Home რუბრიკები საზოგადოება აშშ-ის არმიის ვეტერანი სექსისა და პორნოსთვის ფილიპინელ ბავშვებს შეისყიდდა

აშშ-ის არმიის ვეტერანი სექსისა და პორნოსთვის ფილიპინელ ბავშვებს შეისყიდდა

582
მაიკლ კერი კლემანსი

კალიფორნიის შტატის სასამართლომ პენსიონერ პედოფილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკული არმიის ვეტერანი მაიკლ კერი კლემანსი თავისი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ციხეში გაატარებს. New York Post იუწყება, რომ ეს ავხორცი კაცი წლების განმავლობაში ჩადიოდა ფილიპინებში, სადაც აუპატიურებდა ადგილობრივ ბავშვებს და, პარალელურად, ბავშვთა პორნოგრაფიას ქმნიდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პედოფილი ისე იყო დარწმუნებული ხელშეუხებლობაში, რომ დაუფარავად შეისყიდდა ფილიპინელ გოგონებს. ამ მიზნით შეეკრა ადგილობრივ ქალს, რომელიც შეურჩევდა 7-დან 10 წლამდე ბავშვებს. პედოფილიის მსხვერპლი პატარები ან ღარიბ-ღატაკი ოჯახებიდან იყვნენ, ან სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული ოჯახებიდან.

თანამზრახველი ქალი კლემანსს ბავშვთა პორნოგრაფიასაც უმზადებდა. დამკვეთი რეგულარულად უგზავნიდა თავის მოთხოვნებს, თუ რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა “ქორფა საქონელს” _ როგორი გარეგნობის უნდა ყოფილიყო, როგორი მაკიაჟით, ვარცხნილობით და ა.შ. დამნაშავის სახლში მისი ავხორცობის დამადასტურებელი 27 ათასი პორნოფოტო იპოვეს.

კლემანსს არ უარუყვია დანაშაული, აღიარა ყველაფერი და აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ სასამართლომ, დანაშაულის მასშტაბურობიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, არ მიიჩნია მისი თანამშრომლობა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად და პედოფილი მთელ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here