Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

1097
საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

ბრძენს უთქვამს: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, და მეც შევეცდები, ვრცლად სათქმელი მინიატურებში გამოვხატო.

***

ოჰ, ეს საოცნებო ნატო! მას ხელისუფალნი და გზააბნეული ქართველები ისეთი თავგამოდებით ეტრფიან, რომ, ალბათ, მზეთუნახავი ქალწული ჰგონიათ, სახელად ნატო. ბატონებო, გირჩევთ, ბრიუსელს ეახლოთ და იქ ნატოს ბინის ფანჯრებთან სერენადები იმღეროთ, იქნებ მოხიბლოთ და საოცნებო ნატომ ჩაგიხუტოთ კიდეც.

* * *

დღეს საქართველოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, ვენეციის კომისია და ა.შ. ისე აგუნდავებენ ხელიდან ხელში, ვითარცა დიასახლისი მჭადის ცომს კეცზე დაკვრის წინ.

* * *

არავითარი დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო არ არსებობს, რადგან მისი მბრძანებელ-კანონმდებელი ხელისუფალნი ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვენეციის კომისიაში სხედან, ხოლო მათი ნების მონა-მორჩილი აღმასრულებლები _ თბილისში.

* * *

აფხაზეთი და ცხინვალის მხარე 1988-89 წლებში დავკარგეთ, როცა ქართველმა დისიდენტებმა აამოქმედეს რუსოფობიით, ანუ რუსეთისადმი ზიზღითა და სიძულვილით გაჟღენთილი ლოზუნგები: “რუსო ოკუპანტო”, “რუსო, წაეთრიე”, “რუსო ბროდიაგა” და მისთანები, სანაცვლოდ რუსულმა საზოგადოებამ ჩვენ, ქართველები, ავადმყოფ ერად შეგვრაცხა, მაშინ ეს დიდ შეურაცხყოფად ჩავთვალე, დღევანდელი გადასახედიდან კი…

* * *

ასე გამოიყურება დღეს ტერიტორიებდაკარგული საქართველოს რუკა _ ქართველთა 30-წლიანი რუსოფობიის _ ზიზღის, სიძულვილის, უწყვეტი მტრობის უშუალო ნაყოფი; შემზარავია ამ სურათის ხილვა. ქართველთა რუსოფობიას აშშ-დასავლეთი ვერაგული პოლიტტექნოლოგიების მოშველიებით მიზანმიმართულად აღვივებს, ეს მათ ინტერესებს შესანიშნავად რგებს.

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

ქუთაისი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here