Home სხვადასხვა დაიჯესტი გაშფოთებთ შემოსავლების უთანასწორობა?

გაშფოთებთ შემოსავლების უთანასწორობა?

ამის ხელშემწყობი გლობალიზაციაა

354
გაშფოთებთ შემოსავლების უთანასწორობა?

აშშსა და სრულიად მსოფლიოში დაიწყო ღრმა და ავისმომასწავებელი ცვლილებები, რომლებიც კარგს არაფერს გვიქადის მომავალში, _ წერს ეკონომისტი უილიამ მოლონი გამოცემა The Hillში.

“შემოსავლების უთანასწორობაზე ათწლეულების განმავლობაში წერდნენ და ლაპარაკობდნენ, მაგრამ, ამ მდგომარეობის საყოველთაო დაგმობის მიუხედავად, მისი მიზეზები და შედეგები არასწორად იყო გაგებული ან ჩაკარგული ეკონომიკურ ჟარგონებში. ამ თავსატეხის დაკარგული ფრაგმენტი იყო მძლავრი კავშირი შემოსავლების უთანასწორობასა და გლობალიზაციას შორის.

გლობალიზაციას, თავისთავად რთულ მოვლენას, წარმოაჩენენ, როგორც სიკეთეს, რომელიც ტექნოლოგიების ეფექტიანობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის წყალობით დროთა განმავლობაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს როგორც მომუშავეებს, ისე მომხმარებლებს, მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრიზისით შექმნილი რეალობა 2020 წლის პანდემიამდე სულ სხვა იყო.

გაშფოთებთ შემოსავლების უთანასწორობა?

გლობალიზაცია, რომელიც სულაც არ არის პროგრესის მწვერვალი, არის ფასადი, რომელიც ფარავს კაცობრიობის ისტორიაში სიმდიდრისა და შემოსავლების ყველაზე დიდ განაწილებას, რომელსაც მომხმარებლებისა და მუშებისთვის მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელი მოაქვს. ძირითად სარგებელს კი ნახულობს ადამიანების 1 პროცენტი და მათი დამხმარეები. ისიც აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციას მოაქვს ეკონომიკური ნგრევა და ადამიანების ტანჯვაწვალება.

ბევრი არ ხუჭავს თვალს გლობალიზაციით გამოწვეულ საფრთხეებზე. მათ შორის არიან ისინი, ვისაც ადრე “პანიკიორებად” მიიჩნევდნენ, ახლა კი მათ ხმას ისე განიხილავენ, როგორც მეინსტრიმს. ამ მხრივ გამოირჩევა ჰარვარდის სკოლის ფორდის სახელობის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ფონდის პროფესორი დენი როდრიკი. ათეული წლის განმავლობაში ჰარვარდში, მანამდე კი კოლუმბიისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში, ჩატარებული კვლევების საფუძველზე როდრიკმა დამაჯერებლად წარმოაჩინა, რომ გლობალიზაციამ საშუალება მისცა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, შეექმნათ მსოფლიო სისტემა იმ აშკარა მიზნით, თავი აერიდებინათ გადასახადებისთვის, რეგულაციებისთვის, პროფკავშირებისთვის, გარემოს დაცვის კანონებისთვის და განსაკუთრებით დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის.

დენი როდრიკი
დენი როდრიკი

ისეთ წიგნებში, როგორებიც არის შეტოპა თუ არა გლობალიზაციამ ძალიან შორს” (1997 .) დაგლობალიზაციის პარადოქსი” (2011 .) როდრიკი დაწვრილებით აღწერს, როგორ გაანადგურა მილიონობით სამუშაო ადგილი გლობალიზაციამ, რომლებიც ეკუთვნოდა ოდესღაც აყვავებულ მუშათა კლასს და ამასთანავე, კიდევ უფრო დააზარალა ლათინური ამერიკისა და აფრიკის (საჰარის სამხრეთით) ქვეყნები, მათგან ზოგიერთში ეკონომიკა სრულიად ჩამოიშალა.

