მთავარი პოლიტიკა “სააკაშვილის დიეტა”, შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია, და ტოტალური რუსოფობია, როგორც თანამედროვე “ანტისემიტიზმი”

“სააკაშვილის დიეტა”, შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია, და ტოტალური რუსოფობია, როგორც თანამედროვე “ანტისემიტიზმი”

213
გააზიარეთ

მკითხველთან ჩემი ბოლოავი მუსაიფისთემა მიშიკოს (ასემოფერებითმოიხსენიებენ რუსული ტელევიზიები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს) თბილისში მოულოდნელად ჩამოსვლა არ ყოფილა, რადგან არ მსურდა, ვინმეს ჩემი ვერსიების წარმოჩენითჭკუის კოლოფიან პირიქით, სულელი ვგონებოდი, ამიტომ თავი ავარიდე იმხანად ჯერ კიდევ ცხელცხელი ამბის მიმართსარისკო ნაბიჯისგადადგმას, მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოვიფარგლე და განვაცხადე: არ დაიწყოთ ვინმემ რომის პაპზე მეტი კათოლიკობა, “ციხისთვის არავინ მემეტებადა მსგავსი მორალისტობამეთქიმე კი, დიახ, გამიხარდა, რომ 9 წლის განმავლობაში ქართველი ერის სისხლისმსმელიდემოკრატიის შუქურა”, როგორც იქნა, თავისივე აშენებული ციხის ერთერთ საკანში აღმოჩნდა. იმ ეტაპზე მთავარი იყო ის, რომ მიშიკო ციხეშია, ხოლო, ვინ და როგორ ჩამოიყვანა საქართველოს კურდღელი პრეზიდენტყოფილი, ესეც საინტერესოა, რასაც დრო გამოაჩენსმეთქი და აკი ნელნელა რაღაცრაღაცები გამოჩნდა კიდეც.

ხმა გავარდა, დაპატიმრებიდან მეორე დღესვე, ნარკომანთა ტერმინით, “ატხადნიაკის” გავლით “ლომკაში” მყოფმა მიშიკომ, _ ეს სად ვარ, აქ რა მინდა (უკრაინის მოქალაქეს, ალბათ, გაახსენდა თავისი ფეშენებელური აპარტამენტები), _ მშობლიურ უკრაინაში დამაბრუნეთო… ისიც ფაქტია, რომ 2 “სუტკა” ბორნის ქინძით გატენილ ტრიუმში გაატარა საქართველოს “ქინძმა” (ასე უწოდა თავის თავს) ექსპრეზდენტმა და კიდევ, თურმე, თაფლი ძალიან “ნაყვარება” ამ კრიმინალს, რომლის პირადმა ექიმმა აფთიაქარის სიზუსტით “მოგვისამძიმრა” ქართველებს _ 12 კილოგრამი და 100 გრამი დაუკლია საყვარელ პრეზიდენტსო და ციხის საავადმყოფოში, ე.წ. “რესბალმიცაზე” მის გადაყვანაზე დაიწყო საუბარი.

რა ვქნა, მომკალით და, არ მჯერა, რომ მიშიკო შიმშილობს _ ნახევარ კილოგრამ თაფლს რომ “დაათოხლავებ” და ზედ ვედრო ნატურალურ წვენს მიაყოლებ, ეგ შიმშილობა კი არა, დიეტაა და თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინათ, როგორი აქტუალური იყო ქალებში 48 მილიონი ლარის ქურდის _ უგულავას დიეტა, ახლა მას “სააკაშვილის დიეტის” სახით კონკურენტი გამოუჩნდა.

