Home რუბრიკები საზოგადოება დიდი ხანია, შესცქერის მაღლა ვაშლს ცელქი… ჯეჯელავა

დიდი ხანია, შესცქერის მაღლა ვაშლს ცელქი… ჯეჯელავა

2233
ალექსანდრე ჯეჯელავა

კაცობრიობის ისტორიაში ვაშლს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და, როგორც ჩანს, ახლაც არ დაუკარგავს. ბიბლიის მიხედვით, ევამ და ადამმა სწორედ ვაშლის შეჭმის შემდეგ ჩაიდინეს ცოდვა და ამის გამო ისინი ღმერთმა სამოთხიდან გააძევა; ვაშლი, .. განხეთქილების ვაშლი იყო ტროას ომის საბაბი; ვაშლის თავში დაცემა დაეხმარა ისააკ ნიუტონს მიზიდულობის კანონის აღმოჩენაშიუცნობია, რა დაეცა თავში საქართველოს განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელმაც მინისტრობა ქართულ ზღაპრებსა და ლექსებთან ბრძოლით დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ მან კიდევ ერთხელ გაამხიარულა ქართველი საზოგადოება თავისი ორიგინალური იდეით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება სკოლებისთვის _ ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო, თასი ვაშლით.

თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს, თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ” (სტილი დაცულია), _ განაცხადა ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღებაზე საუბრისას.

მოკლედ, ეს კაცი, განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი, რომელიც, როგორც ჩანს, დიდი ხანია, შესცქერის ფოთლებში მოელვარე სისხლივით წითელ ვაშლს, ლაპარაკობს თითქმის ყველაფერზე _ კომბლეზე, მეცხვარეზე, თამადაზე, ჭირზე, ლხინზე, ქატოზე, ფქვილზე, “გუგლზე”, ჭიანჭველაზე _ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზების გარდა.

ამ შემთხვევაში (ვაშლის), ბატონ ჯეჯელავას, ეტყობა, გაახსენდა აკაკი წერეთლის ლექსი “ვაშლი და შაქარა”, რომელიც უკვე ამოღებულია სასკოლო სახელმძღვანელოდან:

ვაშლი და შაქარა

მაღლა ფოთლებში ელვარებს

ვაშლი სისხლივით წითელი,

მას აქეთიქით აქანებს

სიო საამო და ნელი.

დიდი ხანია, შესცქერის

მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,

ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,

ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,

ხე შეარხია გრიალით,

ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,

ძირს მოდის ბზრიალტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,

ქარს მადლი უძღვნა გულითა

და სახლისაკენ მოჰკურცხლა

აღვსილმა სიხარულითა.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც უარყოფს ჯეჯელავას თვალსაზრისს საზეპიროებზე: იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? არსებობსგუგლი”, რომლის მეშვეობითაც ადამიანს თავის გამოტენვა აღარ დასჭირდება”…

თუმცა, სულაც არ არის გამორიცხული, სწორედ “გუგლის” მეშვეობით შეეტყო განათლების მინისტრს, რომ “ბავშვებს ესუსნავებათ” და ჯანსაღი საკვები სჭირდებათ.

ისე, ხომ არ სჯობს, ეს ლექსი “ვაშლებიანი თასის” გვერდით გავაკრათ ან სულაც სახელმძღვანელოებში დავაბრუნოთ?..

ნიკა კორინთელი

P.S. ალექსანდრე ჯეჯელავას სხვაფრთიანი ფრაზები”: “კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა”; “თამადაც ვიყავი და იქაც არ გამომადგა ლექსები და საზეპიროები”; “კომბლე ცუდი მეცხვარეა, სუპერმენი და სპაიდერმენი მასწავლებლები არიან”; “როცა ვკითხულობდი _ ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება იქაც ლხინი იყოს და აქაცმეთქი?! მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე _ ფქვილი?”. “ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში და მაინც გადახტა, გადახტა და ჩავარდა. ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვია თავისი უნიჭობით”…

P.P.S. ანეკდოტი ვაშლის თემაზე: გველი სამოთხის ბაღში გაშმაგებული აწყდება აქეთიქით: ხან ერთ ხეს მივარდება, ხან _ მეორეს. მამაზეციერი ეკითხება, _ რა დაგემართა, რას ეძებო?

გველმა, _ ადამსა და ევას, მინდა, ვაჭამო ვაშლი, მაგრამ ვერსად ვიპოვე, ყველა ვაშლის ხე ბიძინა ივანიშვილმა ამოთხარა და სხვაგან გადარგოო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here