Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

443
დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

50 წლის წინათ ევროპელმა სოციოლოგებმა გამოთვალეს, რომ, როგორც კი საზოგადოებაში უცხოტომელთა რაოდენობა 2 პროცენტს მიაღწევს, მათი გავლენა საცხოვრებელ გარემოზე შეუქცევადი ხდება.

იმხანად ეს გამოთვლა, უბრალოდ, საინტერესო გახლდათ. მაგალითები იმისა, რომ უცხოტომელები განსაკუთრებით აშფოთებდნენ ევროპელებს, ძალიან ცოტა იყო, დიდ ქალაქებში შექმნილიჩაინათაუნები” (“ჩინური კვარტლები”) კი ქმნიდნენ ილუზიას, რომ იმიგრანტები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ დასავლური კულტურის გავლენას.

იმხანად გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, “ცივილიზაციასთან ზიარებიდანორი წლის შემდეგ იმიგრანტები კანონმორჩილები და ინტეგრირებულნი იქნებოდნენ მათთვის ახალ ცხოვრებაში. დღეს ასეთ თვალსაზრისს ვეღარ მოისმენთ.

დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

აშშ იმიგრანტების სახელმწიფოს ყველაზე ნათელი მაგალითია. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ასეთი დანაშაულების 53 პროცენტი მოდის თეთრკანიანებზე, რომლებიც მკვიდრი მოსახლეობის 61 პროცენტს შეადგენენ (ლათინური ამერიკის წარმომადგენლებთან ერთად _ 73%-ს), დანაშაულის დანარჩენი 47% კი ჩაიდინეს შავკანიანებმა და ფერადკანიანებმა (ძირითადად, იმიგრანტებმა). თითქოს ბალანსი არის, მაგრამ, როგორც The Unz Review-ი წერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დიდმა ნაწილმა ციფრები ისე წარმოაჩინა, “თითქოს ისინი ასახავდა ბოლო ათწლეულებში ყველაზე დიდ ძალადობას სიძულვილის ნიადაგზე”.

პროცენტებიდან ამერიკულ სინამდვილეზე გადავიდეთ: ციფრებით მტკიცდება, რომ ერთი წლის განმავლობაში შავკანიანების მიერ თეთრკანიანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 547 948 იყო, თეთრკანიანების თავდასხმები შავკანიანებზე კი 9-ჯერ ნაკლები _ 59778. ის, რომ დღეს აშშში შავების სიცოცხლე პრიორიტეტულია თეთრების სიცოცხლესთან შედარებით და ეს პოლიტიკურ ფაქტად იქცა, ნიშნავს იმას, რომ ამით დაინტერესებულნი არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ამერიკის ეკონომიკას სჭირდება იაფი მუშახელი და ეს მუშახელი არ არის თეთრი ამერიკა. აშშ-ში იმიგრაციასა და მძიმე დანაშაულებს შორის კავშირზე მონაცემების მოძიება სულ უფრო რთულდება. და ასეა არა მხოლოდ აშშ-ში. იმიგრაციის პრობლემების ანალიზით დაკავებული ევროპული ინსტიტუტები არ ასაჯაროებენ ეთნიკურ და რასობრივ მაჩვენებლებს დანაშაულების სტატისტიკაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია 2015 წლიდან, როცა მხოლოდ გერმანიაში მილიონზე მეტი იმიგრანტი შევიდა მაღრიბისა და წინა აზიის ქვეყნებიდან.

დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

ევროპის იმიგრაციულ შტურმამდე ერთი წლით ადრე გერმანიაში ლტოლვილების რაოდენობა მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების რაოდენობა აღემატებოდა დანარჩენი მოსახლეობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ლიბიელები შურს იძიებდნენ ჯამაჰირიის გამო, რომელიც ნატოს თვითმფრინავებმა დაბომბეს, ტუნისელები სჯიდნენ “ჟასმინის რევოლუციისთვის”, ალჟირელები _ “არაბული გაზაფხულისთვის”. საფრანგეთში ამჟამად პატიმართა 70 პროცენტი მაღრიბის ქვეყნებიდანაა. გერმანიაში, სადაც მილიონამდელტოლვილიშევიდა, მკვეთრად მოიმატა სექსუალური ძალადობის შემთხვევებმა. 5 წლის განმავლობაში იმიგრანტების მხოლოდ ნახევარმა დაიწყო მუშაობა, დანარჩენები სოციალური დახმარებებით ცხოვრობენ. აი 2 წლისწინანდელი სურათი: ქვედა საქსონია, ქალაქი გიფჰორნი. “იმიგრანტები, რომლებიც მაღაზიებში დაძვრებიან, რასაც დაინახავენ, იღებენ, მაგრამ საფასურს არ იხდიან, აქვე ნაცნობ გერმანელს ტანსაცმლის მაღაზია აქვს, შევიდნენ 600-700 ევროს ღირებულების ქურთუკები აიღეს და გარეთ გაცვივდნენ. გამყიდველი ქალი ეძახდათ, გადაიხადეთო, მაგრამ მათ ხელი აუქნიეს ყვირილით: “მერკელ, მერკელ!” მერკელი გადაიხდისო. პოლიციამ კი უარი განაცხადა საქმის აღძვრაზე, როცა შეიტყო, რომ ისინი ლტოლვილები იყვნენ”, _ ამბობს “რუსი გერმანელი” ვალდემარ გერინგერი.

