Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩვენ რით და როგორ დავიცავთ თავს?

ჩვენ რით და როგორ დავიცავთ თავს?

490
ჩვენ რით და როგორ დავიცავთ თავს?

რამდენიმე დღის წინათ თავს დაესხნენ საუდის არაბეთის სანავთობე ობიექტებს და მნიშვნელოვნად დააზიანეს. ეს ობიექტები დაცული იყო ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს არ გაჰკვირვებია, რომ საუდის არაბეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა, მათ შორის, ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსმა Petriot-ებმა, ვერ შეძლეს ნავთობსაბადოებზე შეტევის მოგერიება.

დიპლომატის თქმით, მსგავსი სისტემები “ცვალებადი წარმატებით” მუშაობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთში ათეულობით დრონის მოგერიება ვერ შეძლეს ძალიან რეკლამირებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Petriot-ისა და Aegis-ის მწირი შესაძლებლობების გამო.

ექსპერტებმა ამ შეტევას სანავთობე სამყაროს 11 სექტემბერი უწოდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი საუდის არაბეთს ნავთობსაბადოებზე დრონების შეტევის შემდეგ C-300-ის ან C-400-ის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ანკარაში სირიის საკითხზე სამმხრივი (რუსეთი-თურქეთი-ირანი) შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, საუდის არაბეთის სამეფოს ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება და შეისყიდონ ჩ-300 ან ჩ-400-ები, როგორც ეს გააკეთა, თურქეთის ხელისუფლებამ. “ისინი საიმედოდ დაიცავენ საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურის ნებისმიერ ობიექტს”, _ ხაზგასმით აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა. სამეფოს სანავთობე ობიექტებზე შეტევის კომენტირებისას პუტინმა გამოიყენა ციტატა ყურანიდან: “შეუძლებელია, არ გავიხსენო წმინდა ყურანის სტრიქონები, რომლებშიც ნათქვამია: გაიხსენეთ ალაჰის მოწყალება, თქვენ ოდესღაც იყავით მტრები. ალაჰმა შეარიგა თქვენი გულები და გაქციათ ძმებად”. ვფიქრობ, სწორედ აქედან გამომდინარეა საჭირო მოქმედება”, _ დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მოსკოვი დახმარებას სთავაზობს ერ-რიადს, რადგან რუსეთს აქვს დრონებისგან ჰმეიმიმას ბაზის (სირია) საკმაოდ წარმატებული დაცვის გამოცდილება. საუდის არაბეთში მომხდარმა დაადასტურა, რომ ყველა სანავთობე და, რა თქმა უნდა, სხვა ობიექტებიც ჯეროვნად დაცული არ არის “კაპიკებად” ღირებული საშუალებების შეტევისგან. არა მხოლოდ საუდის არაბეთს, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება თავისი ობიექტების დაცვა. ამ მხრივ რუსეთი ყველას შეახსენებს, რომ მას აქვს გამოცდილება, წარმატებით დაიცვას თავისი ობიექტები.

საკითხავია, საქართველომ რით და როგორ უნდა დაიცვას თავი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here