Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება მას თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით ყოფნის გარანტიას...

ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება მას თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით ყოფნის გარანტიას აძლევს

502
ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება მას თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით ყოფნის გარანტიას აძლევს

აშშის კონგრესმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის შანტაჟში დაადანაშაულა და იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად აამოქმედა. თვითონ ტრამპის აზრით, ეს არის მორიგიკუდიანებზე ნადირობა”, ამერიკაში კი ყველაფერი ისე კარგადაა, როგორც არასდროს. ასე რომ, ეს პროცედურა თვითონ ტრამპს აძლევს ხელს. როგორც ჩანს, აშშის პრეზიდენტი მართალია: დემოკრატები ხაფანგში მოექცნენ, რაც მათ გამანადგურებელ მარცხს გამოიწვევს არჩევნებში.

რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპმა სიტყვა წარმოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან. მან გაიმეორა ადრე რამდენჯერმე ნათქვამი, რომ მომავალი ეკუთვნის არა გლობალისტებს, არამედ პატრიოტებს. საქმე ის არის, რომ ეს იყო საყვედურები და არა მუქარები.

ვაშინგტონელი მთავარი “ქორის”, ჯონ ბოლტონის, გადადგომის შემდეგ ტრამპი, როგორც ჩანს, აღარ განიხილავს სამხედრო ოპერაციების სცენარებს. პირიქით _ მას სურს, “შეწყდეს დაუსრულებელი ომების პოლიტიკა” და უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით არც ერთი ომი არ დაუწყია, მისი წინამორბედები კი, რეიგანით დაწყებული, ამ სტადიაზე ვიღაცას ეომებოდნენ.

“აშშ-ს არასდროს სჯეროდა მუდმივი მტრების. ამერიკის ზოგიერთი ახლო მეგობარი ოდესღაც მისი უბოროტესი მტერი იყო. ჩვენ გვინდა, გვყავდეს პარტნიორები და არა მოწინააღმდეგეები. ყველას შეუძლია ომის დაწყება, მაგრამ მხოლოდ ყველაზე გაბედულებს შეუძლიათ, აირჩიონ მშვიდობა”. ეს ყველაფერი გამოიყურება, როგორც ერთმნიშვნელოვანი მიწვევა მოლაპარაკებებზე ტრამპისთვის ასე საყვარელი “გარიგებებისთვის”, რომლის მაგალითადაც აშშ-ის პრეზიდენტმა მოიყვანა სიტუაცია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის გარშემო. არც რუსეთი, არც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის, საქართველო, ტრამპს ერთხელაც არ უხსენებია. სამაგიეროდ მან კულუარებში ილაპარაკა უკრაინაზე: “მე ვაჩერებ სახსრების გამოყოფას და მანამდე შევაჩერებ, სანამ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნები არ შეიტანენ თავიანთ წვლილს უკრაინის დახმარების საქმეში, იმიტომ, რომ ისინი არ აკეთებენ ამას, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ვაძლევთ უამრავი რაოდენობის ფულს და მე ვსვამ კითხვას: რისთვის?” _ ბობოქრობდა აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის ეს ფრაზა საქმეში ჩახედულმა ხალხმა გაიგო ასე: მე უკრაინის საქმეებზე ხელიც დამიბანია, უკრაინის საქმეებში ამერიკა აღარ ჩაერევა. ვინც იქ ვითარება არია (ე.ი., საფრანგეთმა და გერმანიუმ), მანვე გამოასწოროს და უკრაინის შესანახი ფულიც გადაიხადოს.

შუა ზაფხულში ვაშინგტონმა შეაჩერა კიევისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფა _ ტრამპს თითქოს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ, კორუფციის მაღალი დონის მიუხედავად, ფული საქმეში იდება”, მაგრამ მოგვიანებით კონგრესის ზემოქმედებით დაფინანსება განახლდა. ახლა კი ამ ისტორიას პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები იყენებენ ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ ტრამპი აშანტაჟებდა ზელენსკის არჩევნებში თავის მთავარ კონკურენტზე, ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენზე კომპრომატის მიღების მიზნით.

