მთავარი საზოგადოება ღმერთი ქვებსა თლის თავისი ქალაქისთვის

ღმერთი ქვებსა თლის თავისი ქალაქისთვის

800
გააზიარეთ
ღმერთი ქვებსა თლის თავისი ქალაქისთვის

საქართველო და მსოფლიოგთავაზობთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრის, იღუმენ დოვმონტის (ბელიაევის) ინტერვიუს თარგმანს, რომელიც, გარკვეულწილად ჩვენს ქვეყანაში ამჟამად განვითარებულ მოვლენებსა და გამძაფრებულ ურთიერთობებს ეხმაურება. წერილის სათაური ერთგვარი იდიომაა, რომლის სათავე, როგორც ჩანს, ძველ აღთქმაში უნდა ვეძებოთ, კერძოდ: “ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისთვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნიდან იყვნენ და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ” (პირველი ნეშტთა, 22,2). “ქვებადადამიანებია წარმოდგენილი, განსხეულებული ტაძრები ღვთისა, რომელთაც ებრძვის ლუციფერი.

წმინდანების თანაგრძნობა და ტალახში ამოსვრილი უწმინდურები

_ მამაო, რატომ ბოგინებს მიწიერ ტაძარში ამქვეყნიური ვნებანი და როგორ უნდა შევებრძოლოთ მათ? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

_ ბოგინებს იმიტომ, რომ ტაძარი საღმრთო-ადამიანური ორგანიზმია: ეკლესიის წინამძღოლია თავად ღმერთი, უფალი იესო ქრისტე, შედგება კი იგი ცოცხალი, მონანიე ადამიანებისგან….

_ მართლად მონანიე ადამიანებისგან.

_ მონანიება უცებ არ მოდის: მავანნი ჯერ კიდევ გზის დასაწყისში არიან. ერთ-ერთი ფილმის (“კუნძული”) გმირი ამბობს: “შენ გგონია, რომ არ ვიცი ჩემი ცოდვები?” მაგრამ ერთია, გაიცნობიერო საკუთარი ცოდვები, სხვა საქმეა, შეძლო შენი თავის დაძლევა და გამარჯვება, შეგნება იმისა, რომ ეს ერთი და იგივე არ არის. ამიტომ იყო, რომ წმინდა მამები თითოეულ ადამიანს ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებოდნენ. მახსოვს, აღსარებაზე რომ ვიყავი მამა ნიკოლაი გურიანოვთან, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ თითქოს მეპყრობოდა, როგორც ბავშვს. მაგალითად, ახალგაზრდა მშობლებს ტალახში წაექცათ შვილი. მშობლები დაეხმარნენ, წამოაყენეს, დაბანეს, სუფთად ჩააცვეს და განაგრძო ბავშვმა სეირნობა. ბერები ასე აღიქვამენ შენს ცოდვებს, არ დაგძრახავენ, რომ წაიბორძიკე და წაიქეცი, წამოგაყენებენ, დაგბანენ და განუგეშებენ. მათთან ურთიერთობის შემდეგ ფრთებშესხმულივით ხარ, აღფრთოვანებული მიფრინავ. ტალახში კი არ ამოგთხვარეს, არამედ წამოგაყენეს და გზის გაგრძელებაში დაგეხმარნენ. მოგირჩინეს წყლული, რომელიც გტანჯავდა, გიმკურნალეს. მთავარი აქ შემდეგია: დაგეხმარნენ შენი ცოდვების გათვითცნობიერებაში და შეგაგნებინეს, რომ მათი დაძლევა მხოლოდ შენ ძალგიძს, ამას სხვა ვერავინ ვერ იქმს.

_ თქვენ ლაპარაკობთ ცოდვებზე, რომლებსაც ჩვენ, ქრისტიანები, მოვინანიებთ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც შეგნებულად, დაუფარავად მზაკვრობს, ცრუობს, ავისმქმნელია და ამ ყველაფერს ეკლესიის სახელით აკეთებს, ეკლესიის ავტორიტეტსაა ამოფარებული. ამას როგორღა ვებრძოლოთ?

_ ბრძოლა… რას ნიშნავს “ბრძოლა”? მთავარი “მებრძოლი” ჩვენთან ლუციფერია, რომელიც მოგვიწოდებდა ბრძოლისკენ, ცვლილებებისკენ, რეფორმირებისკენ. საინტერესო ფაქტია: ოდიოზურმა ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დაკავების პრეტენზია ჰქონდა, უნივერსიტეტის დამთავრებისას თავისი სადიპლომო ნაშრომი მიუძღვნა… ლუციფერს, როგორც “დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთ პირველ მებრძოლს”.

