Home რუბრიკები სამართალი დოდო გუგეშაშვილის შვილი პროზექტურაში გადაასვენეს

დოდო გუგეშაშვილის შვილი პროზექტურაში გადაასვენეს

1317

დოდო გუგეშაშვილის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ტერიტორიაზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here