სააკაშვილი, ჟარგონით თუ ვიტყვით, “თოხლაობის” სიგიჟემდე მოყვარული რომ არის, კიდევ ერთი საბუთია მისი ფეიკშიმშილობის სასარგებლოდ. აქ ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან” ჭიჭიკო გოგოლის რეპლიკა გამახსენდა, საიქიოს “დირექტორ” მებურიშვილს რომ მიახალა: “შენ ის მებურიშვილი არ ხარ, ღამღამობით ჩუმად რომ ჭამ საჭმელს, “ახოტნიჩი კალბასს”?.. მოკლედ, მიშიკოს, ჩვენში რომ იტყვიან, “ხელში ორი აგური უჭირავს და მესამეს ეძებს”… რა მინდოდა, რას ვეძებდი, სახლ-კარი არ მქონდა უკრაინაში თუ ფული და “კაიფი” მაკლდაო?! საკაშვილის ნარკომანობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საქართველოში. ეგეც რომ არა, რა “ბაზარ-ვაგზალი” და სამხარაულის ექსპერტიზაა საჭირო მათთვის, ვისაც მახათას მთაზე პატრიარქის თანდასწრებით მიშას “გათხლეშილ კაიფში” ყოფნის დამადასტურებელი კადრები უნახავს?!

საუბრის ცალკე თემაა მიშას მიერ ბიუჯეტის ხალგაშლილად ხარჯვის ამბავი _ კანონით გათვალისწინებული პრეზიდენტის ფონდი, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა, იცოდა რა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა სამუდამოდ იწურებოდა, ბოლო თეთრამდე აითვისა და ზუსტად პრეზიდენტობის ბოლო დღეს, სანამ ჯერ კიდევ იცავდა ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, თბილისიდან უკრაინაში თუ ჰოლანდიაში პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდა. იქ ამოიწურა მიშიკოს სისხლიანი პრეზიდენტობის 9 წელიწადი და საქართველოს “ბორტი ნომერი პირველი” ცარიელი დაბრუნდა თბილისში. როგორც თავის დროზე საფრანეთში თქვეს ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის დახვრეტაზე _ ეს დანაშაულზე მეტია: ეს შეცდომაა!”, შეცდომა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მძიმედ დაუჯდა საფრანგეთსა და ნაპოლეონ ბონაპარტეს… აბა, სად გიგანტი ბონაპარტე და სად _ ეს ქონდრისკაცი ქოც-ნაცები, მაგრამ მათ შორის მაინც გავავლებ პარალელს: მიშა სააკაშვილის საქართველოდან გაშვება დანაშაულზე მეტი იყო, ეს იყო შეცდომა! შეცდომა, რომელმაც კოაბიტაციის სახით დააზიანა საქართველო, თორემ ბიძინა ივანიშვილს რა უჭირს?..

სანამ წერილის სათაურიდან გამომდინარე სხვა თემაზე გადავალ, უკვე ნათქვამის რეზიუმედ მიშას ჩამოსვლის თუ ჩამოყვანის ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ: ჩემი ღრმა რწმენით, პრეზიდენტყოფილი ახლო თუ შორეულმა გარემოცვამ დაარწმუნა, რომ მისი თბილისში გამოჩენის შემთხვევაში, ქოცების მმართველობით საფუძვლიანად უკმაყოფილო საქართველოს მოსახლეობა ერთბაშად იხუვლებდა და ხელში ატატებულს შეიყვანდა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში, ანუ სახელმწიფო გადატრიალებას, “ფერად რევოლუციას” მოაწყობდა. მოკლედ, მიშას მყარი გარანტიები მისცეს, თორემ, როცა ვიცით, როგორ მამაცურად ფორთხავდა მიწაზე და “ვაჟკაცურად” ღეჭავდა ჰალსტუხს, გარანტიების გარეშე თბილისში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად დადგმულ სპეცოპერაციას ჰგავს, მაგრამ ვინ იყო მიშას თბილისში ჩამოტყუების ოპერაციის ავტორი და გარანტიების მიმცემი? _ აი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს… მიშიკომ, შინ თუ გარეთ, ყველას მოაბეზრა თავი. აქედან გამომდინარე, კანდიდატი ბევრია როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. დიდი ალბათობით, ეს უნიკალური ოპერაცია საქართველოს სპეცსამსახურებმა ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ლიდერებთან შეთანხმებით ჩაატარეს. ამ ვერსიის ირიბი მტკიცებულება ისიც არის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა და აშშ-მა სააკაშვილის დაპატიმრება არათუ გააპროტესტეს, მათ მედიასაშუალებებს ჯეროვანი ყურადღებაც არ გამოუჩენიათ თავის დროზე “დემოკრატიის შუქურის” მიმართ.

