Home რუბრიკები ისტორია დიდ წინაპართა ღვაწლი

დიდ წინაპართა ღვაწლი

1979
დიმიტრი ყიფიანი

1879 წლის 15 მაისს შედგაქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისპირველი სხდომა

XIX საუკუნის 60-70-იანი წლები ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ინტენსიური განვითარების ეპოქა იყო. საგლეხო რეფორმა, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და დასაწყისი მისცა ხალხთა შემოქმედებისა და ბრძოლის გზას. ჩვენს ქვეყანაში გლეხობის განთავისუფლებისათვის იღვწოდა ქართველ სამოციანელთა შესანიშნავი თაობა. სწორედ რეფორმის შედეგი იყო ჟურნალსაქართველოს მოამბისდა შემდეგ გაზეთდროებისდაარსება, ქართული თეატრის განახლება, გეოგრაფიულ, სამედიცინო, არტისტთა საზოგადოებების ჩამოყალიბება და სხვ.

სამოციანელთა წრეში ჩაისახა იდეა სახალხო განათლებისა, სახალხო სკოლების შექმნისა, რაც კერძო ინიციატივით დაიწყო და შემდეგ კი, 70-იანი წლების დასასრულისთვის, ოფიციალური სახე მიეცა. პირველი სახალხო სკოლა ქართულ ენაზე სწავლებით სოფელ ხოვლეში შეიქმნა გიორგი ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის, აქტიური მონაწილეობითა და ქართველ მოწინავე ადამიანთა ხელშეწყობით, მას, როგორც კერძო წამოწყებას, იურიდიული უფლებები არ ჰქონდა.

აზრი საგანმანათლებო საზოგადოების დაარსებისა, როგორც იაკობ გოგებაშვილი და ანტონ ფურცელაძე გადმოგვცემენ მოგონებებში, იმ კერძო სასწავლებლის არსებობამ წარმოშვა, რომლის ბედით, ხსენებულ პირთა გარდა, დაინტერესებული იყვნენ ნიკო ცხვედაძე, ვახტანგ თულაშვილი, ბესარიონ ღოღობერიძე, ანა ღოღობერიძემუსხელიშვილისა და სხვანი.

1877 წელს ამ ჯგუფმა დაიწყო ზრუნვა მომავალი საზოგადოების წესდების შესამუშავებლად. მათ შეუერთდა დიმიტრი ყიფიანი, შემდეგ _ ილია ჭავჭავაძე. 1878 წლის დასაწყისისთვის წესდების პროექტი უკვე მზად იყო, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის მეცადინეობითა და მოთხოვნით მესამე პარაგრაფში შემდეგი ეწერა: საზოგადოება თავის მიზანს იმით მიაღწევს, რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას დაადგენს სამშობლო ენაზე, რომელიც ესმით მოსწავლეებს, და ცდილობს რუსული ენისთვისაც, რომ კარგად ისწავლებოდეს”.

დიდი წინააღმდეგობისა და ამ პარაგრაფის ირგვლივ ატეხილი კამათის შემდეგ მაინც დამტკიცდა წესდების პროექტი 1879 წლის 31 მარტს. იმავე წლის 15 მაისს შედგა პირველი სხდომა საზოგადოებისა, რომელსაც, გრიგოლ ორბელიანის წინადადებით, დაერქვა: “ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებადა რომელსაც შემდეგ იაკობ გოგებაშვილმაჩვენი სამეცნიერო აკადემიაუწოდა, ხოლო საზოგადოების არსებობის 25- წლისთავზე მასქართველთა ეროვნულ თავშესაფრადიხსენიებდნენ.

დავით კარიჭაშვილი
დავით კარიჭაშვილი

პირველმა სხდომამ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩია, მის მოადგილედ (ამხანაგად) _ ილია ჭავჭავაძე, გამგეობის წევრებად _ იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და ალექსანდრე სარაჯიშვილი (მდივნად).

საზოგადოება არსებობდა საწევრო შესატანით, რომელსაც იხდიდნენ დამფუძნებლები და წევრები.

პრესა ხშირად მიმართავდა ქართველ საზოგადოებას და ახსენებდა ამ დაწესებულების მნიშვნელობას და მისთვის დახმარებას ითხოვდა. თბილისის ბანკიდან, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე იყო, დასაწყისისათვის საზოგადოებამ თერთმეტი ათასი მანეთი მიიღო, ამდენივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა. შემდეგ, საზოგადოების არსებობის მანძილზე, არც ერთ შეგნებულ მოქალაქეს არ დაუშურებია მისთვის შემწეობა, ზოგჯერ შესაწირავი კაპიკებით განისაზღვრებოდა, მაგრამ იყვნენ ქართველი მეცენატები (მაგალითად, დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ილია ოქრომჭედლიშვილი, გიორგი ქართველიშვილი და სხვ.), რომელთაც მნიშვნელოვანი თანხები შეუწირავთ საზოგადოებისთვის.