სრულიად შესაძლებელია, რომ ბაიდენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში პასუხს აგებდა უკრაინის მიმართ პოლიტიკაზეც, ზემოქმედებდა კიევზე, რათა შეეწყვიტა თავისი შვილის წინააღმდეგ დაწყებული ანტიკორუფციული გამოძიება.

ახლა დემოკრატებმა განიზრახეს საპასუხო დარტყმის განხორციელება. გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის გამოსვლიდან ორიოდე საათის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ კონგრესი იწყებს იმპიჩმენტის ფორმალურ პროცედურას პრეზიდენტის მიმართ, მის მიერ ზელინსკისთან მოლაპარაკებების ჩარჩოებში “კონსტიტუციური მოვალეობების დარღვევის” გამო.

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, წარმომადგენლობით პალატაში 253-დან 150-ზე მეტი დემოკრატი იმპიჩმენტს უჭერს მხარს. სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკვე საუბარია ორ ასეულ დეპუტატზე, მათ შორის ერთ დამოუკიდებელზე. როგორც ჩანს, ისინი შექმნიან სპეციალურ კომისიას, მსგავსს იმისა, რომელიც ამზადებდა ნიქსონის იმპიჩმენტს “უოტერგეიტის საქმეზე”.

ეს, ჩანს, კარგი ამბავია ტრამპისთვის, ძალიან კარგიც კი. საკმაო ხნის წინათ “რუსეთთან შეთქმულების” ბრალდების ფონზე პრეზიდენტის იმპიჩმენტი დემოკრატების თავსმოხვეული იდეა იყო _ ბევრი დემოკრატი გამოდიოდა ამ მოთხოვნით და ამასვე ეუბნებოდა თავის ამომრჩეველს.

მაგრამ ეს ტაქტიკა დემოკრატებისთვის ხაფანგად იქცა: მას შემდეგ, რაც “რუსული საქმე” გასკდა, როგორც საპნის ბუშტი, გაირკვა, რომ, დემოკრატიული პარტიის ელექტორატში ტრამპის საწინააღმდეგოდ განწყობილი “ჰეიტერების” სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში იმპიჩმენტის იდეა უკიდურესად არაპოპულარულია _ მას მხარს უჭერს მოსახლეობის მხოლოდ მესამედი, ორი მესამედი კი, მათ შორის დამოუკიდებელი ამომრჩეველი და ზოგიერთი დემოკრატი, კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. უფრო მეტიც, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების ფონზე მისი მუშაობისადმი მხარდაჭერის დონემ მოიმატა და სარეკორდო ნიშას მიაღწია _ 53%-ს.

საეჭვოა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატები, საერთო ჯამში, შეძლებენ საჭირო 217 ხმის მოგროვებას და, თუ მოაგროვებენ, იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად სენატში საჭიროა ხმების 2/3, მაგრამ სენატში უმრავლესობა ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს აქვთ.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დემოკრატები ტრამპის მიერ დაგებულ მახეში გაებმებიან. ის საეჭვოდ იოლად დათანხმდა ზელენსკისთან მისი საუბრის გასაჯაროებას. თუ ორი პრეზიდენტის საუბარში მაკომპრომეტებელს ვერაფერს ნახავენ, დემოკრატები ძალიან სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ბაიდენისთვის კი მომავალი პრაიმეროზი დეტალური აღმოჩნდება.

ეს ხელს აძლევს ტრამპს. მოვლენები, რომლებიც ფორმალურად ხელისუფლებიდან ტრამპის ჩამოშორების მცდელობას წარმოადგენს, მას, პრაქტიკულად, თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით ყოფნის გარანტიას აძლევს.

VZ.RUზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here