Home რუბრიკები საზოგადოება გამიზნული “ბოროტი უვიცობა”

გამიზნული “ბოროტი უვიცობა”

160

რატომ, ძმებო, შვილებო და შვილიშვილებო, რატომ? რამ შეგაძულათ ქართველებს საქართველო? _ ამას ტიროდა დიდი ვაჟა და ეს გაგვიხდა ჩვენც სატირლად

ამ რამდენიმე დღის წინათ მეგობარი მეწვია, ცნობილი ქართველი პატრიოტი, ეროვნული იდეის ერთგული და თავდადებული კაცი. წიგნის დიდი მოყვარულიც არის, თვითონ არ წერს, მაგრამ სხვათა ნაწერების კარგი გამგები და შემფასებელია. მის ვინაობას ნებართვის გარეშე ვერ გავამხელ, ასეთი ნებართვა კი მას ჩემთვის არ მოუციამოვიდა და ერთი პატარა წიგნი დამიდო წინ. “თბილისური ამბავიაწერია ყდაზე, ცოტა ზემოთ _ ავტორის სახელი და გვარი. არ მეცნო, არც ავტორის სახელი და გვარი მეუბნებოდა რამეს, თუმცა გვარი ერთობ ცნობილია საქართველოში.

გაკვირვებულმა შევხედე.

ეს წიგნი ერთი ჩემი ნათესავის სახლში ვნახე, დავინტერესდი და წავიკითხე, ნეტავი არ წამეკითხაო, _ მითხრა მეგობარმა, _ ამაზე მეტი მკრეხელობა არც წამიკითხავს და არც გამიგონიაო. რა წერია ასეთი-მეთქი. რაღა რა, ილია ჭავჭავაძეა გალანძღულიო.

გამიკვირდა. გადავშალე და 2012 წელს გამოუცია ეს წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას. ჩემი გაკვირვება გაოცებად იქცა. ნუთუ?

რამდენიმე ცნობილ ლიტერატორს მივაკითხე, ჩემი აღშფოთება გამოვხატე და ვთხოვე, წაეკითხათ და აზრი საჯაროდ გამოეთქვათ, მაგრამ, არც წაიკითხესო! გვარებიც დამისახელა, მაგრამ არ ვამხელ, დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და იმიტომ.

არ ვიცი, თავი არ გაუყადრეს წიგნის ავტორს თუ უმნიშვნელოდ მიიჩნიეს მავანის მკრეხელური მოსაზრება უდიდეს ქართველ ერისკაცსა და წმინდანზე! _ გულისტკივილით შემომჩივლა მეგობარმა.

დამიტოვე-მეთქი, ვუთხარი, შეძლებისდაგვარად გამოვეხმაურები, თუმცა ნამეტნავად დაგვიანებული კი არის ცხრა წლის წინათ გამოცემულ წიგნზე აღშფოთების გამოხატვა-მეთქი.

დამიტოვა და წავიკითხე. მართლა ძალიან დამწყდა გული. ვერ დავიჯერებ, რომ ავტორმა არ იცის ილია ჭავჭავაძე, ერის მამა და მოძღვარი, რომელმაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა ამქვეყნიური ყოფა და არსებობა განაგრძო, როგორც ქართველმა წმინდანმა. “ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ” (ვაჟა-ფშაველა); “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო” (აკაკი); “წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი” (გალაკტიონი). ასე გამოეხმაურნენ თანამედროვეები უდიდესი ქართველი მოღვაწისა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის მედროშის, ერთიანი ეროვნული ცნობიერების საფუძვლის ჩამყრელის მკვლელობას.

ილიას მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი უსწავლელი კაცი იყო, რომელიც ადვილად გააბრიყვეს ერის მტრებმა. მან საკუთარი თავი თვითონ გასცა, როდესაც უცხოეთიდან დაბრუნებულმა პენსია მოითხოვა “დიდი დამსახურებისათვის” _ ილია ჭავჭავაძეს მე ვესროლეო. დაიჭირეს და ვერც კი გაიგო, რისთვის მიუსაჯეს დახვრეტა. უსწავლელი იყო, ბნელი…

ამ წიგნის ავტორი ლაშა იმედაშვილი, არა მგონია, უსწავლელი კაცი იყოს და მისი პუბლიცისტობა თუ ბელეტრისტობა მხოლოდ ბოროტი უვიცობის გამოვლინებად უნდა მივიჩნიო.

წიგნში მეცხრამეტე საუკუნის თბილისური ამბავი (თუ ამბებია) გადმოცემული, რომელიც იმდროინდელ ჟურნალისტს (?) ვიღაც სამსონ ბალახაშვილს “შემოუნახავს” ლაშა იმედაშვილისთვის.

