Home სხვადასხვა დაიჯესტი ახალგაზრდა დემოკრატიების დემოგრაფიული კრიზისი

ახალგაზრდა დემოკრატიების დემოგრაფიული კრიზისი

862
ემიგრანტები

პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური რესპუბლიკების შესვლამ ევროკავშირში დასავლეთ ევროპაში მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია, შესაბამისად _ შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტი და საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემები”, _ განაცხადა ლიტვის სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორმა სარმიტე მიკულენენემ.

მიკულენენეს თქმით, პოსტსაბჭოთა პერიოდში ლიტვამ მოსახლეობის ნახევარი დაკარგა, ლატვიამ _ მესამედი, პოლონეთმა კი ევროკავშირში შესვლის შემდეგ _ მილიონი მცხოვრები. შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ გადაიბირეს სამუშაო ძალა ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდან, შედეგად ვაკანსიებს იკავებენ აღმოსავლეთიდან ჩამოსულები, ძირითადად _ უკრაინელები.

ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად, ახალგაზრდობა, ამიტომ მოსახლეობა სწრაფად ბერდება, რაც საპენსიო სისტემის კრახს გამოიწვევს, რადგან პენსიებს ვერავინ დააფინანსებს. ევროკავშირში ყველაზე სწრაფად ლიტვის მოსახლეობა მცირდება, შემდეგ _ ხორვატიის, ლატვიის, ბულგარეთისა და რუმინეთის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here