Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ _ პოლიტიკური ფეიკების ფაბრიკა

აშშ _ პოლიტიკური ფეიკების ფაბრიკა

97

შესაბამისი საინფორმაციო ფონის შექმნით სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის იდეა ერთერთი საკვანძოა ამერიკულ ისტებლიშმენტში. “დემოკრატიული ფასეულობების დაცვა”, “ამერიკული ცხოვრების პროპაგანდადაადამიანის უფლებების დაცვაამერიკელების დესტრუქციული ქმედებების ძირითადი საფარველია სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

ამ საქმეში მოწინავე პოზიციაზე დგას USAGM (US Agency for Global Media) _ გლობალური მედიის სააგენტო. ამ კანტორამ მრავალი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ამჟამინდელი კი 2018 წელს შეიძინა, მაგრამ სააგენტოს მუშაობის არსი ძველებური დარჩა.

USAGM _ ეს არის კონგლომერატი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მსხვილ სამაუწყებლო ქსელს: “ამერიკის ხმას”, “რადიო თავისუფლებას”, “რადიო თავისუფალ აზიას”, ტელევიზიასა და რადიო მარტის (კუბის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდა), აგრეთვე, არაბულ რადიო SAWAსა და ტელეარხ ALHURRA.

დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მუშაობა სააგენტომ, ფაქტობრივად, 1950 წელს დაიწყო, როცა “რადიო თავისუფლებამ” დაიწყო ტრანსლაცია კომუნისტური ჩეხოსლოვაკიისთვის. მაუწყებლობის ქსელით დაფარვა თანდათან გაფართოვდა.

“ამერიკული ფასეულობებისა და აშშ-ის იმიჯის განმტკიცების პროპაგანდაში” ბოლოს ჩაერთვნენ არაბული Sawa და Alhurra. თვით USAGM-ის ქსელების გეოგრაფია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მის ნამდვილ მიზანს წარმოადგენს მუშაობა “არასასურველ” ქვეყნებთან.

სააგენტოს ჟურნალისტები ეთერში ლაპარაკობენ 62 ენაზე, მაგრამ გასაოცარია, რომ აშშის ტერიტორიაზე USAGMის ქსელების მაუწყებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. ამერიკელებს ყველაფერი გამართული აქვთ – შიდა მაუწყებლობისთვის გამოყენებულია CNN-ისა და Sky Chanel-ის პროპაგანდა, საგარეო მტრებისთვის კი _ ზემოაღნიშნული “ოქროს ექვსეული”. უცხო ქვეყნებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია ისე არის გატენილი ფეიკებითა და აშკარა პროპაგანდით, რომ რიგით ამერიკელებს მათზე დიდწილად ხელი არ მიუწვდებათ _ მათთვის ინფორმაცია დაბლოკილია.

როგორც ჩანს, USAGM-მა იცის, რომ ქვეყანაში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შეიძლება აღშფოთდნენ აშკარა ტყუილების გავრცელების გამო.

USAGM-ის ოფიციალურ პოზიციაში ბევრი შეუსაბამობაა. ის 100% სახელმწიფო სტრუქტურაა და მიზნად ისახავს, “ავტორიტარულიქვეყნების მოქალაქეებამდე მიიტანოს მართალი და ზუსტი ინფორმაცია. თითქოს საწყალი მოქალაქეები იძულებულნი არიან, მოიხმარონ რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარებული მასმედიის გულმოდგინედგასუფთავებულიკონტენტი.

იმის შესახებ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება USAGM-ს თავისუფალი მედიასაშუალება ეწოდოს, კანტორაში ტაქტიკურ დუმილს ამჯობინებენ.

არ არსებობს ადეკვატური პასუხი კითხვაზე _ რისთვის არის სააგენტოს ქსელები საჭირო, თუ არსებობენ საერთაშორისო მაუწყებლები, მაგალითად CNN-ი და SKY CHANNEL-ი? ამ კითხვაზე USAGM-ის პასუხი ასეთია: ეს არხები მაუწყებლობენ ინგლისურად, ჩვენ კი _ 62 ენაზე, CNN-ის მილონობით საინფორმაციო ბლოკის ინგლისურად თარგმნა უფრო ადვილი იქნებოდა?

ამ პასუხში ჩანს მსოფლიოს მოსახლეობის დაყოფა პირველი ხარისხის ადამიანებად, ამერიკელებად, და დანარჩენებად. ამის შესაბამისი კანონიც კი არსებობს _ სმიტმუნდტის, რომელიც 1948 წლიდან პირდაპირ კრძალავდა უცხოელებისთვის გათვალისწინებული ამერიკული პროპაგანდის ტრანსლაციას ქვეყნის შიგნით. მხოლოდ 2013 წელს შეიტანეს შესწორება, რომელიც ნებას რთავს რიგით ამერიკელს, მიიღოს პროპაგანდის დოზამოთხოვნის მიხედვით და იმ შემთხვევებში, როცა ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დაწესებულ უფლებამოსილებებს, აკრძალვებს, პრინციპებსა და სტანდარტებს”. როგორც შესწორების ინიციატორები ამტკიცებენ, ძირითადი სტიმულები იყო ინტერნეტის გავრცელება, რომლისგანაც ბევრს ვერაფერს დამალავ, და რუსული არხის, RUSSIA TUDAY, ამუშავება. 2015 წელს USAGMმა განაცხადა, რომ RT ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორიც არის ტერორისტული ორგანიზაციები _ “ისლამური სახელმწიფოდაბოკო ჰარამი”.

