Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაიზარდა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს

საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაიზარდა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს

238
საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდით ძვირფას ლითონს

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 34%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს ქვეყნიდან 97,571 მლნ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი 72,832 მლნ დოლარის. რაოდენობრივად, 2020-ში ქვეყნიდან ექსპორტზე 2,72 ტონა ოქრო გავიდა, 2019 წელს კი 2,62 ტონა.

საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველომ ოქრო 4 ქვეყანაში გაყიდა, მათ შორის, ყველაზე მეტი შვეიცარიაში.

ქვეყნები, სადაც საქართველოდან ოქროს ექსპორტი განხორციელდა:

  • შვეიცარია – 92,419 მლნ დოლარი
  • გერმანია – 2,673 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 1,281 მლნ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1,196 მლნ დოლარი

საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო ოთხმა კომპანიამ გაიტანა:

  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“
  • შპს RMG Gold
  • შპს „ავაზა“
  • შპს „სასწორი“

ცნობისთვის: კომპანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here