ტენესის შტატის (აშშ) სენატორი კატრინა რობინსონი 600 ათასი დოლარის ოდენობის ფედრალური სახსრების დატაცებასა და გაფლანგვაში დაადანაშაულეს, _ იუწყება Daily Mail–ი.
39 წლის სენატორმა ეს თანხა თავისი ქორწილისთვის, თაფლობის თვისთვის, განქორწინების საქმისთვის დაქირავებული ადვოკატისთვის დახარჯა. ამას გარდა, მან კეთილმოაწყო სახლი, ქალიშვილს უყიდა ყველგანმავალი და დააფინანსა შვილების ბიზნესი.
მიტაცებული ფული უნდა დახარჯულიყო მედდების მომზადების პროგრამაზე სასწავლებელში, რომელსაც ხელმძღვანელობს რობინსონი, ახლა კი ქალბატონ კატრინას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
Lenta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