Home ახალი ამბები მსოფლიო “ბოდიში არ მოუხდია”. ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 22,5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება

“ბოდიში არ მოუხდია”. ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 22,5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება

77
“ბოდიში არ მოუხდია”. ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 22,5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება

ამერიკელმა ექსპოლიციელმა დერეკ შოვინიმ ბოლო სიტყვაში მიუსამძიმრა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, მაგრამ მისი სიკვდილის გამო ბოდიში არ მოუხდია.

აშშ-ში განაჩენი გამოუტანეს ექსპოლიციელ დერეკ შოვინის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც შავკანიანი დამნაშავის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილი გამოიწვია მისი დაპატიმრებისას. ამ შემთხვევამ ქვეყანაში მასობრივი არეულობები გამოიწვია. ყოფილმა სამართალდამცველმა თავის სიტყვაში მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ბრალდება მისთვის 30-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლო 22,5 წელზე შეჩერდა.

საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, მუხლით როგორ აწვება პოლიციელი ასფალტზე დაგდებულ შავკანიან დამნაშავეს ყელზე. ფლოიდი ყვირის, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია, შემდეგ კი კვდება. სიკვდილისშემდგომმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დაღუპული ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მისი სიკვდილი ნარკოტიკის ჭარბმა დოზამ გამოიწვია, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.

tsangrd.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here