მთავარი პოლიტიკა ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, უწინარესად, სწორედ ამერიკასა და ევროპას არ აძლევთ ხელს

ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, უწინარესად, სწორედ ამერიკასა და ევროპას არ აძლევთ ხელს

877
გააზიარეთ
ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, უწინარესად, სწორედ ამერიკასა და ევროპას არ აძლევთ ხელს

თქვენი აზრით, რა ხდება, როცა, მაგალითად, რუსეთის რომელიმე მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას რაღაცისკენ მოუწოდებს? _ ეს ფასდება, როგორც სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა. იგივე ხდება, თუ მოწოდებას გააკეთებს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც, უბრალოდ, არ მოგვწონს. აი, თუ ამერიკის ან ევროპის წამყვანი ქვეყნის მაღალჩინოსანი, მოწოდებას კი არა, მოთხოვნას წამოუყენებს ხელისუფლებას, ეს ფასდება, როგორც პარტნიორის რჩევა და არა ჩარევა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ანუ, ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ასე მივეჩვიეთ, ამ მიმართულებითაც მოქმედებს და მას შევეგუეთ. აღნიშნულ საკითხს ისევ დავუბრუნდებით და ნათლად დაგანახვებთ, რეალურად რას ნიშნავს სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა და რა შედეგს ვიღებთპარტნიორებისრჩევების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენზე გაცილებით დიდი სახელმწიფოები. მანამდე კი

ყველანაირი გათვლითა და დათვლით, წლევანდელი ზაფხული ტურიზმის მხრივ უპრეცედენტო უნდა ყოფილიყო. მთავარი სიკეთე ქართული ეკონომიკისთვის რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს უნდა მოეტანათ და მხოლოდ რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკაში 1.5 მილიარდი დოლარი, .., თითქმის 4.5 მილიარდი ლარი (საქართველოს ბიუჯეტის მესამედი) უნდა შემოსულიყო. გარდა იმისა, რომ ამ თანხის 70%-ზე მეტი მოსახლეობაზე გადანაწილდებოდა და რიგით ადამიანებში დოვლათი შეიქმნებოდა, ბიუჯეტიც არანაკლებ სარგებელს მიიღებდა; ვარაუდობდნენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, უდიდესი ალბათობით, 2,3-მდე ჩამოვიდოდა და ეს კიდევ ერთი მესიჯი იქნებოდა ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ფულის დაბანდებას გეგმავდნენ. შედეგად, საქართველო ნაწილობრივ მაინც გახდებოდა ფინანსურად დამოუკიდებელი და აღარ იქნებოდა ჩამოკიდებული იმ გრანტებზე, რომლებსაც ზუსტად ისე გადმოგვიგდებენ, როგორც სასადილოს წინ მაწანწალა ძაღლისთვის გაიმეტებს ხოლმე მებუფეტე გამოხრულ ძვალს. სწორედ ეს არ გვაპატიეს, სწორედ ეს დამოუკიდებლობა არ აძლევდათ ხელს და მოხდა ის, რაც ყველამ ვიხილეთ _ დაარტყეს რუსეთს, რომელიც მთავარი დონორი უნდა ყოფილიყო ტურისტულ სეზონზე. ამ პროვოკაციით არა მხოლოდ ტურისტული სეზონი ჩავარდა, არამედ უდიდესი ზიანი მიადგა სოფლის მეურნეობასაც, რადგან მოწეული მოსავალი რუსულ ბაზარზე ვეღარ შევიდა და, რაც შევიდა, უკან გამოაბრუნეს.

