Home ახალი ამბები მსოფლიო აურზაური დასავლურ “სალხინეთში”

აურზაური დასავლურ “სალხინეთში”

161

დასავლურისალხინეთი”, რომელსაც ასე ლამაზად გვიხატავენ, ბოლო 30 წელია, სულ უფრო ემსგავსება საგიჟეთს.

რამდენიმე დღის წინათ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (დოლარის ემისიის მსოფლიო ცენტრმა) გამოაცხადა, რომ უკვე მარტიდან აპირებს თანდათან გაზარდოს საბაზისო განაკვეთი (პროცენტი, რომელსაც ის არიცხავს ბრუნვაში გასაშვებ დოლარებს). ამის გამო ძლიერ აღშფოთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ვრცელი კრიტიკული გამოსვლით უპასუხა ფედერალური სარეზერვო სისტრმის გადაწყვეტილებას.

აქ საინტერესო ის კი არ არის, ვინაა მათ შორის მართალი, არამედ ის, რომ გლობალისტური ინსტიტუტები, როგორიცაა ფედერალური სარეზერვო სისტრმა და მსოფლიო სავალუტო ფონდი, შიდა უთანხმოებებს დახურულ კარს მიღმა, ფარული მოლაპარაკებებით წყვეტდენ, ახლა კი საჯარო გარჩევები მოაწყვეს და მწარ-მწარე ტირადებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ საბანკო პროცენტზე აწყობილ ლიბერალურ დასავლურ სისტემას რესურსები შემოელია, მათ შორის კონფლიქტები მრავლდება და თითოეული მათგანი მზადაა, სხვა ჩაძიროს, ოღონდ თვითონ “გამოძვრეს”. ჩვენი მთავრობა და ოპოზიცია კიდევ მათ იმედზე არიან და ხალხს გვამშვიდებენ, რომ “დასავლეთი ურყევად გვიჭერს მხარს” და რომ “ჩვენი ხსნა დასავლეთშია”. ამისმა მთქმელმა ისიც უნდა აგვიხსნას, დასავლეთში ერთმანეთსაც რომ აღარ ინდობენ, ჩვენთვის მაინც მოიცლიან (როდის უზრუნიათ, მგარამ მაინც)? თუ ჩვენ მათთვის გამოწურული ლიმონივით ვართ და ზედმეტი, უსარგებლო ტვირთი?

დასავლური “სალხინეთი”, რომელსაც ასე ლამაზად გვიხატავენ ბოლო 30 წელია, სულ უფრო ემსგავსება საგიჟეთს. წინ კიდევ ბევრი სანახაობა გველის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here