მთავარი Facebook ფრაზები ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: თხასავით გაგყიდით ყველას

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: თხასავით გაგყიდით ყველას

922
გააზიარეთ

„ტაბულას“ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავისგან ვერავინ გადაარჩენს. 

როგორც ის facebook-ის პირად გევრდზე წერს, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი შეხვდა თუ არა მეგის ქარდავას, მაღალი თანამდებობა ეჭირა და ქარდავას დანაშაულზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.

“თხასავით გაყიდვა არ ვიცი საიდან მოდის – მაგრამ მე გეუბნებით, ვინც ახლა გვერდში უდგახართ, ყველას
ასე სათითაოდ და თხასავით გაგყიდით. სულ ყველას, სანამ სულ სულ მარტო არ დარჩება და გამორჩენისთვისაც აღარავის ენდომება.
P.S. საკუთარი თავისგან ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენს, რამდენიმე წლის წინ იმედი მქონდა, წინ ადამიანურ კედელს თუ გავუკეთებდით, შეახლიდა თავს და უკან დაიხევდა, გადავარჩენდით.
სამწუხაროდ კედელი ვერ მოხერხდა ზოგიერთი თანამებრძოლის სიხარბის, სისუსტის და ჩასვრის გამო და მიექანება ესეც, მორევში.
შენახვედრი იყო თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს – მაღალი თანამდებობა ეჭირა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ქარდავამ თუ რამე დააშავა, ამისიცაა და მისი დროის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებისაც“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ქარდავას არ იცნობს ის მხოლოდ პრესიდან უნახავს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავა, ღირსების და ვახტანგ გორგასლის ორდენებით ჰყავს დაჯილდოებული.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. megis qardavas rom girsebis da gorgaslis ordens miscem, amis shemdeg ityvi saxelmwifos vashenebdio. sakitxavia ra damsaxurebistvis daajildova es mwamebeli da ar icoda rasac chadioda?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here