ამას ლარის კურსის გაქცევა მოჰყვა და ყველაზე საინტერესოც სწორედ აქ ვიხილეთ. როგორც კი კურსი 3,0-იან ნიშნულს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა 32 მილიონი დოლარი გაყიდა და კურსი დაიჭირა. შემდეგ იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც გაავრცელა იმავე ბანკმა: ყველაფერს ვაკონტროლებთ და, თუ ლარის კურსის დასტაბილურება იქნება საჭირო, ამასაც მოვახერხებთო. მერე იყო, ხელისუფლების მაღალჩინოსნები რომ გამოვიდნენ და გვამცნეს: ხომ ხედავთ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებაო… ბატონებო, დაცინვა გასაგებია, მაგრამ ამ დონის დაცინვა და თანაც საკუთარი ხალხის?! რას ჰქვია, თუ ლარის დასტაბილურება გახდა საჭირო?! ანუ, ახლა საჭირო არ არის, 3,0 ნიშნულთან ნახევარ ნაბიჯში რომ დგას? ანუ შეგიძლიათ ეს კურსი დაბლა დაწიოთ, მაგრამ არ აკეთებთ იმიტომ, რომრომ მოსახლეობა მუდმივ სტრესში იყოს, რათა დილით გაღვიძებულზე, სანამ პირჯვარს გადაიწერს, მივიდეს და ლარის კურსი ნახოს? რატომ და რისთვის კეთდება ეს, გვეტყვის ვინმე? აი, ახლა დავუბრუნდეთ თავში მოყვანილ თემას.

ბოლო კვირაა, რუსეთსა და ჩინეთში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა და ვითარება გამწვავდა. ორივე შემთხვევაში ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი ამერიკამ რევერანსების გარეშე მომიტინგეების ლიდერებს მოუწოდეს: არ დანებდეთ, თქვენ გვერდით ვართო. უფრო მეტიც, სწორედ მათი მოწოდების საფუძველზე ჩატარდა არასანქცირებული მიტინგები და, როცა ხელისუფლებებმა ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი გასცეს და ათასობით ადამიანი დააკავეს, ხმაური ატეხეს: დიქტატია, სიტყვის თავისუფლება იზღუდებაო.

არადა, იმავე გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში არასანქცირებული მიტინგები უარესი მეთოდებით იშლება და ისჯება, უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ცრემლმდენი აირი და რეზინის ტყვიები წვიმასავით მოდის, მაგრამ იქ ეს დემოკრატიის სახელით “პრავდება”. რუსეთისა და ჩინეთის საგარეო უწყებებმა ამერიკის ელჩები დაიბარეს და საპროტესტო ნოტებიც გადასცეს საშინაო საქმეებში ჩარევისთვის (ისე, საქართველოში ვინმეს ფიქრში მაინც თუ დაუშვია, ამერიკის ელჩისთვის, რაიმე საკითხზე საპროტესტო ნოტის გადაცემა კი არა, სიტყვის შებრუნებაც კი?). თავის მხრივ, ამერიკამ კვლავ დემოკრატიის სახელით დაიწყო ვაჭრობა, ევროპაც აიყოლია და რამდენიმედღიან აქციებს როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის ეკონომიკისთვის ცუდი შედეგები მოჰყვა: ორივე ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, დაეცა ჩინური და რუსული კომპანიების აქციები საერთაშორისო ბაზრებზე და, საერთო ჯამში, ორივე ქვეყანას ერთად 50 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიადგა. ჩვენ თუ გვკითხავთ, ძირითადი მიზანი და მიზეზი ეს იყო _ სწორედ ამისთვის გაკეთდა ყველაფერი, თორემ ამერიკასა და ევროპას ათასობით დაკავებული ადამიანის ბედი რომ არ ანაღვლებთ, ისედაც ცხადია.

ბოლო მონაცემებით, როგორც ჩინეთის, ისე რუსეთის ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა. საზოგადოდ, ჩინური ეკონომიკის აღმასვლა ბევრ სახელმწიფოს უკარგავს მოსვენებას, ხოლო ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების დათბობა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ამ კეთილმეზობლური ურთიერთობის ფონზე ჩინეთმა და რუსეთმა იმდენი მოახერხეს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის მყარად დამკვიდრება შეძლეს. ამან ეკონომიკის აღმასვლა გამოიწვია დაამერიკამ და ევროპამ მაშინვე დაძაბეს სიტუაცია და აღმასვლა შეაჩერეს.