კარგი, დავუშვათ ილიას თანამედროვე ბალახაშვილმა შემოინახა ის სისულელეები, რომლებსაც თითქოს იგი შეესწრო, მაგრამ რა საბუთი აქვს განათლებულ ლაშა იმედაშვილს, რომ ის ვიღაც სამსონ ბალახაშვილი ქართველია და არა გაქართველებული მტერი, რომელიც მზაკვრულად ცდილობს ქართველთა სათაყვანებელი ეროვნული ლიდერის სახელის გატეხვას? მან კარგად იცის, რომ ქართველები თავიანთ გამორჩეულ ადამიანებს არასოდეს აფასებენ, სიცოცხლეში მაინც და შურით ივსებიან, _ კარგები რატომ გამოგვრევიან ხოლმე ერში, ჩვენზე უკეთესებიო! რა, ერთი და ორი მაგალითი ვიცით ამისა? განა ამას არ ჩიოდა ვაჟაფშაველა ლექსში “გიორგი სააკაძის სურათზედ”: “კარგის დაღუპვა რატო გვენატრება, ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!”

განათლებულმა კაცმა, თუ ის ქართველია და ბოღმითა და შურით არ არის აღვსილი ქართველთა მიმართ, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ “ილიას არც სტუმრად უყვარდა სიარული და არც თეატრში მისვლა-მოსვლით იკლავდა თავს. ეს იმის ბრალი იყო, რომ მუსიკა არ ესმოდა, უფრო სწორად, სმენა არ ჰქონდა. ცოტა მეტს რომ დალევდა, აეშლებოდა სიმღერის საღერღელი, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა” (“თბილისური ამბები”, გვ. 86).

რა ჭკუა უნდა მოსთხოვო ამის დამწერსა და მის გადმომწერს?!

ილია ჭავჭავაძის სტუმრობა მოვლენა იყო საქართველოს იმ სოფლის, ქალაქისა თუ რეგიონისთვის, რომელშიც ის ჩავიდოდა. მასაც სტუმრობდნენ იმ დროის ღირსეული კაცები. კაცი თუ სრულ ჭკუაზეა და განათლებაც ხელს უწყობს, რაღა ვიღაც გათახსირებული კაცის სულელურ ჩანაწერებს გამოამზეურებს; იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებს გამოიყენებს, რომელიც ილიას თანამედროვე და მასთან საქმით დაკავშირებული ახლობელი ადამიანი იყო. მანსვეტაშვილს ილიას ლხინიც აქვს აღწერილი და ისიც აღნიშნული, რომ მას ნამდვილად ჰქონდა მუსიკალური სმენის დეფიციტი, ამიტომ სუფრასთან მომღერლებს კარგ პარტნიორობას ვერ უწევდა, მაგრამ ეს გვიშლის ხელს სტუმრად სიარულსა თუ მასპინძლობაში? მეტსაც ვიტყვი: აკაკი წერეთლის ვაჟს, ალექსისაც არ შეეძლო სიმღერა, შინაგანი სმენა აკლდა, მაგრამ სხვათა სასიმღერო ტალანტის უბადლო შემფასებელი იყო. სწორედ მასთან მიჰყავდათ რუს და ევროპელ არისტოკრატებს შესაფასებლად თავიანთი შვილები.

არც თეატრში მისვლა-მოსვლით იკლავდა თავსო, _ ეს იმ ვიგინდარა ე.წ. ბალახაშვილმა თუ დაწერა, დღევანდელმა მწერალმა უნდა გაიმეოროს? თეატრში მისვლამოსვლარა უბედურებაა, მაცოდინა ნეტავი! იმის თქმა გინდა, ლაშა, ბიძია, რომ ილიამ თეატრის ყადრი და მნიშვნელობა არ იცოდა? ის მაინც არ გაგიგია, რომ მან ივანე მაჩაბელთან ერთად შექსპირის დიდებული პიესა თარგმნა? არც ის იცი, როგორ გულშემატკივრობდა ქართულ თეატრს? აბა, მარტო სამსონას ბოროტი ნაბჟუტურევი იცი? არა მგონია!

“ერთხელ მაინც დაითანხმეს ოპერაში წასვლაზე. ეს მოახერხა ვინმე სოსიკო ბაქრაძემ (გვ. 86).

ახლა არ იკითხავთ ვინ იყო სოსიკო ბაქრაძე? _ ერთი ქარაფშუტა კაცი, რომელსაც მუდმივი საქმე არასოდეს ჰქონია: ერთ დღეს ბანკში მუშაობდა, შემდეგ ცირკში გადაინაცვლებდა ჯამბაზად, მერე კარუსელს გამართავდა. მოკლედ, ერთი ლაზღანდარა, თითქმის უსაქმური კაცი იყო. “ილიას უყვარდა ასეთი ტიპები, რაც სოსიკოს შელაზღანდარების საშუალებას აძლევდა”, _ იგონებდა, ალბათ, ბალახაშვილი და თავის წიგნში აღნიშნავს ლაშა იმედაშვილი.

