Home ახალი ამბები დაკავების დროს გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს

დაკავების დროს გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს

710

ნუცუბიძეზე, დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. განცხადება ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა.

“ან პროკურატურა იტყუება ან – შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩამოყალიბდნენ და თქვან, იყო თუ არა ჩართული კამერები დაკავების და ცუდად გახდომის დროს. მოვითხოვთ, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყოს”, – ამბობს ადვოკატი.

33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ნუცუბიძის პლატოზე, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here