Home ახალი ამბები მსოფლიო ავტომობილისა და თვითმფრინავის ჰიბრიდს ბრატისლავის თავზე ფრენის ნება დართეს

ავტომობილისა და თვითმფრინავის ჰიბრიდს ბრატისლავის თავზე ფრენის ნება დართეს

137

სლოვაკურმა კომპანია KLEIN VISIONმა მიიღო საავიაციო უსაფრთხოების პირველი ევროპული სერტიფიკატი მის მიერ შექმნილი მანქანისა და თვითმფრინავის ჰიბრიდისთვის.

როგორც Euronews-ი იუწყება, ორადგილიან ჰიბრიდს, სახელწოდებით AirCar-ს, ამიერიდან უფლება აქვს, იფრინოს ბრატისლავის თავზე. მან უკვე განახორციელა 200-ზე მეტი აფრენა-დაფრენა. ჰიბრიდის ფრენის ხანგრძლივობა 75 საათზე მეტს შეადგენს.

AirCar-ის ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ია და მისი შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ჰიბრიდი ვერტმფრენების ალტერნატივა იქნება.

Kein Vision-ის კონსტრუქტორები ამჟამად მუშაობენ მფრინავი ავტომობილის შექმნაზე, რომელიც 1000 კმ-ს იფრენს და მისი სიჩქარე საათში 300/კმ იქნება. ამის შემდეგ კი დაიწყება ამ ჰიბრიდის სერიული წარმოება.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here