ახლა რომ გითხრათ, _ ჩვენთანაც იგივე ხდება და ჩვენს აღმასვლას ამერიკა და ევროპა არასოდეს დაუშვებენ-მეთქი, შესაძლოა, არც დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია: ძლიერი საქართველო, დამოუკიდებელი საქართველო, უწინარესად, სწორედ ამერიკასა და ევროპას არ აძლევთ ხელს. დამოუკიდებელი და ძლიერები რომ ვიყოთ, სამათხოვროდ ხელი აღარ გვექნებოდა გაშვერილი, აღარ ვიქნებოდით ვალდებულნი არავის წინაშე და შესაბამისად, ბოლო მოეღებოდა კონტროლის მექანიზმსაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არც ამერიკის ელჩის ჭკუაზე ვივლიდით და აღარც ევროპას მოვუსმენდით პირდაღებულები და არ შევასრულებდით მათ ნებისმიერ (ჰო, ნებისმიერ) მითითებას.

საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკის აბსურდულ განცხადებას, საჭიროების შემთხვევაში ჩავერევითო, ოპოზიცია ჩვეული სიმწვავით არ გასცემს პასუხს. ანუ, მათაც იციან, რომ მითითებაა ასეთი, რომ ასეა საჭირო და თავადაც, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძუძუზე ჩამოკიდებულები, ცდილობენ, არ გააღიზიანონ. ისინი ხომ არ არის ეს მიზანმიმართული გაღარიბება ქვეყნისა, რათა შემდეგ მშიერი ადამიანების მართვა უფრო იოლი იქნეს? სხვა სახელს ვერ ვარქმევთ და “სტრატეგიული პარტნიორების” ქცევაც მხოლოდ ამაზე მიანიშნებს. ამერიკისა და ევროპის ინსტიტუტების მიმართ პროტესტი კი არა, მოსახლეობის უმრავლესობას ის ადარდებს, დილით შინიდან რომ გავა, საღამოს შვილებს საკვებად რა მიუტანოს. ამის ფონზე ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა დამატებით ურტყამს თითოეული ჩვენგანის ჯიბეს, თორემ მაღალჩინოსანს, რომელსაც, სულ ცოტა, ოთხნიშნა ხელფასი აქვს, სულაც არ აინტერესებს, თვის ბოლოს ჯიბეში ასი დოლარით ნაკლები ექნება თუ მეტი.

შეიძლება თავხედობაც გამოგვივიდეს, ამერიკისა და ევროპის ბრძოლა რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანას რომ მივაბათ, ისეთი პატარა და უმნიშვნელო რგოლი ვართ ამ ყველაფერში, მაგრამ ფაქტია, რომ ერთერთი იარაღი, რომლითაც რუსეთს დასავლეთი ებრძვის, საქართველოა, ხოლო ის მეთოდი, რომლითაც რუსეთისა და ჩინეთის დარი გიგანტების წაქცევა სურს იმავე დასავლეთს, ჩვენზე გაცილებით დამანგრევლად მოქმედებს.

ტურისტული სეზონი ბოლო დღეებს ითვლის. უკვე ყველამ აღიარა, რომ რუსი ტურისტების ჩანაცვლება ვერ მოხერხდა და ასე თურმე არც ხდება. მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს ეკონომიკასა და ქართველი ხალხის ჯიბეზე განხორციელებულმა შტურმმა მილიარდ-ნახევრით ხომ გვაზარალა და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი იქნება, თუ… თუ ურთიერთობის მოგვარებას არ შევეცდებით და ეს ახლავე უნდა დავიწყოთ, რადგან მოლაპარაკებები არ იქნება ხანმოკლე და მარტივი, აღარ ვართ მომგებიან პოზიციაში, აღარ ვართ იმ საფეხურზე, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით რომ ვისაუბროთ _ ეს ხომ ყველაზე კარგად რუსეთმა იცის, ჩვენ უკან მდგომი დასავლეთი რეალურად ის საპნის ბუშტია, რომელიც პირველივე სულის შებერვაზე გასკდება და ხელში მხოლოდ შეშფოთებული ამერიკა და აღშფოთებული ევროპა (ან პირიქით) შეგვრჩება.

მანამდე კი დაველოდოთ, როდის დადგება კარგ განწყობაზე ეროვნული ბანკი და მისი საბჭო, რომლის წევრებსაც ხუთნიშნა ხელფასები აქვთ; როდის გადაწყვეტენ, რომ დროა, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდეს და ხალხმა ამოისუნთქოს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი აბსურდულად ჩანს, მაგრამ ერთმა ასეთმა აბსურდმა “შედეგი” უკვე მოგვიტანა და ახლა მეორეს დაველოდოთ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here