საერთოდ კი, სააგენტოს საქმეები ცუდად არ მიდის. შემდეგ საფინანსო წელს USAGM-ი კონგრესისგან 810 მლნ დოლარს მიიღებს.

შესადარებლად: კლიმატის პრობლემებთან საბრძოლველად გამოყოფილია გაცილებით ნაკლები _ 610 მლნ, მაგრამ ეს არაფერია იმ თანხებთან შედარებით, რომლებსაც ამერიკელები ხარჯავენ USAID-ისთვის ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის.

ფეიკების კიდევ ერთი სააგენტო

USAID-ი მომავალ საფინანსო წელს გადასახადების გადამხდელებისგან მიიღებს კოლოსალურ თანხას _ 58,5 მლრდ დოლარს. სააგენტო პირდაპირ ექვემდებარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტს მიზნების შესაბამისი ჩამონათვალით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ USAID-ის თანამშრომლები დაკავებულნი არიან ყველაფრით: ზრუნავენ ეკოლოგიაზე, ასუფთავებენ წყალს, კურნავენ ავადმყოფებს, ასწავლიან ადამიანებს და, რა თქმა უნდა, ზრუნავენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე. ეს ყველაფერი ორგანიზებულია მხოლოდ ამერიკული მსოფლმხედველობის ბაზაზე.

2006 წლიდან ორგანიზაციაში მუშაობს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ფონდი, რომლის სპეციალისტებიც 86 ქვეყნის(!) არჩევნებში ჩაერივნენ, მათ შორის _ ბელარუსისა და ყირგიზეთის. სახელდობრ, ამ ორგანიზაციისა და ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED) გავლით ხდებოდა ცნობილი არხის, NEXTA-ს, დაფინანსება. USAID-ის საკვანძო მიღწევაა გრანტები ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომლებითაც მოხდა უკრაინის მართლმსაჯულების საჭირო მიმართულებით “კორექტირება”.

2019 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს USAID-ის სპეციალისტები აკონტროლებდნენ. სააგენტო ბევრ მიმართულებას მოიჯარეს აძლევს შესასრულებლად. მაგალითად, კომპანია Deloitte Consulting LLP 39 მლნ დოლარად არის დაკავებული უკრაინის სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებით. იმ შემთხვევაში, თუ საქმე ისე არ გამოვა, როგორც უნდოდათ, პრეტენზიები მოიჯარეებთან ექნებათ.

USAID-ის პრესრელიზებში სიტყვაც არ არის ნათქვამი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე საუდის არაბეთში. როგორც ჩანს, ამერიკულ პრინციპებსა და საბაზისო ფასეულობებს ერრიადი სრულად იცავდა და იცავს, განსაკუთრებით ჟურნალისტ ჰაშიგის მკვლელობის შემთხვევაში.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეკვეთების პორტფელში უფრო მკაცრი მისიებიც არის. მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის არცთუ მცირე ნაწილი იხარჯება ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და აფრიკის ქვეყნებში დაქირავებულთა მრავალათასიანი კონტინგენტის დაფინანსებაზე. გამოცემა Newsweekში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საიდუმლო არმია Signature reduction ყოველწლიურად 900 მლნ დოლარს იღებს. “უსახო, უგვარსახელოსპეციალისტებს შორის, რომელთა რაოდენობაც 60 ათასს აღწევს, არის ჰაკერების კოჰორტა, რომლებიც მასშტაბურ შეტევებითა და ფეიკების გავრცელებით არის დაკავებული.

სპეცსამსახურში, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა აღემატება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების რაოდენობას, დაკავებულები არიან “სოციალურ ქსელებში მანიპულაციებით”.

ფეიკების სახელმწიფო ფაბრიკის ერთ-ერთი ხერხი არის მითის შექმნა ყოვლისშემძლე რუს ჰაკერებზე; თანაც, არა უბრალო ჰაკერებზე, არამედ ჰაკერებზე, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს საგარეო დაზვერვაში. 2015 წელს USAD-მა და FBI-მ რუსეთს ბრალი დასდეს 1300 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის პირადი მონაცემების გამოქვეყნებაში. “მზაკვარმა” რუსმა ჰაკერებმა არა მხოლოდ გატეხეს მონაცემთა ბაზები, არამედ ძვირფასი ინფორმაცია მიაწოდეს ახლოაღმოსავლელ ტერორისტებს. ორი წლი შემდეგ კი გაირკვა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა თავიანთი თავი თვითონჩაუშვესქსელში GPSიანი ფიტნესსამაჯურებითა და ჭკვიანი საათების მეშვეობით. შემდეგ ყველამ ერთხმად გაიცინა, მაგრამ კრემლის მზაკვარ ჰაკერებზე ფეიკი ფეიკად დარჩა. და, როგორც დღეს ვხედავთ, აშშ ყველანაირად კვებავს თავის მითურ ქმნილებას.

გერმანიის ბუნდესტაგში სექტემბერში დანიშნული არჩევნები უკვე შეღებილია რუსული გავლენის საღებავებით. არ წყდება ყალბი ახალი ამბების გავრცელება: “რუსეთი არჩევნებში ერევა”, “კრემლი ამზადებს შეტევას გერმანულ დემოკრატიაზე” და ა.შ. შედეგად, პატარა შეფერხებაც კი და ყველას ეცოდინება, ვის უნდა დაბრალდეს.

topwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here