უპირველესი მიზანი საზოგადოებისა სახალხო სკოლების გახსნა იყო, რომლებშიც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენაზე დაეწაფებოდნენ ცოდნას. ამ მარტივ და უბრალო მიზანს ბევრი ხელისშემშლელი გამოუჩნდა, უპირველესად, კავკასიის მთავარმართებელი, კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსი და საქართველოს ეგზარქოსი (ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, კირილე იანოვსკი და პავლე ლებედევი), რომელთა აპარატი მეტად ავიწროებდა ყოველგვარ ეროვნულ წამოწყებას.

ბევრი სკოლის არსებობა მთავრობამ არ დაადასტურა, მაგ. სოფელ წინარეხის სკოლა რამდენიმე წლის განმავლობაში არალეგალურად მუშაობდა, რადგან საზოგადოების წესდებით მას ქართულ ენაზე უნდა ეწარმოებინა სწავლება, მთავრობა კი თავის პროგრამას აჩეჩებდა სკოლას. ბათუმის გენერალ-გუბერნატორი იქაურ სკოლას დახურვით ემუქრებოდა, თუ ოფიციალური გეგმით არ იმუშავებდა. ასეთ ვითარებაში მაინც დაარსდა სკოლები ბორჩალოს მაზრაში, გომარეთში, დიდ თონეთში, თასმალოში, ყალამშიაში, სენაკსა და სხვაგან, რომელთა შექმნაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. საზოგადოება აგებდა სასკოლო შენობებს, აახლებდა არსებულთ, ნიშნავდა მასწავლებლებს, ამარაგებდა სასწავლო ნივთებითა და ავეჯით არა მხოლოდ თავის სკოლებს, არამედ სახელმწიფო და სამრევლო სასწავლებლებსაც, წარმართავდა მათ მუშაობას.

გიორგი ყაზბეგი
გიორგი ყაზბეგი

საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლათა შორის დიდი მნიშვნელობისა იყო ბათუმის სკოლა, რომელშიც აჭარელ ქართველთა ბავშვები იზრდებოდნენ, აგრეთვე, ბორჩალოსი, ყალამშიასი და სხვ. ეს სკოლები ემსახურებოდნენ იმ ქართულ სოფლებს, რომლებიც არაქართული მოსახლეობით იყვნენ გარემოცულნი. ბათუმის სკოლის გახსნას თვით ილია ჭავჭავაძე დაესწრო.

უყურადღებოდ არ დაუტოვებია საზოგადოებას საქართველოს გარეთ არსებული ქართული დასახლებანი, მისი და ადგილობრივ ქართველთა მეცადინეობით ქართული სკოლები დაარსდა ვლადიკავკაზში, ბაქოში, ნალჩიკში.

დიდი ყურადღება მიექცა წიგნის ბეჭდვის საქმეს, უმთავრესად _ სახელმძღვანელოებისას, რომელთაც ამუშავებდა დაუღალავი იაკობ გოგებაშვილი. მისი შედგენილი “დედა ენა”, “ბუნების კარი” და პირველდაწყებითი რუსული წიგნი მოეფინა მთელ საქართველოს. გარდა სახელმძღვანელოებისა, საზოგადოება ბეჭდავდა ქართველ მწერალთა თხზულებებს, ნათარგმნ ლიტერატურას.

საზოგადოების საზრუნავი იყო საქართველოში ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების დაარსება, რომლებიც ხალხში განათლების შეტანის მსახურნი უნდა გამხდარიყვნენ. ბევრი ადგილობრივი მოღვაწე თავისი ხარჯით მართავდა სამკითხველოს, აშენებდა ბიბლიოთეკას და უწერდა კიდეც ჟურნალ-გაზეთებს; საზოგადოება ბიბლიოთეკებს უფასოდ ამარაგებდა.

იგი შეუდგა ქართული ძველი ხელნაწერების შეკრებადაცვას. საზოგადოებას მრავალი ხელნაწერი წიგნი შესწირა სხვადასხვა პირმა, იგი თავადაც ბევრს იძენდა ძველი ქართული მწერლობის ნიმუშებს. აღსანიშნავია სამეგრელოს მთავართა _ დადიანების ნაქონი ხელნაწერების ჩამოტანა გორდიდან თბილისში 1884 წელს. დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსმა ვაჟმა ნიკო დადიანმა უფასოდ გადასცა მდიდარი ფონდი ქართული ხელნაწერებისა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე თავისი თანმხლები პირებით გაემგზავრა გორდს ხელნაწერთა მისაღებად და თბილისში ჩამოსატანად.

