სააკაშვილი: ეს იქნება უკრაინული პლიაჟები, ვენახებით გარშემორტყმული, შესანიშნავი ღვინით (ვიდეო)

1583
გააზიარეთ

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საიმიჯო კლიპს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პლიაჟების ათეული კილომეტრია შეუსწავლელი და ხელშეუხებელი.

სააკაშვილი უკრაინელებს,  მაღალი დონის პლიაჟების და  ინფრასტრუქტურის მოწყობას ჰპირდება.

“ზატოკის და სერგეევკის მერე, რამდენიმე ათეული კილომეტრია შეუსწავლელი და ხელშეუხებელი უკრაინის პლიაჟები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი დაპატრონება ჯერ ვერ მოასწრო, რადგან აქ გზა არ იყო გაყვანილი და მადლობა ღმერთს რომ ასე იყო. ჩვენ გავიყვანთ გზებს და ავაშენებთ სასტუმროებს. ასევე, აქ იქნება სამთო ბიზნესი და ის დამატებით მოიზიდავს დამსვენებლებს. აქ შეიქმნება 10 ათასამდე ახალი სამუშო ადგილი.

ეს იქნება უკრაინული მარბელია. ანტალია ასე იწყებდა და აქ ანტალიაზე მაგარია. უბრალოდ, ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავიწყოთ; ლამაზი პლიაჟების, რომლებიც ვენახებით იქნება გარშემორტყმული, შესანიშნავი ღვინით. ის მხოლოდ ერთი საათის სავალზეა შესანიშნავი, გასაოცარი ოდესიდან. რაც არ უნდა თქვათ, შეხედეთ – აქ სივრცე და თავისუფლება. ეს სილამაზეა და სასწაული, ხალხო,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი საიმიჯო კლიპში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here