მთავარი დაიჯესტი რუსეთი და ბელარუსი აერთიანებენ საგადასახადო ბარათების სისტემას და ავითარებენ ფინანსური შეტყობინებების გადაცემის...

რუსეთი და ბელარუსი აერთიანებენ საგადასახადო ბარათების სისტემას და ავითარებენ ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას (SWIFT-ის ალტერნატივა)

646
გააზიარეთ

“რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ბელარუსის ნაციონალურმა ბანკმა და მოკავშირე სახელმწიფოების კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს მუშაობა ეროვნული საგადასახადო სისტემების სისტემათაშორის ინტეგრაციაზე, რაც პლასტიკური ბარათების _ “მირ”-ისა და “ბელკარტ”-ის _ უფრო აქტიურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა”, _ განაცხადა ბელარუსის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კალეჩიცმა. 

ბელარუსის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, აგრეთვე, განაცხადა, რომ საგადასახადო სისტემების სისტემათაშორისი ინტეგრაციის გარდა მიმდინარეობს მუშაობა საგადასახადო ბარათ “ბელკარტ”-ის ემისიების გადასატანად EMV სტანდარტის ბარათზე, რაც გააუმჯობესებს არა მხოლოდ მფლობელის დაცვას, რომელიც, მაგნიტური ლენტის გარდა, მიიღებს “ჩიპსაც”, არამედ გააფართოებს სერვისებს სისტემა “მირ”-ის ოპერატორის მიერ დანერგილი სპეციფიკაციების წყალობით.

სტანდარტ EMV-ის პლასტიკურ ბარათს, დიდი ხანია, იყენებენ ბელარუსის ბანკები. ეს ბარათები კარგად იცავს მფლობელებს ტერმინალების გამოყენების მომენტში ინფორმაციის გაჟონვისგან.

ეროვნული საგადასახადო სისტემების _ “მირ”-ისა და “ბელკრატ”-ის შექმნა განპირობებული იყო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციებით, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ საერთაშორისო სისტემების _ Visa-სა და Mastercard-ის _ ბარათების მფლობელებს.

ამასთანავე, 26 ოქტომბერს, მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს ურთიერთანგარიშსწორების მოცულობის გაზრდა რუბლებსა და იუანებში (ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად ბევრი რამ გაკეთდა და მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება) და ამით თავიანთი ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირება დოლარის მიმართ, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა ცნობები საერთაშორისო საგადასახადო ქსელ SWIFT-ის ალტერნატივაზე. როგორც ცნობილია, SWIFT-ში დომინანტია აშშ.

მოსკოვმა ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო 2014 წელს, როცა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა წარმოაჩინეს საფრთხე, რომ ქვეყნის უდიდესი ბანკები შეიძლება დარჩენილიყვნენ სისტემა SWIFT-ის გარეშე, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ბაზირებულია ბელგიაში და პოლიტიკურად ნეიტრალურად ითვლება, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს. და ახლა რუსულმა სისტემამ მიაღწია განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს _ ის მზად არის, ჩართოს უცხოელი პარტნიორები დედოლარიზაციის პროცესში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტებს მოუსპობს. ეს თქვა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლგა სკორობოგატოვამ, რომელმაც უფრო ადრე განაცხადა, რომ ალტერნატიული საგადასახადო სისტემის მეშვეობით უცხოურ ფირმებს შეუძლიათ, აწარმოონ ბიზნესი სანქციადაწესებულ რუსულ კომპანიებთან.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here