Home რუბრიკები საზოგადოება არეულობა საქართველოში

არეულობა საქართველოში

1365
ომარ მარგველაშვილი

საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა რომ მძიმეა, მტკიცება არ სჭირდება. ქვეყნის ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს გაუსაძლის მდგომარეობას და იმასაც ხვდება, რომ უახლოეს ხანში ვითარება არ შეიცვლება, ვინაიდან ამის წინაპირობები არ ჩანს.

ბოლო 28 წლის განმავლობაში მდგომარეობა იყო ცუდი ან ძალიან ცუდი, მიუხედავად ხელისუფალთა დაპირებებისა. იყო დახმარება დასავლური საფინანსო ორგანიზაციებისა და სააგენტოებისა, რომლებიც გვიწონებდნენ ეკონომიკურ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ ყველაზე დიდი ბარომეტრი, მოსახლეობის სოციალური პირობები, ისევ გაუსაძლისი რჩებოდა.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა და ხელისუფლების ცვლამ იმედგაცრუებულ ხალხს შვება და დაპირებების კორიანტელი მოუტანა. დღემდე მმართველი პარტია, რომელიც მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით გახდა ქვეყნის საჭეთმყრობელი, ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ნდობის გამართლებას; პირიქით _ კარგავს ქულებს უნიათო მმართველობის, არაპროფესიონალიზმის, არასწორი საკადრო პოლიტიკისა და სხვა ნეგატიური ნაბიჯების გამო.

რომ არა “ნაციონალური მოძრაობა” და საზოგადოების შიში, რომ ეს პარტია კვლავ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლების სადავეებს, ხალხი მმართველ პარტიას მხარს არ დაუჭერდა და ისე დაივიწყებდა, როგორც “მოქალაქეთა კავშირს”.

ქართული ოცნებისმიმართ ხალხის იმედგაცრუების მიზეზი ბევრია, თუმცა მათ შორის გამოირჩევა .. კოაბიტაცია _ ხელისუფლებაოპოზიციას შორის მოჩვენებითი, “ცივილიზებულიურთიერთობების ჩამოყალიბება. 2012 წელს საქართველოს ქალაქების ქუჩებში გამოსული ხალხის გულისწყრომის მთავარი მიზეზი იმჟამინდელი ნაცური ხელისუფლების არაადამიანური მმართველობა იყო. ხალხი ვერასდროს იფიქრებდა, რომქართული ოცნებაკარდინალურად შეცვლიდა თავის პოლიტიკას ნაცების მიმართ და ხალხის მტერ პარტიას საარსებო არტერიებს არ გადაუჭრიდა, ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის კანონგარეშედ არ გამოაცხადებდა დავირის აბანოშიარ გაუშვებდა.

კარიკატურა

ნაცური ოპოზიცია, დარწმუნებული ხელისუფლების უპრინციპობაში, უუნარობასა და დაუსჯელობაში, კვლავ გააქტიურდა და “რევოლუციური” გზით ხელისუფლებაში მოსვლაც დააპირა. ეს დაადასტურა 20-21 ივნისის მოვლენებმა, განსაკუთრებით, პარლამენტის წინ გამართულმა “ომმა”.

მოიერიშეები წინასწარ შედგენილი სცენარით მოქმედებდნენ, ნაცური სცენარით. საბაბიც გამოძებნეს _ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გალაშქრება, ანუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, გავრილოვის, ჩაჯდომა პარლამენტის სპიკერის სავარძელში.

თითიდან გამოწოვილმა საბაბმა გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკური რყევა, რომელსაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადადგომა, პარლამენტის უმრავლესობის წევრის მიერ პარლამენტის დატოვება, ხელისუფალთა დათანხმება მომავალი საპარლამენტო არჩევნების (2020 .) მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

ხელისუფლებამ ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა მომიტინგეთა მოთხოვნა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე, მინისტრისა, რომელიც ხელმძღვანელობდა აღგზნებული და აგრესიული მომიტინგეების შეტევის პოლიციის მიერ მოგერიებას, რითაც ქვეყანა იხსნა მორიგი “ქუჩური” გადატრიალებისგან.

მიტინგი დღესაც გრძელდება გახარიას გადადგომის მოთხოვნით და, როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული და რა მოიტანა ან მოაქვს მას ქვეყნისთვის?

კითხვა მარტივია და პასუხიც იოლი გასაცემია, თუ ღრმად ჩავხედავთ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. საქართველომ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. მან დამოუკიდებლობის აქტიც მიიღო და რეფერენდუმიც ჩაატარა ამ პრობლემაზე.

