Home სხვადასხვა დაიჯესტი სტუდენტმა გააუპატიურა ქალიშვილი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ გამართული მიტინგიდან დაბრუნდა

სტუდენტმა გააუპატიურა ქალიშვილი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ გამართული მიტინგიდან დაბრუნდა

1112
სტუდენტმა გააუპატიურა ქალიშვილი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ გამართული მიტინგიდან დაბრუნდა

აშშის მისურის შტატის სტუდენტს, 22 წლის ზაქარი ალპერინს 7 წლით ციხეში გამომწვდევის რეალური პერსპექტივა ემუქრება, რომელსაც უთუოდ მიუსჯიან გაუპატიურებისა და სექსუალური გაუკუღმართებისთვის, _ იუწყება usatoday.com.

ზაქარი (ანუ სექსუალურად აღტკინებული ზაქრო) შეხვდა ქალიშვილს (რომლის სახელი არ სახელდება), როცა იგი (გოგონა) სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამართული მიტინგიდან ბრუნდებოდა. ერთად მოიარეს რამდენიმე ბარი, ბოლოს კი ერთად აღმოჩნდნენ საერთო საცხოვრებლის ოთახში, რომელიც ამ გოგონას ეკუთვნოდა. მიტინგის მონაწილე გოგონამ პოლიციას უამბო, რომ ნება დართო ვაჟს, ამ ოთახში გაეთია ღამე ერთი პირობით _ ყმაწვილი კაცი მას არ გაეკარებოდა, რადგან იგი (უსახელო გოგონა) მთვრალი იყო. მაგრამ, რომ გაეღვიძა, “აღმოაჩინა”, რომ დედიშობილა ზაქარი-ზაქრო ზემოდან დასწოლოდა. ხელი ჰკრა და მოიცილა, მაგრამ სექსუალური აქტი უკვე მომხდარი იყო. გამაუპატიურაო, _ ირწმუნებოდა ქალიშვილი იგი, რომლის სახელსაც usatoday.com არ ასახელებს.

სტუდენტი დააპატიმრეს. მის გასათავისუფლებლად განსაზღვრულია გირაო 20 ათასი დოლარის ოდენობით.

ზაქარი-ზაქრო დანაშაულს საქვეყნოდ ინანიებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდა, იგი თავს “საშინელ ადამიანად” მიიჩნევს.

ალინა გოსტევა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here