 დიდ ილიას უსაქმური და ლაზღანდარა კაცები უყვარდა, თურმე, და მათთან მეგობრობდა! ახლა, რაც ენაზე მომადგა, იმას ვიტყვი: ვაი, თქვენს პატრონს, სამსონ და ლაშა!

ილია ჭავჭავაძე დღენიადაგ იმას უქადაგებდა ერს, რომკეთების ცოდნა” (ილიას ტერმინია) შეიძინეთ, რადგან წინათ თუ ხმლით მოდიოდა მტერი, ქართველიც ხმალს ახვედრებდა და თავს იცავდა; ახლა მტერი ხმლით აღარ მოდის, ცოდნითა და სახელოსნო იარაღებით მოდის და, თუ ჩვენ ასეთივე იარაღით არ დავხვდით, გადაგვთელავენო. ვისაც ილიას საპროგრამო სიტყვა წაუკითხავს, რომელიც მან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქვა, თუ გონებადაბინდული ან მტრობით აღვსილი არ არის, როგორ უნდა თქვას, ილიას საქმიანი კაცები არ უყვარდა და ლაზღანდარებთან მეგობრობდაო?! შეკაი კაცო”, ისე რამ გადაგრია, რომ ქართველთა განათლებაზე გადაგებული მოღვაწელაზღანდარებისმეგობრად გამოაცხადე?!

ლაზღანდარების მეგობარი კი არა, ილია ჭავჭავაძეს თავისი ეროვნული კუთვნილებაც კი არ სცოდნია, თურმე!

“ილიამ უცხო ენები არ იცოდა. მართალია, ამაზე სწუხდა, მაგრამ გამოსასწორებლად არაფერს ცდილობდაო”, _ წერს ამ ე.წ. წიგნის უბედური ავტორი.

“_ ერთხელ სოსიკომ, ნარდის თამაშის დროს ასეთი რამ უთხრა:

_ ილია, ეს სომხური მაინც შეისწავლე, ნახევარი გვერდი ხომ მაინც სომხისა მოგდევს.

_ მერე, რომელ ფილოსოფიურ ტრაქტატებს წავიკითხავ მაგ ენაზე? ბაზარში კი მე არ დავდივარ, _ მოჭრა ილიამ და კამათლის გაგორება განაგრძო” (გვ. 87).

ხედავთ, დასთანხმებია ილია იმ სულელ სოსიკოს. იმ უტვინო სოსიკოს ვეღარაფერს გავაგონებ, მაგრამ ამ “პატივცემულ” ლაშას ვეტყვი: ბიჭო, ილიას დედა თავადი ბებურიშვილის ქალი იყო. მამამისმა გრიგორიანული სარწმუნოება თუ მიიღო, ეს იმიტომ, რომ პირველი გილდიის ვაჭრების წინამძღოლი გახლდათ, სომხური ქრისტიანობა მიიღო, თორემ სომეხი კი არ გამხდარა, ისე, როგორც ქართველი კათოლიკები არ გამხდარან ფრანგები თუ იტალიელები. ეს არ იცოდა ილიამ, ხომ? ამიტომ დაეთანხმა იმ სულელ სოსიკოს, არა?

რა უნდა გითხრა: ან ჭკვიანი მტერი ხარ, ან სულელი მოყვარე! სხვას ამჯერად ვერაფერს გეტყვი.

ახლა ერთ “ამბავსაც” გაგაცნობთ ამ ე.წ. წიგნიდან და საბოლოო შეფასებასაც გავაკეთებ.

მკითხველს ვთხოვ, მოთმინება მოიკრიბოს და ყურადღებით წაიკითხოს ის, რაც ახლა ლ. იმედაშვილის წიგნიდან უნდა ამოვწერო.

“ამ აბეზარმა სოსიკომ დაპატიჟა (?!) ილია ოპერაში. იმხანად სოსიკო თეატრის დასში ირიცხებოდა მებარაბნედ და ამიტომ ზედმეტსახელად ბარაბანჩიკს ეძახდნენ.

_ ილია, დღეს საღამოს ოპერაში მობრძანდით, “ტრავიატას” თამაშობენ, გამოჩენილ იტალიელ მომღერლებს მოისმენო.

_ კარგი, სოსიკო, წამოვალ, მხოლოდ ერთი პირობით, სიტყვა მომეცი, ამისრულო, რაც დაგავალო.

_ ბატონი ბრძანდებით, თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიყო.