მაგრამ ვაღიაროთ: ნამდვილი დამოუკიდებლობა მაშინ იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

მოსკოვში გაჟღერებულმა თავისუფლების ჰანგებმა დიდი ვერაფერი აღმაფრენა გამოიწვია თბილისის ძმათამკვლელ ომში ჩართულ მოსახლეობაში, რაც არ არის გასაკვირი. დახოცილი, დასახიჩრებული ადამიანებისა და დედაქალაქის დანგრეული ცენტრის შემყურე, ვერ აღიქვამდა ნაბოძებ თავისუფლებას, ცხადია.

კარიკატურა

შემდეგ იყო ომები ავტონომიების შესანარჩუნებლად, კატასტროფული მარცხი, უშუქობა, უგაზობა, უპურობა, სიცივე, ძმათა შორის შუღლი, გაუტანლობა, პარტიების სახელდახელოდ შექმნა და გაუქმება, საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებით ჩატარება და სხვა მრავალი ნეგატიური მოვლენა, რომლებიც დამახასიათებელია დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქვეყნებისთვის.

თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჰქონდა (მეტ-ნაკლებად) ეს პრობლემები, მაგრამ საქართველოს _ განსაკუთრებით. დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს დაშვებული დანაშაულებრივი შეცდომები, რომელთა გამო ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტიც დავკარგეთ და შრომისუნარიანი მოსახლეობა ლუკმაპურის საძებნად უცხოეთში გადაიხვეწა.

ქვეყანამ ვერა და ვერ მოახერხა თავისი მოსახლეობის გამოკვება, სამუშაო ადგილების შექმნა, ფაბრიკა-ქარხნების, საწარმოების ამუშავება, საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება და სხვა მრავალი ის, რაც ესოდენ საჭიროა ნებისმიერი ქვეყნისთვის.

საქართველო, ისევე, როგორც 30 წლის წინათ, მიტინგებითაა შეპყრობილი. ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს _ პარლამენტის შენობის წინ მიტინგი, “მგზნებარეუგუნური გამოსვლები, აგრესიული რიტორიკა, კარვების დაცემა და სხვა უკვე გულის ამრევი ქმედება. ვერც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში (გარდა უკრაინისა) ვერ შეხვდებით ისეთ ბაკქანალიას, როგორიც ჩვენთან არის.

ყველა რესპუბლიკაში შეინიშნება წინსვლა უკეთესობისკენ, გარდა საქართველოსი. ყველა მათგანს დასავლეთი განუვითარებლად, არადემოკრატიულად მიიჩნევს, ჩვენ კი პირიქით _ დემოკრატიის შუქურად გვაცხადებს.

საქართველო სამაგალითო ქვეყანაა აშშისა და მისი მოკავშირეებისთვის, რომლებმაც ყველაფერი იღონეს საქართველოს გადასაბირებლად, ისტორიული კავშირის გასაწყვეტად. მათი მიზანი მარტივი იყო _ ტრადიციული ურთიერთობების ძირფესვიანად ამოძირკვა, ჩვენი გულისყურის დასავლეთისკენ მიპყრობა, ძველის ლანძღვაგინება, დასავლეთის ქებადიდება.

განადგურდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა _ ფაქტობრივად, ყველაფერი, რითაც ხარობდა ერი _ დასაქმებული, დაპურებული, მშვიდი ცხოვრებით დალხინებული. დასავლეთმა გვირჩია, მწარმოებლობა დაგვევიწყებინა და მომხმარებლობა გაგვეფეტიშებინა. და ჩვენც უმალ ავყევით ქვეყნის ნგრევის პროცესში. ჯართად გავყიდეთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი გრანდიოზული საწარმოები.

საქართველო იქცა უზრდელი, უსაქმური, თავხედი, ნარკომანი ახალგაზრდების სათარეშო ადგილად, ამერიკული ფულითა და იდეოლოგიით გაჟღენთილი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცრუ ჟურნალისტიკის ასპარეზად. ქვეყანა გადაიქცა დასავლური მდარე ხარისხის კვების პროდუქტების გამსაღებლად. ვლაპარაკობთ ხმის ჩახლეჩამდე პარლამენტში, ვბღავით მიტინგებზე, ერთმანეთს ვეჩხუბებით და ვლანძღავთ თოქშოუებში, პირად საუბრებში; ვიგინებით ქუჩაში, ტელეგადაცემებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. დედის გინება ხომ ჩვეულებად იქცა.

