Home სხვადასხვა დაიჯესტი შოტლანდიელი პედერასტი მინისტრი მოზარდთან მიმოწერის გამო მოხსნეს

შოტლანდიელი პედერასტი მინისტრი მოზარდთან მიმოწერის გამო მოხსნეს

682
შოტლანდიელი პედერასტი მინისტრი მოზარდთან მიმოწერის გამო მოხსნეს

ლაპარაკია შოტლანდიის ფინანსთა მინისტრ დერეკ მაკეიზე, მას შემდეგ, რაც პრესაში 16 წლის მოზარდთან მისი მიმოწერა გამოქვეყნდა.

2013 წელს მინისტრმა განაცხადა, რომ მამათმავალია და გაეყარა ცოლს. ახლა კი სექსუალურ სკანდალში გაება. როგორც გაზეთმა The Scottish Sun-მა გაარკვია, მაკეის ნახევარი წლის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდა გაჩაღებული “ფეისბუკითა” და “ინსტაგრამით” 16 წლის ყმაწვილთან. პოლიტიკოსმა ბიჭს 300-მდე შეტყობინება გაუგზავნა, უწოდებდა საყვარელს, კომპლიმენტებს არ იშურებდა და სთხოვდა, მათი მიმოწერა საიდუმლოდ შეენახა. ამასთანავე, ყმაწვილს შეხვედრას სთავაზობდა.

ყმაწვილის დედა: “ასეთი ადამიანი ბიჭს ამგვარ რამეებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს. აშკარად ჩანს, რომ მას რაღაც სურდა ჩემი ბიჭისგან. ჩემი ვაჟის მეგობრებმა, მისმა გოგომ შეიძლება უთხრან, რომ საყვარელია, მაგრამ არა ამ უცნაურმა ტიპმა”.

თავად მაკეიმ განაცხადა, რომ დააშავა, ბოდიშიც მოიხადა ადრესატთან, შემდეგ კი განაცხადა, რომ გადადგებოდა.

დერეკ მაკეი: “სულელივით მოვიქეცი და ძალიან ვნანობ… მთავრობაში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ვნანობ, რომ ვუღალატე კოლეგებსა და მხარდამჭერებს”.

შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნიკოლა სტერჯენმა მიიღო მინისტრის გადადგომის განცხადება, ხოლო კონსერვატორების პარტიის ლიდერმა ჯექსონ კარლომ ექსმინისტრს მოუწოდა, დატოვოს ქვეყნის პარლამენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here