Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში სასამართლომ გაამართლა 9 მიგრანტი, რომლებმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურეს

გერმანიაში სასამართლომ გაამართლა 9 მიგრანტი, რომლებმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურეს

1022
გერმანიაში სასამართლომ გაამართლა 9 მიგრანტი, რომლებმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურეს

გერმანელი საზოგადოება განიხილავს ქალაქ ბილეფელდის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მსაჯულებმა 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული 9 მიგრანტი გაამართლეს. ინციდენტი მოხდა 2017 წლის ნოემბერში ქალაქ ჰარზევინკელში. გამოძიების ვერსიით, გოგონა თანატოლმა შეიტყუა სარდაფში, სადაც იმყოფებოდნენ 14-დან 19- წლამდე ახალგაზრდები. მსხვერპლს ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს და, როცა გონება დაკარგა, რიგრიგობით გააუპატიურეს. შემდეგ მოძალადეებმა გოგონა ქუჩაში გაათრიეს და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.

სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ “ბრალდებულთა საქციელი მორალურად არამართებული იყო, მაგრამ სასჯელს არ ექვემდებარება”. თითქოს ვიდეოზე (ერთ-ერთი მოძალადე მომხდარს ტელეფონით იღებდა) ჩანს, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა “დაუყოვნებლივ შეწყვიტა სქესობრივი აქტი, როგორც კი ეს მოზარდმა გოგონამ სთხოვა.

თვითონ მსხვერპლმა მოსამართლეს ვერ აუხსნა, სქესობრივი აქტები იყო თუ არა ნებაყოფლობითი. 9-დან 2 ბრალდებული 8 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებით დააჯარიმეს პორნოგრაფიული ჟურნალების გავრცელებისთვის. ცნობილია, რომ მოზარდებს შორის 3 სირიის მოქალაქეა.

“სრულიად ნათელია, რომ გერმანიაში სამართლებრივი სახელმწიფო ღრმა კრიზისშია, თუკი ბავშვებზე მოძალადეებს სასამართლო ამართლებს. და რა დასკვნას გამოიტანენ სასამართლოს მიერ გამართლებული ეს არამზადები?” _ სვამს კითხვას გერმანული პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” მხარდამჭერი რუსეთში მცხოვრები გერმანელების მოძრაობის ხელმძღვანელი ევგენი შმიდტი.

გერმანიაში ჯგუფური გაუპატიურება იშვიათი შემთხვევა არ არის. 2019 წლის ნოემბერში ქალაქ ულმში 5-მა მიგრანტმა ავღანეთიდან და ერაყიდან 14 წლის მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს. პოლიცია კი ცდილობდა, გაესაიდუმლოებინა დამნაშავეთა ეთნიკური წარმომავლობა. პროკურატურის მონაცემებით, მოზარდი გოგონა შეხვდა თავის ნაცნობს, რომელმაც ის იმ ბინაში მიიყვანა, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობდნენ. სწორედ იქ ჩაიდინეს დანაშაული ერაყელებმა და ავღანელებმა.

1 COMMENT

  1. რაუყო ამ დამპალმა ქალმა ამაყ გერმანიას,არამოდო მიწის ქვეშ,ჰიტლერი ალბათ საფლავში კოტრიალობს სიბრაზისაგან.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნიკანდრო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here