ჩვენ “თავისუფლები”, “დემოკრატები” ვართ, ვინაიდან შეგვიძლია მეზობელი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის უწმაწური სიტყვებით გინება, რუსი ტურისტების შეურაცხყოფა, გაქურდვა. ერთ დროს ზრდილი, სტუმართმოყვარე ერი, ამერიკელთა წყალობით, გაუნათლებელ, აგრესიულ ბრბოდ იქცა.

მკითხველი ისე ნუ გამიგებს, რომ ჩემი ნათქვამი ყველას ეხება. საქართველოში ბევრია დარბაისელი, განათლებული, ზრდილობით შემკული ინტელიგენტი ადამიანი, მაგრამ მათი ხმა არ ისმის. არადა, რაოდენ აუცილებელია ჭკვიან მამათა ომახიანი შეძახილი _ შეჩერდით, რას სჩადით?! თვალი გაახილეთ, ერთმანეთისგან გაარჩიეთ მტერი და მოყვარე! ადამიანებო, პატივი ეცით და მოეფერეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი!

ქართული მედია, ფულისა და განუკითხაობის პროცესში მონავარდე და აშშ-ის მოჯამაგირე, გონიერ, ჭკვიან ადამიანებს სტუდიაში სალაპარაკოდ არ მიიწვევს, საგაზეთო ინტერვიუს არ ჩამოართმევს მარტივი მიზეზის გამო _ მათ ფონზე არარაობად, უმეცრად გამოჩნდება.

ზემომოყვანილმა მაგალითებმა ქვეყანა უმძიმეს დღეში ჩააგდო, მაგრამ ვინ არის გამკითხავი: უმოქმედო ხელისუფლება თუ უცოდინართა საზოგადოება?

აშშმა უმაქნის სახელმწიფოდ გვაქცია. არაფერს ვაკეთებთ, გარდა რუსეთის გინებისა. დასანანია, რომ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ხალხი ლამის უისტორიო, მაგრამ ფულიანი ამერიკის მონად არის ქცეული და მის დავალებას _ რუსეთთან დაპირისპირების ამოცანას _ უყოყმანოდ ასრულებს.

სულაც არ არის გასაკვირი ქვეყანაში სოციალური ყოფის გაუარესება, ქვეყნის მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

20-21 ივნისის მოვლენებმა, რუსოფობიის აფეთქებამ, ეკონომიკის სერიოზული ჩავარდნა გამოიწვია _ გაუფასურდა ლარი; შეწყდა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა; შეწყდა რუსი ტურისტების ნაკადი; დაცარიელდა ქვეყნის ზღვისა და მთის კურორტები. ტურისტების შემცირებამ ნეგატიურად იმოქმედა კაფეებსა და ბარებზე, რესტორნებზე, სასტუმროებზე, საერთოდ, მომსახურების სფეროზე და .. მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ვინ არის დამნაშავე?

პასუხი მარტივია: ავანტიურისტი ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობის” სახით და მას მიტმასნილი პარტიები, დაავადებული ანტირუსული ბაცილით.

ჩვენდა საბედნიეროდ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უარყო რუსეთის დუმის გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს დაწესების თაობაზე, თუმცა ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი და ე.წ. პოლიტიკოსები. “პუტინს კეთილი ბიძიას სახის შექმნა სურს”, _ აცხადებენ ისინი და წამითაც არ ფიქრობენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ემბარგოს შემოღებას.

მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფალთა წვლილი არეულობაში. გაუგებარია მისი გადაწყვეტილებები კრიმინალინაცმოძრაობისმიმართ, დამნაშავეთა დაუსჯელობის საკითხში, გაჭიანურებულ გამოძიებაში, საქმისადმი ზერელე მიდგომაში, რაც საზოგადოებას არწმუნებს ხელისუფალთა უნიათობასა და ინდიფერენტულობაში.

სხვას ვერაფერს ვიტყვით, როდესაც პარლამენტის წინ პერმანენტული მიტინგები მიმდინარეობს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მიტინგი საზოგადოებაში არსებული დაძაბულობისა და პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელიც მეხამრიდივით ისხლეტს ტურისტებს, ინვესტიციებსა და ქვეყნის სიმშვიდეს. პოლიტიკურად არასტაბილურ საქართველოში არც ტურისტი ჩამოვა და არც ინვესტიცია ჩაიდება.

