Home ახალი ამბები მსოფლიო “აფრიკის 21 მლნ-ზე მეტი მცხოვრები შიმშილის პირასაა”

“აფრიკის 21 მლნ-ზე მეტი მცხოვრები შიმშილის პირასაა”

145

ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam Internationalის წარმომადგენელმა პარვინ ნგალამ განაცხადა, რომ მარცვლეულსა და ზეთზე ფასების მატების გამო აფრიკის ღარიბი რეგიონების 21 მლნზე მეტი მცხოვრები შიმშილის ზღვარზეა.

“თუ ვისაუბრებთ ხორბლის მოწოდებაზე, მისი დიდი ნაწილი (90%) მიეწოდება (აღმოსავლეთ აფრიკაში) უკრაინიდან და რუსეთიდან. ეს ორი ქვეყანა აკონტროლებს ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს და ეს თავისთავად მიუთითებს პრობლემაზე მსოფლიო სასურსათო სისტემაში.

ადამიანებს, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან, საშუალება არ აქვთ, შეიძიენონ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის პური და ხორბლის სხვა ნაწარმი. მიმდინარე სასურსათო კრიზისის გამო გაერომ მოუწოდა, 6 მლრდ დოლარი გამოყონ აღმოსავლეთ აფრიკაში შიმლიშის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ეს ინიციატივა მხოლოდ 3%-ით დააფინანსეს”, _ განაცხადა ნგალამ.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here