“კალამი გამექცა”, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს “გაქცევა” უინტერესო არ არის მკითხველისთვის…

ანტისემიტიზმი _ ებრაელი ერის ან მისი რელიგიის, იუდაიზმის მიმართ მტრული, უარყოფითი ან არასანდომიანი დამოკიდებულება. ანუ, ზოგიერთის აზრით, რაც კი ცუდი ხდებოდა დედამიწაზე, ყველაფერი ებრაელების ბრალი იყო, ამიტომ ისტორიულად, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პერიოდში ებრაელები ხშირად იყვნენ მასობრივი დევნისა და შევიწროების საგანი. ამ იდეოლოგიამ აპოგეას (თუ ასე თქმა უპრიანია) ნაცისტურ გერმანიაში მიაღწია. ფაშისტური რეჟიმის (1933-1945) მკვეთრად გამოხატულ ანტისემიტურ პოლიტიკას შეეწირა ევროპაში მცხოვრები 9,6 მლნ ებრაელიდან დაახლოებით 6 მლნ ებრაელის სიცოცხლე. აი, ამით მინდოდა დამეწყო წინამდებარე წერილი. იმის თქმა მინდა, რომ დღეს ებრაელი ერის ადგილი რუსებმა დაიკავეს _ წვიმა მოდის, რუსების ბრალია; გვალვაა, ეგეც რუსების და .. მსგავსი აბსურდები, რომლებითაც .. კოლექტიურ დასავლეთს მსოფლიოში ტოტალური რუსოფობიის დამყარება სურს _ დღეს ყველაფერი რუსეთის ბრალია. ისეთ აბსურდამდეც კი მივიდნენ ბრიტანელები, რომ ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტსაც კი რუსეთს აბრალებენ.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს, ანგლოსაქსები რუსეთს ევროპის შანტაჟს აბრალებენ, იმიტომ, რომ რუსებს პოლიტიკურ-ეკონომიკურად ურჩევნიათ, ევროპას ბუნებრივი აირი “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ით მიაწოდონ, ვიდრე უკრაინის გავლით, რომელთანაც საომარ ვითარებაში იმყოფებიან. ანუ, ანგლოსაქსებს სურთ, რუსეთმა თავისი მტრები გაამდიდროს. ვერაფერს იტყვი, “რკინისებური ლოგიკა” აქვთ ანგლოსაქსებს… თუმცა ასეთ “ლოგიკას” მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ ევროკავშირში _ უნგრეთმა და სერბეთმა რუსეთთან ინდივიდუალური კონტრაქტები გააფორმეს, რომლითაც მოსალოდნელ ცივ ზამთარში თავიანთი მოსახლეობა გაყინვას გადაარჩინეს. შორს არ არის ის დრო, როდესაც ჯილა რუსოფობებიც მიუხოხდებიან რუსეთს სითბოსა და სინათლის წამოსაღებად.

დავით მხეიძე

P.S. სამწუხაროდ, საქართველოს მარიონეტი ხელისუფლება ანგლოსაქსების რუსოფობიური ბანაკის წევრად აღიქმება. რაც შეეხება მიშიკოს, 100 ათასი კაცი ვერ დაახვედრა, მაგრამ თაკო ჩარკვიანის იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა. დასასრულ, საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ: ღმერთი არ გაგიწყრეთ და მიშიკო დროზე ადრე არ გამოუშვათ, თორემ!..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here