Home სხვადასხვა დაიჯესტი ანკარაში თავს დაესხნენ Sputnik-თურქეთის 3 თანამშრომელს

ანკარაში თავს დაესხნენ Sputnik-თურქეთის 3 თანამშრომელს

1764
ანკარაში თავს დაესხნენ Sputnik-თურქეთის 3 თანამშრომელს

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოროსია სეგოდნიასადა ტელეარხ РТის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ანკარაში Sputnikთურქეთის 3 თანამშრომლის ბინებში აგრესიულად განწყობილი ადამიანები შეიჭრნენ.

“ანკარაში ჩვენი 3 თანამშრომლის ბინებში შეიჭრნენ დაუდგენელი ვინაობის ადამიანები, იმუქრებოდნენ, უყვიროდნენ ჩვენს თანამშრომლებს, რომ სამშობლოს მოღალატეები არიან, რადგან რუსებისთვის მუშაობენ”, _ დაწერა სოციალურ ქსელში მარგარიტა სიმონიანმა.

“ორგანიზებულ ჯგუფებში, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენი 3 თანამშრომლის ბინებს ანკარაში, დაახლოებით 10-მდე ადამიანი იყო თითოეულში. ისინი ყვიროდნენ: “თურქეთი თურქებისთვის!”, “მოღალატეები!” და “რუსი ჯაშუშები”, _ განაცხადა საერთაშორისო სააგენტო “როსია სეგოდნიასა” და ტელეარხ РТ-ის მთავარმა რედაქტორმა.

Sputnik-თურქეთის მონაცემებით, ინციდენტი მოხდა 29 თებერვალს ღამის 10-დან 11 საათამდე პერიოდში. თავდამსხმელები პოლიციის მოსვლამდე მიიმალნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს Sputnik-თურქეთის თანამშრომლებმა ჯანდაცვის ორგანოებს.

სიმონიანმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ გასაკვირია, როგორ შეიტყვეს თავდამსხმელებმა მისი “არც ისე საჯარო თანამშრომლების” მისამართები.

28 თებერვალს თურქულ სოცქსელებში გაჩნდა მუქარები რუსი დიპლომატების მიმართ. ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თათბირი გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან. შეკრების მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ თურქეთის ხელისუფლება ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს თურქეთში რუსეთის დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.

უფრო ადრე თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა, რომ მის მიმართ მუქარა კვლავ გრძელდება. ერხოვის თქმით, მუქარის ავტორები ამბობენ, რომ რუსი სამხედროების თავის ქალებისგან ცათამბჯენებს ააგებენ. ელჩის აზრით, ისინი, ვინც ასეთ მუქარებს გზავნიან, ვერ აცნობიერებენ თავიანთი მოქმედების შესაძლო შედეგებს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here