მთავარი ეკონომიკა რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა- რას ვყიდით ჩრდილოელ მეზობელთან

რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა- რას ვყიდით ჩრდილოელ მეზობელთან

373
გააზიარეთ
რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა- რას ვყიდით ჩრდილოელ მეზობელთან

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად რუსეთია.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 37.3%-ით გაიზარდა და 177.509 მლნ აშშ დოლარი შედგინა. გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 129.269 მლნ დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში.

მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო – ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 51.048 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები – 40.266 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 19.873 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები, აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და დაფასოებული მედიკამენტები იკავებენ, შესაბამისად, 13.244 მლნ და 9.920 მლნ დოლარით.

www.bpn.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here