რაც შეეხება ჩვენ მიერ უკვე მერამდენედ გალანძღულ და შეურაცხყოფილ რუსეთს, ის მზად არის საჰაერო კომუნიკაციების აღსადგენად, ოღონდ მას შემდეგ, რაც ვითარება ჩაცხრება და რუსოფობიური განცხადებების ნაკადი შეწყდება.

“ეს “მოღვაწეები” (იგულისხმება რადიკალები) არც კი ფიქრობენ, როგორ აზარალეს საკუთარი ქვეყანა და ხალხი. რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება ანტირუსული აგრესიის შედეგად გამოწვეული საფრთხისა და ზარალის სწრაფ გაანალიზებას და შესაბამისი ზომების მიღებას”, _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლავროვი.

რასა იქმს ხელისუფლება? _ არც არაფერს. ნაცვლად მოწოდების შესრულებისა, თვითონ გამოდის რუსეთის კრიტიკით.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებული არიან მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, ვინაიდან კარგად იციან, რომ საქართველოში დაწყებულირევოლუციასერიოზულ გავლენას იქონიებს მათზეც. იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ვითარების დარეგულირებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. მათ ვერ გაუგიათ, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფალთა ჭარბი ლიბერალიზმი _ შიშს თუ ინდიფერენტიზმს?

აზერბაიჯანის გულისწყრომა გამოიწვია ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ დავითგარეჯში: თავდასხმა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე მკაცრად იქნა შეფასებული აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განმარტებისთვის დაიბარა საქართველოს ელჩი პატარაძე.

აზერბაიჯანული პრესის მიხედვით, “ბაქომ თბილისს მოსთხოვა ინციდენტის სწრაფი გამოძიება და შესაბამისი ზომების განხორციელება. საქართველოს მხარემ აღიარა შეცდომა, როგორც “შეუფერებელი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის”.

გაზეთები იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისში გამართული მიტინგების მსვლელობისას ისმის ანტიაზერბაიჯანული ლოზუნგები დავითგარეჯის კომპლექსის აზერბაიჯანის მიერ “მიტაცების” გამო.

დესტაბილიზაციას ჰყავს დამკვეთი _ ეს დასავლეთია, შემსრულებელი კი _ ადგილობრივი რადიკალური ძალები. ამ საქმეში რუსეთის დადანაშაულება გამიზნული პროვოკაცია და დეზინფორმაციაა. რუსეთს ყველაზე მეტად ესაჭიროება სიმშვიდე სამხრეთ საზღვრებთან, რასაც ვერ ვიტყვით აშშზე, რომელიც რუსეთის ირგვლივ ქმნის ცხელ წერტილებს _ ეს ამერიკული გეგმაა და არა რუსული”, _ წერს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ტოფიკ აბასოვი.

დასაფიქრებელია დიასპორა “ჯავახკის” ხელმძღვანელის, აგასი არაბიანის, განცხადებაც: “საქართველოს არაკეთილმოსურნეები მედიაში ინტენსიურად ავრცელებენ ქსენოფობიურ მასალებს, რითაც სურთ ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის) სომხების თავიანთ საშინაო კონფლიქტებში ჩართვა. ისმის კითხვა: ვინ აღვივებს ახალ ეროვნებათაშორის კონფლიქტს, ვის სურს საბოლოო ჯამში საქართველოს დაშლა?”

ავტორს მაგალითად მოჰყავს რუსეთის დუმის წევრის _ გავრილოვის ამბავი, რომელსაც წინასწარ მომზადებულ პროვოკაციად მიიჩნევს.

ავტორის დასკვნით, საქართველოში აგორებული პროვოკაცია, რომლის უკან ამერიკული ძალები დგანან, მიმართულია კავკასიაში დაძაბულობისა და ქაოსის შექმნისკენ. ამ დაკვეთას ასრულებენ ქართველი რადიკალები, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს”.

აი, ასე ჩვენმა “შეუპოვარმა პატრიოტულმა” ბრძოლამ, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, მთლიანად კავკასიაში გამოიწვია ნეგატიური შედეგი. ჩვენი მეზობლები საქართველოს ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების გატარებას მოითხოვენ.

და რას აკეთებს ხელისუფლება?

ქმედითს არაფერს!

სახელმწიფო მოხელეებისთვის 158 ახალი თეთრი ფერის “ჯიპის” შეძენის გარდა, არაფერს.

ვაი, ჩვენს თავს!

ომარ მარგველაშვილი

1 COMMENT

  1. ვიცით ეს ყველაფერი,ზეპირად, კონკრეტული საქმე თქვი,რა მოვუხერხოთ ამ ყველაფერს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here