კრისტოფერ გიი
კრისტოფერ გიი

ზოგჯერ რეალობა შეიძლება გაბუნდოვანდეს, თუ დიდი ლინზით შევხედავთ, მაგრამ მკაფიოდ დავინახავთ, თუ ერთი ქვეყნის მიკროსკოპით დავაკვირდებით. სწორედ ასეა საქმე ფრანგი სოციოლოგის, კრისტოფ გიის წიგნისელიტების დაისი: საფრანგეთის აყვავება, პერიფერია და მომავალი” (2019 .) მიმართ. წიგნმა ინგლისურენოვანი სამყაროს აღიარება მოიპოვა: “საგანგაშო და გულში ჩამწვდომირაღაც უფრო ღრმა, რომელიც ვრცელდება საფრანგეთის საზღვრებს გარეთ”, _ წერდა New York Times; “როგორ ყოფს ქვეყანას ნაწილებად საფრანგეთის ელიტებსა და მუშათა კლასს შორის არსებული უფსკრული”, _ The Guardian. “ეს წიგნი გაიძულებთ თქვენ აღელდეთ და დაეჭვდეთ თქვენს მორალურ სიმტკიცეში”, _ Financial Times.

გიი ამტკიცებს, რომ “ლიბერალის ძველი დოქოტომია (გაორება, ორად გაყოფა) კონსერვატორის წინააღმდეგ უკვე აღარ არის აქტუალური. ამის ნაცვლად ის ხედავს საზოგადოებაში ახალ უფსკრულს, რომელიც განაცალკევებს მათ, ვინც იგებს გლობალიზაციის ახალ “ეკონომიკურ დღის წესრიგში”, და მათ, ვინც აგებს. ელიტები _ ესენი არიან არა მხოლოდ ტრადიციული უმაღლესი კლასები, არამედ მხარდამჭერი და პროფესიონალი კლასებიც, რომელთა გარეშეც ეს სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია ვერ შეძლებდა წარმოებას. ელიტები “ხელში იგდებენ “ოფშორული წარმოებისა და თავისუფალი ვაჭრობის” უპირატესობის დიდ ნაწილს, მუშათა კლასი კი გარიყულია და განწირული, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, ისე, როგორც მეორეხარისხოვანმა მოქალაქეებმა”, _ ამტკიცებს გიი.

მისი მონაცემები აჩვენებს, რომ დაბეჩავებული მუშათა კლასი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (60%) შეადგენს და შობადობის გაცილებით მაღალი დონის გამო უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ელიტები, რომლებსაც სულ უფრო ცოტა შვილს აჩვენენ _ ეს არის ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას იქონიებს საფრანგეთის მომავალზე. შესაბამისად, პოლიტიკური კლასის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, აგრეთვე, ზოგიერთი კულტურული ლიდერი, ინტელექტუალი თუ ჟურნალისტი განგაშს განიცდის იმის გამო, რომ “კლასობრივი კონფლიქტის ახალი ფორმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არ არსებობდა, ახლა ყველასთვის აშკარაა”.

გამაოგნებელი უთანასწორობის ზრდა და სიმდიდრის უპრეცედენტო გადანაწილება, რომელიც გლობალიზაციამ გამოიწვია, კარგად ჩანს 1970-დან 2007 წლამდე აშშ-ის შემოსავლების განაწილების მონაცემებში. ეს ის პერიოდია, როცა გლობალიზაციას ხელში ეჭირა მსოფლიო ეკონომიკა. 1970 წელს ყველაზე მდიდარი ოჯახების 19%-ის შემოსავლები იყო მთლიანი შემოსავლების 9%, 2007 წელს _ 24%. ანალოგიური ვითარებაა საშუალო შემოსავლებშიც. 1978 წელს 1%-ის საშუალო შემოსავალი იყო 10-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენი 90%-ის; 2007 წელს კი _ 30-ჯერ მეტი.

ეკონომიკას ტყუილუბრალოდ არ ეძახიან პირქუშ მეცნიერებას, როგორი რთული გადმოსაცემი ან გასაგები უნდა იყოს ეს სტატისტიკური მონაცემები, ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშიც ღრმა და ავისმომასწავებელი ცვლილებები დაიწყო და ისინი კარგს არაფერს გვიქადის მომავალში.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here