Home ახალი ამბები მსოფლიო გამოიწვევს თუ არა Italexit-ს “მზრუნველი” ევროკავშირის დირექტივები

გამოიწვევს თუ არა Italexit-ს “მზრუნველი” ევროკავშირის დირექტივები

2077
გამოიწვევს თუ არა Italexit-ს “მზრუნველი” ევროკავშირის დირექტივები

იტალიური მედიასაშუალებები განგაშს ტეხენ: ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტები განაგრძობენ იტალიის შტურმს, ამ მიგრანტებს შორის კი ბევრია კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებული. მხოლოდ ივლისში არალეგალების ნაკადმა 400%-ით მოიმატა. ახალჩამოსულები გარბიან დროებითი განთავსების ცენტრებიდან და ვირუსს ავრცელებენ აპენინის ნახევარკუნძულზე.

არალეგალი მიგრანტებით გადავსებულია არა მხოლოდ კუნძული ლამპედუზა, არამედ ქვეყანაში ლტოლვილების მიმღები ყველა პუნქტი პირთამდეა სავსე. მოსახლეობა აპროტესტებს და პროტესტი სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად, კალაბრიაში ადგილობრივი მცხოვრებნი გზაზე წვებიან და მოძრაობას აჩერებენ, რათა გადაადგილებაში ხელი შეუშალონ მანქანებს, რომლებითაც მიგრანტები გადაჰყავთ. ტრევიზოში, სადაც მიგრანტები იზოლირებულად მოათავსეს ყოფილ ყაზარმებში, მიგრანტებმა მოაწყვეს ბუნტი _ დალეწეს ავეჯი და მოწყობილობები.

იტალიური მედიასაშუალებები აჭრელებულია ცნობებით მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევათა რაოდენობის მატების შესახებ. მემარჯვენე ოპოზიციისთვის ეს არის საბაბი მთავრობაზე შესატევად, რომელსაც ადანაშაულებენ დემაგოგიაში “საომარ მოქმედებებს ძლივს თავდაღწეული საწყალი ლტოლვილების მიმართ”. სინამდვილეში კი მიგრანტთა შორის თითქმის არ არიან წარმომადგენლები იმ ქვეყნებისა, რომლებშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ევროკავშირის მხარდაჭერით ცდილობენ, იტალია გადააქციონ გიგანტურ პორტად მესამე სამყაროს ყველა სასოწარკვეთილი ადამიანისთვის და ჩვენ უკვე ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს”, _ წერენ იტალიური მედიასაშუალებები.

მიგრანტების განთავსების ცენტრები გადავსებულია
მიგრანტების განთავსების ცენტრები გადავსებულია

მემარჯვენეთა კოალიციაში გაერთიანებული პარტია “ფრატელი დ’იტალია”-ს ლიდერმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მთავრობა ატარებს “შეუწყნარებელ იმიგრაციულ პოლიტიკას და ამით შეურაცხყოფს მსხვერპლს, რომელიც იტალიელებმა გაიღეს კორონავირუსთან ბრძოლაში”, ნუთუ მათ, ვინც უკანონოდ ჩამოდის იტალიაში, შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, რაც მოესურვებათ და ამით საფრთხე შეუქმნან იტალიის მოქალაქეების სიცოცხლეს?” _ სვამს კითხვას ჯორჯია მელონი.

“დღეს ისე, როგორც არასდროს, _ ამბობს პარტია “წინ, იტალია”-ს ლიდერი სილვიო ბერლუსკონი, _ მკაცრი სასაზღვრო კონტროლია საჭირო იმპორტირებული კორონავირუსის ახალი ტალღის წინააღმდეგ, რომელიც მოდის იტალიაში უკანონოდ შემოსული მიგრანტებისგან”.

ამ პრეტენზიებს არ იღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ მათი არგუმენტები არადამაჯერებელია, მაგალითად, რეგიონული საკითხების მინისტრმა ფრანჩესკო ბიჩიმ განაცხადა, რომინფიცირებულთა 75% იტალიელია, რომლებიც სხვა იტალიელებს აინფიცირებენ”. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფიცირებულთა, სულ ცოტა, 25% მიგრანტები არიან, რომლებსაც ვირუსი საზღვრებს გარედან შეაქვთ იტალიაში.

კალაბრიის მცხოვრებნი ასე ცდილობენ გზის გადაკეტვას იმ ავტომობილებისათვის, რომლებითაც მიგრანტები გადაჰყავთ
კალაბრიის მცხოვრებნი ასე ცდილობენ გზის გადაკეტვას იმ ავტომობილებისათვის, რომლებითაც მიგრანტები გადაჰყავთ

აღსანიშნავია, რომ კვლავ ცდილობენ, განსასჯელის სკამზე დასვან ოპოზიციის ლიდერი _ “ჩრდილოეთის ლიგისხელმძღვანელი მატეო სალვინი, რომელსაც ადანაშაულებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნისას ხელს უშლიდა მიგრანტებით სავსე გემების შესვლას იტალიის პორტებში და ამით არღვევდა ევროკავშირის დირექტივებს.

აი ამ ფონზე გაისმა ხმები იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამბობენ, რომ იტალიამ აუცილებლად უნდა დატოვოს ევროკავშირი და შესაბამისად _ ევროზონა.

ევროკავშირში იტალიის წევრობით უკმაყოფილო ძალების გაერთიანების მცდელობაზე განაცხადა სენატორმა ჯან ლუიჯი პარაგონემ, რომელმაც ახალი პარტია შექმნა, მანამდე კი პარტია Brexit-ის (დიდი ბრიტანეთი) ლიდერ ნაიჯელ ფარაჯს შეხვდა. “ჩვენ აღარ მოვითმენთ შანტაჟს იმ ქვეყნებისა, რომლებიც ძირს უთხრიან იტალიის პრესტიჟს”, _ განაცხადა პარაგონემ.

სენატორი პარაგონე და ნაიჯელ ფარაჯი
სენატორი პარაგონე და ნაიჯელ ფარაჯი

მხოლოდ ნამდვილად სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია, გაუმკლავდეს კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს”, _ თქვა იტალიის სენატორმა. “ევროკავშირი და ევრო, _ თქვა პარაგონემ, _ იტალიას თავს ძალდატანებით მოახვიეს. ამით ავნეს რეალურ ეკონომიკას, ოჯახებს, მომუშავეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს. ევრო შექმნეს სპეციალურად გერმანიისთვის. დღეს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ მიერ არჩეულმა მთავრობამ უნდა გაატაროს ის პოლიტიკა, რომელსაც კარნახობენ ევროკავშირიდან. ჩვენ აუცილებლად უნდა დავამყაროთ სრული კონტროლი ჩვენს მთავრობაზე”. “იტალექსიტიისე ახლოა, როგორც არასდროს!” _ აღტაცებით წერს ბრიტანული გამოცემა Express. თუმცა სპეციალისტთა აზრით, ის მეტისმეტად აფასებს იტალიის მზადყოფნას, დატოვოს ევროკავშირი. ფული, რომლის გამოყოფასაც დაჰპირდნენ იტალიას .. ეკონომიკის აღდგენის ფონდიდან (ამ ფონდის შექმნის შესახებ 17-21 ივლისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ფონდიდან ფულის გადარიცხვები) შეიძლება ძლიერი მუხრუჭი აღმოჩნდეს ევროკავშირიდან გასვლის გზაზე.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here