებამ ევროცენტრისტების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ინტერნეტში უამრავი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, რომლებშიც ევროკავშირის ნაცისტურ ფესვებზეა საუბარი. ეს შეთქმულების თეორია სულაც არ არის და სხვადასხვა რეალურ ფაქტზეა დაფუძნებული.

ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ვალტერ ჰალშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი და ჰიტლერის არმიის მსახური იყო. 1942 წელს, მაშინ, როდესაც გერმანელებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ II მსოფლიო ომში, მოამზადეს სპეციალური დოკუმენტი სახელწოდებით Europaische Wirtschafts Ge­meinschaft, რომელიც ითარგმნება, როგორც ევროპული ეკონომიკური კავშირი.

ეს დოკუმენტი სხვადასხვა ბანკირისა და მეცნიერის მიერ იყო შედგენილი. მასში გადმოცემული იყო იგეგმა, როგორ შეძლებდნენ გერმანელები სხვადასხვა დაპყრობილი ქვეყნის მართვას გამარჯვების შემდეგ. ანგარიშის შედგენას ხელმძღვანელობდა მესამე რაიხის ეკონომიკის მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი ვალტერ ფუნკი.

ზემოხსენებული დოკუმენტი შეიცავდა სხვადასხვა განყოფილებას სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ეკონომიკური ხელშეკრულებებისა და ვალუტის შესახებ. ამ ანგარიშში შემოთავაზებული იყო ევროპული ვალუტებისა და სავალუტო სისტემის ჰარმონიზაცია.

ის, რაც 1957 წელს შეიქმნა “ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” სახელწოდებით, იმ ხალხის მიერ იყო დაპროექტებული, რომლებიც ევროპის მართვის სადავეებთან იქნებოდნენ II მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში.

ჰიტლერი

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაზეთ Sunday Telegraph-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული ევროპის რომაული იმპერიის აღდგენის მცდელობა. მისი თქმით, ნაპოლეონმა, ჰიტლერმა და სხვა ლიდერებმა ამის გაკეთება სცადეს, მაგრამ ეს ყოველთვის ტრაგიკულად მთავრდებოდა. 2014 წელს დენიელ ბედოუსისა და ფავიო ჩიპოლინის ავტორობით გამოიცა წიგნი ევროკავშირის ნაცისტური საფუძვლების შესახებ. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ნაშრომიდან:

ვის სჭირდება ევროკავშირი? ვინ ხეირობს მისი არსებობით ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა _ გერმანია. შემთხვევითი არ არის, რომ მაშინ, როდესაც ევოკავშირი ღარიბდება, გერმანია მდიდრდება. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, თითქოს გერმანელებმა კი არ წააგეს II მსოფლიო ომი, არამედ პირიქით _ მოიგეს. ისინი, ვინც მხარს უჭერენ და იცავენ ევროკავშირს, იცავენ ნაცისტურ მემკვიდრეობას”.

წიგნის ბოლო ნაწილს ეწოდება „73 things you ought to know about the EU (Facts the BBC forgot to tell you)“_ “73 რამ, რაც ევროკავშირზე უნდა იცოდეთ (BBC-ის დაავიწყდა, თქვენთვის მოეყოლა). ავტორების მტკიცებით, “ევროკავშირის კანონმდებლობა ღორების მფლობელებს აიძულებს, მათ გასასეირნებლად ლიცენზია შეიძინონ”, ასევე “ევროკავშირს სურს იმ მუსიკის გაკონტროლება, რომელსაც თქვენ უსმენთ”.

აგრეთვე, აღნიშნულია, რომ “ევროკავშირმა გვაიძულა ისეთი ნათურების გამოყენება, რომლებიც უფრო სახიფათო და ძვირია ძველ ნათურებთან შედარებით”.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თვითონ გერმანელმა ისტორიკოსებმაც სააშკარაოზე გამოიტანეს არაერთი დოკუმენტი, რომლებშიც ნაცისტების მიერ ევროპული ინტეგრაციის გეგმებზეა საუბარი. მაგალითად, 1972 წელს გერჰარდ ჰაასისა და ვოლფგან შუმანის მიერ აღმოსავლეთ გერმანიაში გამოქვეყნდა დოკუმენტების კრებული სახელწოდებით The Anatomy of Aggression: New documents concerning the military goals of German imperialism during the Second World War _ “აგრესიის ანატომია: ახალი დოკუმენტები, რომლებიც გერმანული იმპერიალიზმის სამხედრო გეგმებს ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს”. აღნიშნულ კრებულში წარმოდგენილია მტკიცებულებები ნაცისტური გერმანიის ხელმძვანელობით ევროპული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

ისტორიკოსების მტკიცებით, ისეთი ლინგვისტური კონსტრუქციები, როგორიცააევროკავშირი”, “ევროპული კონფედერაცია”, “ევროპული ეკონომიკური გაერთიანებამესამე რაიხის სახელმწიფო პოლიტიკის ოფიციალურ ელემენტებად იყო გამოცხადებული.

ევროპის უნიფიკაციის გეგმები, რა თქმა უნდა, II მსოფლიო ომამდეც არსებობდა და ნაცისტებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ, მაგრამ მათმა ორგანიზაციულმა ძალისხმევამ და პროპაგანდისტულმა აქტიურობამ ხორცი შეასხა იდეას, რომ გაერთიენებული ევროპა სულაც არ არის მითი, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკურ პროექტია, რომლის რეალიზებაც შეიძლება. ნაცისტების ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული ინტეგრაციის ლიბერალურ ვერსიას. “ყოფილი ნაცისტები” “ევროპულის იდეის” აქტიური მხადამჭერების როლში მოგვევლინენ. იმ ცნობილმა გერმანელმა მეწარმეებმა, რომლებმაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს ნაცისტები (ტისენის და კრუპის ოჯახები), მოგვიანებით, 1951 წელს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების ინიცირება მოახდინეს.

საერთო ჯამში, ევროკავშირის ნაცისტური მემკვიდრეობა შთანთქა ლიბერალურმა ევროკავშირმა, რაც შემდგომში გამოიხატება:

*ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში არსებულ ჰიპერცენტრალიზმს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური სუვერენიტეტის ჩამოშლასთან მივყვავართ;

*მიზნად ისახავს ნაციონალური სახელმწიფო სუვერენიტეტის განადგურებას;

*ევროპის უნიფიკაცია საერთო იდეოლოგიური სტანდარტით (ნაცისტური ან ლიბერალური) და ნაციონალური იდეების დაქვემდებარება ამ აბსტრაქტული იდეის გარშემო (იქნება ეს ნაცისტური თუ ლიბერალური);

*ევროპული ინსტიტუტების პრინციპულად არადემოკრატიული ხასიათი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ევროპული ფინანსური და საწარმოო ელიტების და არა ევროპული ქვეყნების ხალხების მიმართ;

*სუსტი პერიფერიული ქვეყნების ექსპლუატაცია (საბერძნეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) დასავლეთევროპული განვითარებული ქვეყნების მიერ (გერმანია);

*ანტირუსული გეოპოლიტიკური ორიენტაცია.

politikano.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here