Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “ტრამპის არგუმენტები სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!“

“ტრამპის არგუმენტები სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!“

1322
Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკელები უკვე დარწმუნებულები აღარ არიან იმაში, ინახებოდა თუ არა ქიმიური იარაღი სირიულ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბომბეს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ბლოგერმა დავით სუხიაშვილმა გააკეთა სოციალურ ქსელში.

“ტრამპის არგუმენტები სირიის ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

  1. არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დადგენდა ვის მიერ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება. თავად მოიგონეს “სიმართლე” და აიძულებენ ყველას მიიღონ და ირწმუნონ თავიანთი ნაბოდვარი. მოხდა ის, რაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ გააკეთა ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ.
  2. ნებისმიერ ქმედებას აქვს რაღაც საფუძველი, მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება. იქნებ ასადის მოწინააღმდეგეებმა პასუხი გასცეთ კითხვაზე: რაში სჭირდებოდა ასადს ქიმიური იარაღის გამოყენება?
  3. ამერიკის პრეზიდენტმა აგრესიის გასამართლებლად განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნიდა ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს. უკვე შევეგუეთ ყველა, რომ ყველა და ყველაფერი ამ სამყაროში წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო ინტერესს, მაგრამ გამიჩნდა კითხვა: ტერორიზმი და ტერორისტები აღარ წარმოადგენენ საფრთხეს ამერიკისათვის?

პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი უკომპრომისო ბრძოლას უცხადებდა ტერორიზმს. გუშინ კი დავინახეთ, რომ წინა ადმინისტრაციების მსგავასად აგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ კამერების დასანახად ომს”. – განაცხადა სუხიაშვილმა.

„ეს დღეებია ამერიკელები ასადის მხრიდან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდნენ, რაც ოფიციალურად არ დასტურდება.

მაგრამ აი ამერიკელებმა, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ვიეტნამში შეჭრის შემდეგ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ჯუნგლებში განლაგებულ პარტიზანთა მასობრივ ქვედანაყოფებს და სასტიკ ტაქტიკას მიმართეს. მათ გამოიყენებს ქიმიური იარაღი სახელად “Agent Orange” – სინთეტიკურად დამზადებული დეფოლიანტებისა და ჰერბიციდების ნაზავი, რომელსაც შეეძლო უდიდესი ტერიტორიები ამოეწვა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ იარაღს გააჩნია დიოქსინის მაღალი კოეფიციენტი, რომელიც იწვევს კიბოს და გენეტიკურ მუტაციას.

ვიეტნამის ტერიტორიის 14 %-ზე იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1962-1971 წ. წ ამერიკელებმა გამოიყენეს 77 მილიონი ლიტრი დეფოლიანტი, საიდანაც 44 მილიონი დიოქსინის მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა”. – ნათქვამია სოციალურ ქსელში, პორტალ Politicano-ს ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here