Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულმა უშიშროებამ ამერიკელების 500 მილიონზე მეტი სატელეფონო ზარი ჩაიწერა

ამერიკულმა უშიშროებამ ამერიკელების 500 მილიონზე მეტი სატელეფონო ზარი ჩაიწერა

1222
სატელეფონო ზარების კონტროლი

აშშის ეროვნული უშიშროების სააგენტო წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი რიგითი მოქალაქის ზარებსა და კერძო მიმოწერას იწერს და აგროვებს. Reutersის ცნობით, 2017 წელს მან  534 მილიონ სატელეფონო  ჩანაწერს მოუყარა თავი.

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, შეგროვებული ჩანაწერების რაოდენობამ სამჯერ და მეტად მოიმატა: 2016 წელს შეგროვებული 151 მილიონიდან 2017-ში _ 523 მილიონამდე,_ ნათქვამია სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში. ასეთი მკვეთრი მატების მიზეზს არ ასახელებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here