მანამდე კი, 2016 წლის პირველ დღეს, კელნში იმიგრანტებმა გერმანელი ქალები აბუჩად აიგდეს. ეს გერმანიისთვის სამარცხვინო შემთხვევაა. იმ დღეს პოლიციაში 1054 განცხადება შევიდა, მათგან 454 _ სექსუალურ ძალადობაზე, 600 _ ძარცვაზე, ანალოგიური რამ მოხდა ბერლინში, ჰამბურგში, დიუსელდორფში, შტუტგარტში, შვეიცარიის ციურიხსა და ავსტრიის ზალცბურგში. გერმანიის პოლიციამ აღიარა, რომ მზად არ იყო: მსგავსი რამ გერმანიაში არასოდეს მომხდარა. სამარცხვინო იყო კელნის ხელისუფლების რეაქცია: ქალაქის მერმა გერმანელ ქალებს “ურჩია”, შეცვალონ თავიანთი ქცევები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: “ევლოთ ჯგუფურად” და “დაეცვათ დისტანცია”.

დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობა

მასობრივი იმიგრაციის დამანგრეველი ზემოქმედება იმიგრანტების მიმღებ ხალხზე, რომელიც ომში დამარცხებას ჰგავს, ევროპული ქვეყნების ხელისუფლებაში სათანადო წინააღმდეგობას არ იწვევს. ერთი თვის წინათ შვეიცარიამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან იმიგრაციის შეზღუდვას და კარი ყველასთვის ღია დატოვა. შვეიცარიის მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ, თუ ქვეყანა ცალმხრივად გააუქმებდა თავისუფლად გადაადგილების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მაშინ ევროკავშირისგილიოტინადაუყოვნებლივ წააჭრიდა თავს ყველა გარიგებას ამ ევროპულ გაერთიანებასთან, რომელიც ოფიციალური ბერლინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.

ამ ფონზე 2020 წლის ივნისში გერმანიის ბუნდესტაგმა მოიწონა მიგრაციული კანონების ახალი პაკეტი, რომელმაც გაამარტივა მიგრანტების დეპორტაციადა მუშახელის უფრო მასშტაბური იმიგრაცია გფრში. ახლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გერმანიაში მუშაობის დაწყება იმავე უფლებებით, რომლებიც აქვთ გერმანელებს. ამ შეჯიბრებაში გაიმარჯვებს ჩამოსული, რადგან დასაშვებია, რომ მას ნაკლები გადაუხადო. როგორც Deutsche Welle  წერს, ყოველი მეხუთე გერმანელი დღეს იძულებულია, დამატებითი სამუშაო ეძებოს, რათა ოჯახი სრულფასოვნად გამოკვებოს. Mini-job-ი, როგორც მას უწოდებენ, თვეში 450 ევროს შემოსავალს იძლევა, ზოგ შემთხვევაში _ უფრო ნაკლებს. გერმანელთა 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (Deutsche Welle შეფასება) და მათი რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს 50 ათასი ადამიანით. ამჟამად გერმანიაში მინიმალური ანაზღაურება საათში 8,84 ევროა. იმიგრანტების ნაკადის შესვლა შრომის ბაზარზე კიდევ უფრო შეამცირებს მას, თუმცა გაზრდის გერმანული კომპანიების მოგებას.

და რამდენჯერ უნდა განმეორდეს კელნის საახალწლო მოვლენები ქვეყანაში, მერკელის მთავრობა რომ შეჩერდეს? ამ გზაზე დასავლურ ცივილიზაციაში ყველაზე შორს წავიდა კანადა: 2022 წლის ბოლომდე ამ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 38 მილიონია, 1,2 მლნ იმიგრანტის შეშვებას აპირებენ “მუშახელით კანადის ეკონომიკის მხარდასაჭერად”. ჯო ბაიდენს კი, თუკი ის 20 იანვარს შევა თეთრ სახლში, განზრახული აქვს, უწინარესად მიგრაციული კანონმდებლობა შეცვალოს და 11 მლნ ადამიანს (არალეგალებს) აშშ-ის მოქალაქეობა მისცეს. საკითხავია, რომელი გილიოტინა დაეშვება ამ ორი ქვეყნის თავზე.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here