_ მაშ, აბა, როდესაც ორკესტრი მიწყნარდება და მომღერალი ქალი სიმღერის ეშხში შევა, რაც ძალი და ღონე გქონდეს, ბარაბანს დაჰკა მაგრად.

_ ბატონი ბრძანდებით, მაგაზე ადვილი რა არის” (გვ.87)

მეტს ვეღარ გავაგრძელებ, მხოლოდ გეტყვით, რომ ილია თურმე პარტერის პირველ რიგში იჯდა, მარტოდმარტო! ოპერაში მარტო ვინ დადიოდა, ვინმე ბოგანოს გარდა, ბოგანოები კი პარტერის პირველ რიგში არ ისხდნენ. ეს ისე, გადავუხვიე, უნებურად. მოკლედ, სოსიკომ დავალება უნაკლოდ შეასრულა, ატყდა და რა ატყდა სკანდალი და საოპერო სპექტაკლი ჩაიშალა.

გესმით, რას კადრულობს ეგ იმედაშვილი?

რა არის ეს _ შიზოფრენიკის ნაბოდვარი, უკიდეგანო სიბრიყვე თუ… არა, არა! არც ერთი. ეს არის გამიზნული ბოროტი საქციელი, რომელიც ყბადაღებული ნეოლიბერალიზმის ადეპტების დაკვეთით სრულდება. ერს არ უნდა ჰყავდეს სათაყვანებელი ისტორიული პიროვნებები, მან არ უნდა იცოდეს საკუთარი წარსული და არად უნდა აგდებდეს ეროვნულ ღირებულებებსა და წესჩვეულებებს, რათა ადვილად გადააქციონ იგი უსახურ ბრბოდ და საძოვარზე მიშვებულ ნახირად.

ხალხს შეუცვალეთ ჭეშმარიტი ღირებულებები ყალბი ღირებულებებით, თუ გსურთ, თქვენს ჭკუაზე ატაროთ იგი, _ მოძღვრავდა ალენ დალესი თავის ემისრებს. ამგვარი ემისრები ბევრია ჩვენში, ზოგჯერ წარმატებასაც აღწევენ.

ბრიყვებში ინტელექტუალად შერაცხილმა, ავად ცნობილმა ლევან ბერძენიშვილმა არ თქვა ამ რამდენიმე წლის წინათ, _ მე ილია ჭავჭავაძეს, როგორც მწერალს, არ ვიცნობო! აბა, რა ბაბასილს იცნობს, ნეტავი?! მაგრამ საქმე ის კი არ არის, ის იცნობს თუ არა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მწერალს, არა! ეჭვის ბოროტი თესლი ხომ ჩააგდო, იმ იმედით, რომ სადღაც მაინც გაღვივდება იგი. ასევე ინტელექტუალურად მიჩნეული როსტომ ჩხეიძე განა გულდაგულ არ იბრძოდა გიორგი სააკაძის ძეგლების დასანგრევად? სხვათა დასახელებაც შეიძლება. ამ ჩათლახ “მოღვაწეებს” ქართველთა გულუბრყვილობისა და მეხსიერების დეფიციტის იმედი აქვთ? ამაოდ! მაგრამ ეროვნული ნიჰილიზმი ნამეტნავად გალაღდა ჩვენში და, თუ არ გავმეცადინდით, მალე ქართველობა სამარცხვინო გახდება ჩვენი შთამომავლობისთვის. ამის სიმპტომები აშკარაა!

რატომ, ძმებო, შვილებო და შვილიშვილებო, რატომ? რამ შეგაძულათ ქართველებს საქართველო? _ ამას ტიროდა დიდი ვაჟა და ეს გაგვიხდა ჩვენც სატირლად.

როგორც ჩანს, მხოლოდ ტირილი და გულის ფხანა საქმეს არ შველის, როგორც დიდი ილია გვეუბნებოდა, ფხანა ქეცმა იცის, ნუ გავიქეციანებთ გულს, ბასრი მახვილით მოვიკვეთოთ ქეცის კერები!

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის დოქტორი, საქართველოს

განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი,

იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი

P.S. წერილი ჯერლიტერატურულ საქართველოშიმივიტანე, მაგრამ მისმა რედაქტორმა, თავისთავად, ალბათ, კარგმა კაცმა, უარი თქვა მის დაბეჭვაზე იმ მიზეზით, რომ ლაშა იმედაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ძალიან მეუხერხულება მასზე აუგის თქმაო. მწერალთა გაზეთის რედაქტორმა თქვა ეს. ვაი, ჩვენს პატრონს, თუ ჩვენსმეგობარსწმინდანის, ბრძენისა და დიდი ქართველისთვის ტალახის სროლას მივუტევებთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ის ტალახი, დიდ ერისკაცს კი არა, ჩვენ გვხვდება ცხვირპირში!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here