რატომ იქმს ღმერთი ამ ყველაფერს? მხედველობაში მაქვს ჭმუნვა ეკლესიის წიაღში. მგონია იმიტომ, რომ, როგორც საღვთო წერილშია ნათქვამი, თითოეული ჩვენგანით, ვითარცა ცოცხალი ქვებით, უნდა ააგოთ სახლი ღვთისა. ეს იდეა განავითარა ნეტარმა ავგუსტინემ ტრაქტატში “ღვთის სახლის შესახებ”: ყოველი ქვა უნდა დამუშავდეს, გამოითალოს, და ღმერთიც გამოთლის თითოეულ ჩვენგანს თმენის, თვინიერებისა და სევდის გზით. ღმერთის ჩანაფიქრით, თმენის, ცდუნების, მწუხარების და ეგრეთ წოდებული წყენინების გზით ჩვენ უნდა ვიქცეთ ღირსეულ ცოცხალ ქვებად (რადგან ნამდვილი ქრისტიანი არ უნდა გაუნაწყენდეს ადამიანს: ხომ აშკარაა, რომ ვინც მას აწყენინა, იმის ზურგს უკან დგას რქიანი ეშმაკი და არა ადამიანი). განაწყენება, განრისხება, შურისძიება, იცოდეთ, “არ არის ჩვენი მეთოდი”. ადამიანი ავ საქმეს სჩადის არა იმიტომ, რომ თვითონ არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ თავადაც არ იცის, ეშმაკი მისით რომ იკვალავს გზას.

_ ეს ნიშნავს, რომ მზაკვარ ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ ეკლესიის სახელით მოქმედებს, უნდა მიუდგე ჩვენი საერთო ცოდვილობიდან გამომდინარე?

_ რასაკვირველია. ვისგან განიცადა ჭმუნვა და ვაება ღირსმა მამა სიმონ ახალმა ღვთისმეტყველმა? იმათგან, ვინც საპატრიარქოში იჯდა, უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანებისგან _ მიტროპოლიტებისგან. ეძებდნენ რაიმე ისეთს, რის გამოც შეძლებდნენ გამოდევნებოდნენ, ჩაექროთ, ჩაეცხროთ, გადაესახლებინათ რაც შეიძლება შორს. იგივე ითქმის ღვთივკურთხეულ იოანე ოქროპირზე, ნექტარ ეგინელზე, სერაფიმე საროველზე… ვინ უტევდა? თავისიანები, ვინც გვერდით ჰყავდა, თანამოძმენი. წმინდა მამა იოანე კრონშტატელი ამბობდა: ნუ ფიქრობ, რას იტყვიან შენზე ადამიანები, იფიქრე იმაზე, რას იტყვიან შენზე უფალი და მისი წმინდა ანგელოზები”. ამიტომ, დაე, რაც სურთ, ის ილაპარაკონ შენზე, გესროლონ ტალახი, ცილი დაგწამონ, არ უპასუხო იგივეთი. თუ მათ დონემდე დაეშვები, ეს ნიშნავს, რომ უარყოფ ქრისტეს მცნებას: თუ ერთ ლოყაში გაგარტყეს, მეორე მიუშვირე. თუ თავი ქრისტიანად მიმაჩნია, არ მოვიქცევი ისე, როგორც მე მექცევიან. თუ უნამუსოდ მომექცევიან, არ გავკიცხავ; უნამუსოდ კი არ მოვიქცევი, არამედ დავფიქრდები იმაზე, ჩემი რომელი არაღვთისნიერი ქცევის ან თვისების, რომელი ჩემი ცოდვის გამო მომიწყო ღმერთმა ასეთი გამოცდა. და როცა მიზეზს ვიპოვი, დავძლევ საკუთარ თავს და ცოდვისგან განვიწმინდები. სწორედ ეს არის ქრისტიანობა. “როცა დაგჩაგრავენ, ილოცე მათთვის, გიხაროდეს, რომ ქრისტესთვის იტანჯე. ჩვენ კი პასუხად კომბლის მოქნევა გვსურს”, _ ასეთია ბერის სიტყვა.

ადამიანის მთავარი მტრის, აგრეთვე, ხატების შესახებ

ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მტერია ეშმაკი. იმის გამო, რომ ამას ხშირად ვივიწყებთ და ყველაფერი პიროვნებაზე გადაგვაქვს, ვაკეთებთ საქმეს ეშმაკისას, რომელსაც სურს, მას კი არ ვებრძოლოთ, არამედ ადამიანებს. ესაა მთავარი ფანდი. თუ ამ გზას დაადგები, შეიძლება საერთოდ დაკარგო სახე ადამიანის.

დასავლური ხატთაყვანისმცემლობისგან განსხვავებით, რომლის მიხედვით ხატი განიხილება, როგორც ინფორმაციის წყარო, მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ხატი არა მხოლოდ ქადაგებაა, არამედ საღმრთო ენერგიის გამტარებელიც არის. ათონიდან გავრცელებული იდეების მიხედვით, ღმერთი თავისი წმინდა არსით შეუცნობელია, მაგრამ მასთან შეხება შეგვიძლია მისი ღვთიური ენერგიის მეშვეობით, რომელიც თავს იჩენს სასწაულმოქმედი ხატების, ზიარების, ეკლესიის სიწმინდეების მეშვეობით. ეს ღვთიური ენერგია, ღვთიური ძალა, ღვთიური მადლი ამ გზით გადმოდის ჩვენზე.

ესაუბრებოდა პეტრე დავიდოვი

(იბეჭდება უმნიშვნელო შემოკლებით)

გადმოაქართულა არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here