Home ახალი ამბები მსოფლიო ბერლუსკონი: უკრაინის კრიზისმა მწარე რეალობა წარმოაჩინა _ დასავლეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან

ბერლუსკონი: უკრაინის კრიზისმა მწარე რეალობა წარმოაჩინა _ დასავლეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან

187

გთავაზობთ იტალიის ექსპრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის სტატიას უკრაინის კრიზისსა და ევროპის დაისის შესახებ

რუსეთის აგრესიას ევროპა და დასავლეთი მტკიცედ და ერთიანობით შეხვდნენ. ამ თვალსაზრისით რუსეთმა უკვე წააგო თავისი თამაში: თუ ის დასავლეთს თავის მოწინააღმდეგედ თვლის, მაშინ ის დღეს გაცილებით შეკავშირებულ და გაბედულ მოწინააღმდეგეს უპირისპირდება, ვიდრე ბოლო წლებში ჰყავდა.

მაგრამ, თუ გლობალური სცენარის მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაფერი იცვლება. ამ თვალსაზრისით უკრაინის კრიზისმა ძალიან მწარე რეალობა წარმოაჩინა. დასავლეთის რეაქცია ერთობლივი იყო, მაგრამ რას ვგულისხმობთ  დასავლეთში? აშშ-ს, ევროპას, წყნარი ოკეანის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას, ტრადიციულად დაკავშირებულს აშშ-თან, ისეთებს, როგორიც არის ავსტრალია და იაპონია? ეს ბევრი არ არის. თურქეთმაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, უარი განაცხადა ანტირუსული სანქციების დაწესებაზე.სამწუხაროა, რომ ჩემი მცდელობები, რუსეთი შემეყვანა დასავლეთის ბანაკში, ბოიკოტირებული იყო ზოგიერთი დასავლელი ლიდერის მიერ. ეს რომ გამოგვსვლოდა, დღეს ევროპის სცენარი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. უკრაინის კრიზისი საგანგებო ფაქტის წინაშე გვაყენებს _ რუსეთი იზოლირებულია დასავლეთისაგან მაგრამ დასავლეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან.

ლიბერალური დემოკრატია _ ეს არის მმართველების სისტემა, რომელიც ეხება დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებს. მონაცემების მიხედვით, პლანეტის 8 მლრდ მოსახლიდან მხოლოდ 1,4 მლრდ ცხოვრობს სისტემაში, რომელსაც ფართო გაგებით შეიძლება ეწოდოს თავისუფალი და დემოკრატიული. დანარჩენი 6,4 მლრდ ადამიანი ცხოვრობს დიქტატურაში, ავტოკრატიაში, ოლიგარქიაში, თეოკრატიაში, სხვადასხვა ხარისხის ავტორიტეტულ და ტოტალიტარულ სისტემაში. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები: ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ათობით სხვა აფრიკული, აზიური და სამხრეთამერიკული ქვეყანა ამჟამად დასავლეთთან არ არის.

“თავისუფალი სამყარო” დღემდე აწარმოებს პლანეტის მშპ-ის დიდ ნაწილს? ასე მხოლოდ დასავლური სპეციფიკური სტატისტიკითაა, რეალობა კი საპირისპიროა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ასპექტია და უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა სტაგნაციურ ვითარებაშია. დანარჩენ მსოფლიოში კი, განსაკუთრებით აფრიკაში, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მატულობს.

მწარე რეალობა არის ის, რომ დასავლეთმა ავტორიტეტული ხელმძღვანელობის არარსებობის და თავისი იდეებისა და ფასეულობების სისტემისადმი დაბალი თვითშეფასების გამო ვერ შეძლო ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური კავშირების სისტემის შექმნა.

პირიქით _ დასავლეთმა რამდენიმე დამანგრეველი  უკუსვლა გააკეთა. მაგალითად, ავღანეთში, რომელმაც კიდევ უფრო შელახა მისი ავტორიტეტი პლანეტის საზოგადოებრიობის თვალში. ევროპა რისკავს, უახლოეს ათწლეულში აღმოჩნდეს თიხის ქოთანსა და რკინის ჭურჭელს შორის.

ჩვენს ქვეყნებს არ აქვთ არც სამხედრო ძალა, არც გეოგრაფიულად იზოლაციის პირობები, რომლებიც გარკვეულწილად იცავს ჩრდილოეთ ამერიკას. თქვენ შეიძლება იყოთ ეკონომიკური გიგანტი”, მაგრამ პოლიტიკური ჯუჯა მხოლოდ მანამ, სანამ სხვა არ დაიკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე. ჩვენ მადლიერებისა და ერთგულების ამოუწურავი ვალით ვართ დაკავშირებული აშშ-თან, მაგრამ ვაშინგტონის, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების დამცველის, როლის შემცირების ნიშნები სულ უფრო აშკარაა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here