Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰოლივუდის კინოკონცერნის ხელმძღვანელმა მსახიობი გოგონა შეაცდინა

ჰოლივუდის კინოკონცერნის ხელმძღვანელმა მსახიობი გოგონა შეაცდინა

592
კევინ ცუძიხორა

ჰოლივუდის კინოკონცერნ Warner Bros-ის ხელმძღვანელი კევინ ცუძიხორა გახმაურებული სექსსკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. გაირკვა, რომ დაცოლშვილებულმა გენერალურმა დირექტორმა საწოლში ჩაიწვინა 21 წლის მსახიობი გოგონა შარლოტა კირკი: დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ მსხვილ კინოპროექტებში მთავარი როლების შესრულებას გაუხერხებდა. 6 მარტს გამოცემა Hollywood Reporterმა გამოაქვეყნა Warner Brosის ბოსისა და ნორჩი მსახიობის მიმოწერა.

მთავარ როლებზე კირკი, რა თქმა უნდა, არავის მიუწვევია, მხოლოდ ორი ფილმის მეორეხარისხოვან სცენებში ათამაშეს _ “აქტიური ძებნა” (2016) და “ოუშენის 8 მეგობარი ქალი” (2018). განრისხებულმა არშემდგარმა “დივამ” ცუძიხარა სოციალურ ქსელების გამოყენებით ყალთაბანდობაში ამხილა. მიმოწერის სკრინშოტი Hollywood Reporter-ს ხელთ ჩაუვარდა და გამოაქვეყნა კიდეც.

მეტი რა საქმე აქვს?!

“კევინ, როგორ ხარ? ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ბრძანდები, მაგრამ, როცა ჩვენ იმ მოტელში სექსით ვერთობოდით, შენ დახმარებას დამპირდი. როცა შენ მე არად მაგდებ, თავს გამოყენებულ ნივთად ვგრძნობ”, _ დაწერა შარლოტა კირკმა. პასუხად ცუძიხარა დაჰპირდა, რომ ძალას არ დაიშურებდა მის დასახმარებლად, მაგრამ დღემდე მთავარი როლი კირკისთვის არავის შეუთავაზებია.

შარლოტამ უკვე განაცხადა, რომ არავითარი პრეტენზია ცუძიხარას მიმართ არ აქვს და რომ იგი (ცუძიხარა) ყოველთვის კორექტულად იქცეოდა. მაგრამ რადგან ტაშტი გატყდა, ხმაც გავარდა და სტუდიის ხელმძღვანელი გაუთვალისწინებელი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. “როცა ახალ ბრალდებებს გვაცნობენ, შესაბამისი გამოძიება სტანდარტული პრაქტიკაა. სწორედ ასე მოვიქცევით ამჯერადაც”, _ განაცხადა Warner Media-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელსაც იმოწმებს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here