Home ახალი ამბები მსოფლიო გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერტილი დაუსვა ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხს

გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერტილი დაუსვა ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხს

232

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გამოცემა WAZისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ნატოში უკრაინის გაწევრების საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ბერბოკის თქმით, რუსეთი საქმის კურსშია, რომ უკრაინა უახლოეს ხანში ვერ გახდება ჩრდილოატლანტიური ალიანსის წევრი.

“ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, ცნობილია, რომ ამჟამად ეს (უკრაინის ინტეგრაცია ნატოში) არ დგას დღის წესრიგში. უკრაინელ ხალხს სურს, იცხოვროს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. დონბასში კონფლიქტის გამო ბევრი ვერ ნახულობს თავის ოჯახის წევრებს. აი რაზეა საუბარი და არა ნატოში შესვლაზე”, _ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ “ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მინსკის შეთანხმების შესრულებაა, რომლის წყალობითაც ადამიანები შეძლებენ “თავისუფლად და უსაფრთხოდ” ცხოვრებას.

news-rambler.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here