სულ მალე საზოგადოების წინაშე დადგა მუზეუმის დაარსების საკითხი, რადგან თავი მოიყარა შესანიშნავმა ხელნაწერებმა, ქართულმა ნაბეჭდმა წიგნებმა, შემოწირულმა და შეძენილმა ისტორიულმა ნივთებმა, ქართული ხელოვნების ნიმუშებმა…

საზოგადოების საზრუნავი იყო ისტორიულარქიტექტურული ძეგლების აღრიცხვა, შესწავლა და დაცვა. რამდენი გულისტკივილით აღსავსე წერილი გამოქვეყნებულაივერიაშიიმ ბრწყინვალე ძეგლების სავალალო მდგომარეობის გამო, რომელთაც საუკუნეებისთვის გაეძლოთ და ახლა კი იფშვნებოდნენ. დაიწყეს ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრება და გამოცემის ორგანიზაცია. . გოგებაშვილმა და პეტრე უმიკაშვილმა შეიმუშავეს და საქართველოს ყველა ტიპის სასწავლებელთა მასწავლებლებს დაუგზავნეს საგანგებო ინსტრუქცია, თუ როგორ ჩაეწერათ და შეეკრიბათ ქართული ფოლკლორი. ეს იყო დიდი კულტურულპატრიოტული მოძრაობა, რომელსაც მრავალი მოღვაწე გამოეხმაურა. დიდია აკაკი წერეთლისა და პეტრე უმიკაშვილის ღვაწლი ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერი მასალის თავმოყრისა და პუბლიკაციის საქმეში.

საზოგადოების უშუალო დახმარებით მოხდა ქართული სამუსიკო ფოლკლორის, საერო და სასულიერო მრავალხმიანი სიმღერა-გალობის ჩაწერა ნოტებით (მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი, ია კარგარეთელი, დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, ზაქარია ჩხიკვაძე), რაც, აგრეთვე, ძვირფასი განძის თავმოყრას უდრიდა.

ბევრი ახალგაზრდა სწავლობდა რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში, საშუალო სასწავლებლებსა და გიმნაზიებში საზოგადოების ხარჯზე, იგი ზრუნავდა მწერალთა ყოფა-ცხოვრების საკითხებზე, მართავდა საზოგადო მოღვაწეთა იუბილეებს, ლიტერატურულ დილა-საღამოებს. ბევრმა ქართველმა მწერალმა გადასცა საზოგადოებას თავისი თხზულება.

საზოგადოებასთან არსებობდა სხვადასხვა ფონდი, მაგ. ქართველ მწერალთა და ხელმოკლე მოღვაწეთა დასახმარებლად, კულტურულ დაწესებულებათა წასახალისებლად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსასვენებლად, დიდუბის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის გასამართავად, მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად, იყო ფონდები აკაკისა, ილიასი, ყაზბეგისა.

თავისი არსებობის მანძილზე საზოგადოებამ ორი დიდი სახალხო დღესასწაული მოაწყო. ეს იყო იუბილეები რაფიელ ერისთავისა 1895 წელს და აკაკი წერეთლისა 1908 წელს. ეს იუბილეები იქცა ეროვნული ენერგიის მობილიზაციად, საზოგადოებამ დიდი მონაწილეობა მიიღო თავისი პირველი თავმჯდომარის _ დიმიტრი ყიფიანის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენებასა და მთაწმინდაზე დაკრძალვაში. საზოგადოების ხარჯით აიგო ძეგლი მისი უცვლელი თავმჯდომარისა 1885 წლიდან 1907 წლამდე _ ილია ჭავჭავაძისა (ი. ჭავჭავაძის შემდეგ თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, ბოლოს კი _ დავით კარიჭაშვილი).

საზოგადოება არსებობდა 1927 წლამდე (ბოლოს მას წიგნის გამომცემელი საზოგადოება ერქვა). ბოლო აქტი დაიწერა 1927 წელს, როცა ილია ჭავჭავაძის ქვრივი, ოლღა, გარდაიცვალა და მისი ნივთები მუზეუმს გადაეცა.

საზოგადოების არქივი შესანიშნავი ფონდია. მასში დაცულია უმნიშვნელოვანესი საბუთები არა მხოლოდ საქართველოში წერა-კითხვის გავრცელებისა, არამედ ქართული კულტურისა საერთოდ.

P.S. “წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველ ჩვენგანს ისეთ დაწესებულებად მიგვაჩნია, რომელსაც თითოეული ქართველი თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს”, _ წერდა ივანე ჯავახიშვილი.

როგორც ჩანს, დღეს ქვეყანაში წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ისევ გვჭირდება, რომელიც მომავალი თაობის განათლების, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის იზრუნებს. რადგან დავივიწყეთ, რომუწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეადა დღეს განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ჩვენი ბავშვები კომპიუტერით, ძირითადად, ინფორმაციებს იღებენ, ცოდნას კი _ ნაკლებად; მიწები ისევ დასაბრუნებელი გვაქვს, ილიას შექმნილი საადგილმამულო ბანკი _ ისევ გასაკეთებელი. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანა ვითარდება, ჩვენ კი მარტო გაურკვეველი რეიტინგებით მივდივართ წინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here