Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბოინგის” შავი ყუთების გატაცება ჯერ ამერიკის, შემდეგ კი უკრაინის სპეცსამსახურებმა სცადეს

“ბოინგის” შავი ყუთების გატაცება ჯერ ამერიკის, შემდეგ კი უკრაინის სპეცსამსახურებმა სცადეს

902
“ბოინგის” შავი ყუთების გატაცება ჯერ ამერიკის, შემდეგ კი უკრაინის სპეცსამსახურებმა სცადეს

ინტერნეტბლოგმა Zero Hedge ჰოლანდიელ რეჟისორ მაქს ფონ დერ ვერფის ახალი დოკუმენტური ფილმის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. საუბარია მალაიზიურიბოინგისკატასტროფის გამოძიებაზე, რომელიც მან ამსტერდამიდან კუალალუმპურის მიმართულებით ფრენისას უკრაინის საჰაერო სივრცეში განიცადა 2014 წლის 17 ივლისს. თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ, დონბასში, მიწიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს, რომლის შედეგად რეის-MH17-ის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით და ყველა მგზავრი, სულ 298 ადამიანი, დაიღუპა.

ახალი გამოძიება გამოირჩევა იმით, რომ მასში მალაიზიის ოფიციალური პირების: ამჟამინდელი პრემიერმინისტრ მაჰამად მაჰატჰირისა და მალაიზიის მთავრობასთან არსებული საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის, უშიშროების ნაციონალური საბჭოს დირექტორის _ მოჰამედ საკრის ჩვენებები ფიგურირებს. საკრი ამ გამოძიებასთან დაკავშირებული მრავალი ისეთი მოვლენის თვითმხილველია, რომლებიც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

ასე მაგალითად: 2014 წელს მალაიზიის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა თვითმფრინავის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განუცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების “რუსული კვალის” მას არ სჯეროდა.

რეის MH17-ის კატასტროფის ახალგამოქვეყნებული გარემოებები ხუთი წლის წინანდელ მოვლენებს ნათელს ჰფენს.

ფილმის ავტორებმა გვიჩვენეს, რომ მალაიზიის მთავრობა, რომლის წარმომადგენლებიც კიდევ ოთხი ქვეყნის: ჰოლანდიის, ავსტრალიის, უკრაინისა და ბელგიის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ, წინა გამოძიების დასკვნებს სავსებით სამართლიანად არ ეთანხმება. მაქს ფონ დერ ვერფმა წარმოადგინა დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული მრავალი მტკიცებულება უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ იყო ფალსიფიცირებული თუ გატაცებული.

მანამდე ამერიკელმა პოლიტოლოგმა ერიკ ზიუსმა განაცხადა, რომ მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფის გამოძიება “ფარსზე უარესს” დაემსგავსა, იმის გამო, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები ჯიუტად უგულებელყოფენ აშკარა მტკიცებულებებს, ცდილობენ რა, მომხდარში რუსეთის დადანაშაულებას.

გამოძიების ფედერალური ბიურო და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 2014 წელს ყირიმზე შეტევის გადასაფარად ჩამოგდებული “ბოინგის” “შავი ყუთების” გატაცებას ცდილობდნენ.

ინტერნეტ-ბლოგი Zero Hedge მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში უკრაინისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და მათი უშუალო მონაწილეობის დამამტკიცებელ მასალებსაც აქვეყნებს.

მალაიზიის ხელისუფლებამ პირველად განაცხადა იმის შესახებ, რომ “ბოინგის” ჩამოგდებიდან ერთი კვირის განმავლობაში სწორედ მათ აღკვეთეს ნატოს ძალების ცხრაათასიანი კონტიგენტის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც ავიალაინერის ავარიის ადგილის დაცვის საბაბით უნდა განხორციელებულიყო. ამ სპეცოპერაციის მიზანი დონბასში კიევთან დაპირისპირებული ძალების განადგურება და ყირიმზე შეტევის შენიღბვა უნდა ყოფილიყო. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, აგრეთვე, გერმანიის კატეგორიულმა პოზიციამ.

Zero Hedge-სთვის მიცემულ ინტერვიუში მალაიზიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თავდაპირველად აშშ-ის, ავსტრალიისა და ჰოლანდიის მთავრობები გამოძიებაში მალაიზიის წარმომადგენლების დაშვებას არ აპირებდნენ, შემდეგ კი გამუდმებით მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მაგალითად: მალაიზიელები ავიალაინერის ჩამოგდების ადგილსაც კი არ გააკარეს და მათ ეს მხოლოდ ფარულად, ე.წ. სეპარატისტებთან შეთანხმებით მოახერხეს, რომლებმაც 22 ივლისს დონეცკში მალაიზიის წარმომადგენლებს ჩამოგდებული “ბოინგის” “შავი ყუთები” გადასცეს.

კიევში დაბრუნებისთანავე კუალა-ლუმპურის დელეგაციას “შავი ყუთების” წართმევა დაუპირეს: მათი გატაცება ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი უკრაინის სპეცსამსახურებმა სცადეს. ამას გარდა, აშშ-ის მიერ შემდგომში წარმოდგენილი რადიოსაუბრების ჩანაწერები გაყალბებული აღმოჩნდა. ეს როგორც მალაიზიელმა, ასევე გერმანელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს.

politpuzzle.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here